მოამზადეთ ცხენისწაბლას ნაყენი და უმკურნალეთ ვარიკოზს, თრომბოფლებიტს, ათეროსკლეროზს, ბუასილს.

443
ფოტო: Sannse & Opuntia on wikipedia/ publicdomainvectors / edited by paparazzi.ge

როგორ მოვამზადოთ ცხენისწაბლას ყვავილების პრეპარატები დაავადებული ვენებისთვის? პატივისცემით, ნ.დ.

წერილს პასუხობს ნატუროპათი, სახალხო მკურნალი, ელენა სვიტკო:

ცხენისწაბლას პრეპარატები ფართოდ გამოიყენება ოფიციალურ და ხალხურ მედიცინებში, ვენების ვარიკოზული გაგანიერების, თრომბოფლებიტის, ათეროსკლეროზის, ბუასილისა და სხვა დაავადებების დროს.

ყვავილების ნაყენი: 25 გ ყვავილებს (ან ნაყოფის კანს) დაასხით 200 მლ 40%-იანი ეთილის სპირტი. დააყენეთ 7 დღე, პერიოდულად მოურიეთ. გადაწურეთ და მიიღეთ 30-40 წვეთი დღეში სამჯერ, ჭამის წინ. ნაყენი შეგიძლიათ გარეგანადაც გამოიყენოთ, კანის დასაზელად, რევმატოიდული ართრიტისა და ვარიკოზული კვანძებისთვის (ამცირებს ტკივილს, შესიებას, ანთებას).

გთავაზობთ ძველ რეცეპტს დაავადებული ვენებისთვის, კერძოდ, იგი წმენდს სისხლძარღვებს ქოლესტერინისგან, ხელს უწყობს თრომბების გაწოვას და სხვ. აიღეთ ცხენისწაბლას 1 აყვავებული ყვავილედი და ჩაუშვით 1 ლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 30 წუთით და გადაწურეთ. ნაყენი დალიეთ დღის განმავლობაში მცირე ულუფებად. მკურნალობის კურსი 14 დღე გაგრძელდება.

ასეთი ყვავილედები შეგიძლიათ ზამთრისთვისაც გაახმოთ.

ასევე, სისხლძარღვების გასაწმენდად კარგია გამწმენდი სასმელი, თუმცა, არა ცხენისწაბლას ყვავილებისგან, არამედ მისი კვირტებისგან. ამისთვის 200 გ ცხენისწაბლას კვირტებს შეურიეთ 5 გ ვანილი, თაფლი გემოვნებით და 2.5 ლ წითელი ღვინო. წვრილად დაჭრილი კვირტები მოათავსეთ გამთბარ ღვინოში, ხარშეთ 30 წუთით (ალკოჰოლი რომ აორთქლდეს), დაუმატეთ ვანილი და თაფლი. გაგრილების შემდეგ, გადაწურეთ. დალიეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 50 წუთით ადრე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს