ალოე დიდებულ აღმდგენ და შემახორცებელ ნივთიერებას წარმოადგენს. ალოეს ფოთლები ეთერზეთებს, დაახლოებით 20 ამინომჟავას, B, C, E ვიტამინებს, ბეტა-კაროტინებს, უჯრედისს, სხვა მკვებავ ფერმენტებსა და მიკროელემენტებს შეიცავენ. კოსმეტოლოგიაში ალოე გამოიყენება როგორც ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო საშუალება მზის დამწვრობის და ფსორიაზის შესახორცებლად, აკნეს, დერმატიტის და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
გაჭრილ ალოეს ფოთოლს დამოუკიდებლად არსებობა ძალიან დიდხანს შეუძლია. ეს ბიოაქტიური ენზიმების (ქსოვილური ფერმენტების) მთელი ქარხანაა, რომელიც მუდმივად მუშაობს და დროში იცვლება. სწორედ ამიტომ, ალოეს სამკურნალო ნედლი თავის ბიოქიმიურ მახასიათებლებს იცვლის, ფერმენტაცია ხდება. ამრიგად, ახალი პრეპარატის დიდხანს შენახვა არ შეიძლება, არამედ ახალი უნდა მოამზადოთ. ალოეს ადუღება და მოხარშვა არ ღირს.
აი, თაფლი ალოეს არა მხოლოდ კარგად ერწყმის, არამედ მას აკონსერვებს და ალოეს ფერმენტაციას ნახშირწყლების დაჟანგვისკენ ხრის.
სამკურნალო ბალზამი
თაფლის დახმარებით შეგიძლიათ სამკურნალო ბალზამი მოამზადოთ. მზა პროდუქტს, როცა ნედლის სამკურნალო პროდუქტად გადაქცევის პროცესი მაქსიმუმს მიაღწევს, შეგიძლიათ კონიაკი დაუმატოთ. ალკოჰოლი დუღილის პროცესს ბოლომდე შეაჩერებს. სწორედ ამიტომ, კონიაკის რაოდენობა საკმარისი უნდა იყოს.
ბალზამის მომზადება:
- ალოეს ქვედა სქელი ფოთოლი მოჭერით, რომელიც მინიმუმ 3 წლის იქნება. საკვებ ფოლგაში გაახვიეთ და მაცივარში 2 დღე შეინახეთ. ბნელ და ცივ პირობებში გარკვეული ფერმენტები (სტრესის ფერმენტები) გააქტიურდებიან. ამის შემდეგ კარგად გარეცხეთ და კანიანად დაჭერით, როგორც სტაფილო.
- 2 ნაწილი ალოეს 1 ნაწილი თაფლი დაუმატეთ. მაგალითად: ნახევარ ჭიქა ალოეს + 2 ს/კ თაფლი. კარგად აურიეთ და 2 დღე ბნელ ადგილას გააჩერეთ. მაცივარში არ შეინახოთ – დაე, ერთმანეთს შეეგუონ, ამას ფერმენტაცია ეწოდება.
- დაახლოებით 70 მლ კარგი კონიაკი დაუმატეთ. ზუსტად 1 ჭიქა ბალზამს მიიღებთ. კარგად აურიეთ და გაფილტრეთ. მუქი ფერის მინის ქილაში გადაიტანეთ და მაცივარში შეინახეთ.
გამოყენება:
1 ს/კ ალოე ჭამამდე 30 წუთით ადრე მიიღეთ. ალოეს ჩენჩო შეგიძლიათ ადგილობრივად გამოიყენოთ. მაგალითად, მწერების ნაკბენზე, ძირმაგარზე, ჩირქოვან ადგილას და ა.შ.
ალოეს მიღება რეკომენდებულია დასუსტებული ადამიანებისთვის, ოპერაციის შემდეგ, ქრონიკული დაავადებების და დეპრესიის დროს, ასევე ხანდაზმულ ასაკში.
ალოეს სუფთა წვენი ფორებს ხსნის და წმენდს, კანს ატენიანებს და ჭიმავს, რადგან კანში ღრმად შეღწევას მარტივად ახერხებს, ნივთიერებათა ცვლას აღადგენს, უჯრედების აღდგენას ხელს უწყობს, ასევე ანთებას და გაღიზიანებას აქრობს.
სახლის პირობებში სახის და ყელის კანის ახალგაზრდობის შენარჩუნება ძალიან მარტივია, თუ ყოველდღე, ძილის წინ ალოეს სუფთა წვენს წინასწარ კარგად გაწმენდილ და დაორთქლილ სახეზე წაისვამთ.
ზოგიერთი რეცეპტი ალოეს და ლიმონის კომბინაციას გვთავაზობს. ლიმონი ძალიან ძლიერი მჟანგავია (საღებავს და ცხიმსაც კი შთანთქავს), ალოე კი ნაზი, ქალური არსებაა, რომელიც ყველაფრის შეხორცებას ხელს უწყობს.
რეკომენდებულია, რომ ალოეს მიღებას ძალოვანი ფიზიკური ვარჯიშები შეუთავსოთ. აქტიური მოძრაობა და ალოე ორგანიზმის ზოგად ტონუსს წარმატებულად აღადგენს.
ალოე შიგნით და მასაჟის დროს გამოიყენეთ. ეს ბალზამი არა მხოლოდ კუნთების ძალას სწრაფად აღადგენს, არამედ ქსოვილებში რძის მჟავის და ნივთიერებათა ცვლის სხვა მეტაბოლიტების დაგროვებას აფერხებს.
ინფორმაცია მოამზადა ვლადიმირ ბოლსუნმა. თუ მოგეწონათ ჩვენი სტატია მოიწონეთ ის და მეგობრებსაც გაუზიარეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას.