26 წლის ვარ. ნორმალურად ვიკვებები, ალკოჰოლს არ ვეტანები, არ ვეწევი სიგარეტს, ვიცავ ცხოვრებისა და კვების ჯანსაღ წესს. არ ვჭამ პარკოსნებსა და ხორცს. თუმცა, მაწუხებს ნაწლავებში გაზების მუმდმივი დაგროვება. მირჩიეთ, როგორ მოვიშორო ეს საშინელება…
წერილს პასუხობს ექიმი ფიტოთერაპევტი ვიჩესლავ ვარნავსკი:
ჩვენს მკითხველს ვურჩევთ, გააგრძელოს ასე კვება, ხოლო მომატებულ გაზწარმოქმნას (მეტეორიზმს) თავიდან მოიშორებთ ასეთი რეცეპტების გამოყენებით:
- 1 ჩ.კ. ჩვეულებრივ სელს (linum usitatissimum) დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ ჩაის სახით. დალიეთ დღის განმავლობაში.
- ნაწლავებში გაზების დაგროვებისგან გიხსნით ბეგქონდრის (1 წილი), კატაბალახას ფესვისა (4 წილი) და გვირილის ყვავილების (6 წილი) ნარევი. 1 ს.კ. ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 30 წუთით და გადაწურეთ. მიირთვით თითო ჭიქა დილას და საღამოს.
- ასევე, დაგეხმარებათ მოცვისა (2 წილი) და ფრინველის შოთხვის (3 წილი) ნაყოფის ნახარში. ნარევს დაასხით მდუღარე წყალი 1:10 პროპორციით, ხარშეთ ნელ ცეცხლზე 10-15 წუთით და გადაწურეთ. მიიღეთ 0.5 ჭიქა დღეში სამჯერ. მასა აძლიერებს გაზების გამოყოფას, ასევე, ხელს შეუშლის საჭმლის მონელების დარღვევებს, რომლებსაც მეტეორიზმი იწვევს.
- ასევე, შეგიძლიათ მოამზადოთ დამამშვიდებელი ნაყენი კამის თესლის, პიტნისა და მელისის ფოთლებისგან (თანაბარი რაოდენობით). 1 ს.კ. ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. მიირთვით ჩაის სახით, უშაქროდ, დღეში 2-2-3-ჯერ.
გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს. თუ მოგეწონათ ჩვენი სტატია გთხოვთ მოიწონოთ და გაუზიაროთ მეგობრებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს