„გთხოვთ, თირკმლებსა და ღვიძლში კისტების მკურნალობის ხალხური მეთოდების შესახებ მითხრათ. პატივისცემით, ა.ნ.“
წერილს ექიმი ფიტოთერაპევტი ვიაჩისლავ ვარნავსკი პასუხობს:
ღვიძლის კისტა ეს სითხით ამოვსებული ღრუა. ღვიძლის კისტის შემადგენლობა ყოველთვის გამჭვირვალე ან მოყავისფერო გამჭვირვალე სითხეა სისხლის ან ნაღვლის ნაწილაკებით. უფრო ხშირად ღვიძლის მარცხენა ნაწილში გვხვდება. თუ კისტა პატარაა, არ ჩირქდება, ნერვებს, სისხლძარღვებს, ლიმფურ სადინარებს, თავად ორგანოს შინაგან სტრუქტურებს ან მეზობელ ორგანოებს არ აწვება, ასეთ კისტას შეგიძლიათ ხალხური საშუალებებით ებრძოლოთ.
კერძოდ, ოროვანდის და ქრისტესისხლას წვენები დაგეხმარებათ. ქრისტესისხლა პირველი ყვავილების გამოჩენისთანავე შეაგროვეთ. ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ და 1 ლ წვენი რამდენიმე ფენა გაკეცილ მარლაში გაწურეთ. მიღებული წვენი 1 კვირა მაცივარში შეინახეთ. გამჭვირვალე ზედა ნაწილი გადაასხით. დარჩენილ წვენს 1 ლიტრამდე არაყი დაასხით. ასკილის ნახარში ან წყალში გაზავებული ქრისტესისხლას წვენი დილით, უზმოზე ჭამამდე 30 წუთით ადრე დალიეთ. მკურნალობა 10 წვეთით დაიწყეთ და ყოველდღე თითო წვეთი დაუმატეთ ისე, რომ ბოლოს 20 წვეთამდე ახვიდეთ. ამ დოზით (20 წვეთი) 10 დღე მიიღეთ, შემდეგ კი თითო წვეთით შემცირება დაიწყეთ და საწყის 10 წვეთს დაუბრუნდით. შემდეგ 10-10 წვეთი 10 დღის განმავლობაში დალიეთ. ამის შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კურსი გაიმეორეთ.
კარგი იქნება, თუ ქრისტესისხლას ძახველს დაუმატებთ. 12 ს/კ კენკრას 1,5 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 2 საათით დააყენეთ. ძახველის ნაყენი საკვების მიღებებს შორის, 2 დღის განმავლობაში დალიეთ.
ქრისტესისხლას წვენის მიღების დასრულების შემდეგ ოროვანდის წვენის მიღებაზე გადადით. მას ოროვანდის ფოთლებისა და ფესვებისგან ამზადებენ. ამისთვის მცენარის ნაწილები ხორცის გასატარებელ მანქანაში გაატარეთ და მარლით გაწურეთ. მაცივარში შეინახეთ. 1 ს/კ წვენი ჭამამდე 10 დღის განმავლობაში დალიეთ. შემდეგ 10 დღე შეისვენეთ და კვლავ 10 დღიანი კურსი გაიმეორეთ. ასე გააგრძელეთ მანამ, სანამ 0,5 ლ წვენს ბოლომდე არ დალევთ. შემდეგ 1 თვე შეისვენეთ. და ასეთივე კურსი გაიმეორეთ. მთლიანად, 1 ლიტრი წვენი უნდა დალიოთ.
ოროვანდის ფოთლები სჯობს ახალი მთვარეობის დაწყებისას, დილით ადრე და შუადღემდე შეაგროვოთ. ოროვანდის ფესვები კი პირიქით, დღის მეორე ნახევარში, მზის ჩასვლის დროს ამოთხარეთ.
თირკმლებში კისტების სამკურნალოდ ოროვანდს იყენებენ, მაგრამ მომზადების და მიღების სხვა მეთოდით. 800 მლ ოროვანდის მსხვილი ფოთლების წვენს 200 მლ არაყი დაასხით, შეანჯღრიეთ და მაცივარში 1 კვირა შეინახეთ. ეს პორცია მკურნალობის 1 კურსია. 1 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ და 0,5 ჭიქა წყალი დააყოლეთ.
ამის შემდეგ მკურნალობა ოროვანდის ახალგაზრდა ფოთლების გამოყენებით გააგრძელეთ. ფოთლები გარეცხეთ და მაცივარში შეინახეთ. ეს წვენი 3 დღე გამოსაყენებლად ვარგისია. მკაცრად სქემის მიხედვით მიიღეთ და ერთი დღეც არ გამოტოვოთ. 1-ელი და მე-2 დღე – 1 ჩ/კ წვენი დღეში 2-ჯერ, ჭამამდე 45 წუთით ადრე; მე-3 და მე-3 დღე – 1 ჩ/კ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 45 წუთით ადრე. შემდეგი დღეები 1 ს/კ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 45 წუთით ადრე. სულ 0,5 ლ წვენი უნდა დალიოთ.
ოროვანდით მკურნალობა სჯობს სამკურნალო მცენარეების ერთ, შემდეგ კი მეორე ნაკრებს შეუთავსოთ. პირველი ნაკრების მისაღებად თანაბარი პროპორციით შემდეგი ბალახები გამოიყენეთ: მინდვრის შვიტა, გულყვითელა, თავსისხლა, დათვისკენკრა, მრავალძარღვა და მინდვრის ლაშქარა. 1 ს/კ დაქუცმაცებული ბალახების ნარევს 300 მლ მდუღარე წყალი დაასხით. 3 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და 2 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. მკურნალობის კურსი – 3-4 თვე.
მეორე ნაკრებისთვის თანაბარი რაოდენობით აიღეთ ასკილის ნაყოფი, ბაბუაწვერას ფესვი, ვარდკაჭაჭას ფესვი, კრაზანა და ბირკავა. 1 ს/კ დაქუცმაცებული ბალახების ნარევს 300 მლ მდუღარე წყალი დაასხით, 5 წუთით სუსტ ცეცხლზე ხარშეთ, 2 საათით დააყენეთ, გადაწურეთ და 2 ს/კ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. მკურნალობის კურსი – 3-4 თვე. ამის შემდეგ კისტა ან ზომაში შემცირდება ან გაიწოვება.