ამინდის ცვლილებებისა და წნევის შემოტევებისგან დამამშვიდებელი ჩაი გიხსნით

650
ფოტო: lechusdoma

მეტეოპათია – ესაა ადამიანის მიდრეკილება, რეაქცია ჰქონდეს ჰაერის ტემპერატურისა და ტენიანობის, ატმოსფერული წნევის, მზის აქტივობის, ჰაერში დადებითი და უარყოფითი იონების კონცენტრაციების ურთიერთქმებების ცვლილებებზე.

ახლანდელი ზამთარი და გაზაფხული მდიდარია ასეთი ბუნებრივი ცვლილებებით, ამიტომ მეტეოპათი ადამიანები, რომლებსაც გულის დაავადებები, ჰიპერ- და ჰიპოტონია აწუხებთ, განიცდიან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას.

მეტეპათიურ ზემოქმედებას მოსახლეობის დაახლოებით 30% ექვემდებარება.

მეტეოპათიის სიმპტომები: კონცენტრაციის დარღვევები, განწყობის ცვლილებები, საერთო დისკომფორტი, უმიზეზო დაღლილობა, ძილის დარღვევები, შიში და სხვ.

ამინდის და ატმოსფერული ცვლილებების დღეებში საჭიროა ექიმის მიერ დანიშნული წამლების მიღება, თუმცა დოზის დამოუკიდებლად გაზრდა დაუშვებელია. რა თქმა უნდა, ადამიანებს, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევენ, არ ეწევიან, არ მოიხმარენ ალკოჰოლს, არ აქვთ ნარკოდამოკიდებულება, გაცილებით მარტივად გადააქვთ რთული დღეები, ხანდახან კი მათ საერთოდ ვერც ამჩნევენ.

ამინდის ცვლილებებისადმი მომატებული მგრძნობელობის, თავის ტკივილისა და კარდიონევროზის დროს, შეგიძლიათ უძველესი რეცეპტი გამოიყენოთ:

აიღეთ მელისას 5 ფოთოლი (ან აფთიაქის 1-2 ს.კ. მასა) 0.25 ლ მშრალ თეთრ ღვინოზე და ადუღეთ 5 წუთით. დალიეთ ყლუპებად დღის განმავლობაში.

დეპრესიის, ამინდისადმი მეტისმეტი მგრძნობელობის, ნერვოზულობისა და შფოთვის დროს, დაგეხმარებათ სხვადასხვა დამამშვიდებელი ბალახის ჩაი.

ცაცხვის ყვავილისა და მელისას ჩაი

აიღეთ თითო ჩ.კ. ცაცხვის ყვავილები და მელისა, დაასხით ნარევს 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ 5 წუთით, მიიღეთ ჭამის შემდეგ. პროფილაქტიკური და სამკურნალო მიზნით, სასურველია 21-დღიანი კურსის გავლა.

პიტნის ჩაი

აიღეთ 2 ჩ.კ. პიტნის დაქუცმაცებული ფოთლები და დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 10 წუთით და მიიღეთ 70-100 მლ დღეში 2-3-ჯერ. შეინახეთ თავდახურული, რათა მფრინავი ეთერზეთები შეინარჩუნოთ.

ბირკავას ჩაი

დაასხით 1-2 ჩ.კ. ბირკავას ხმელ ბალახს 0.25 ლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 10 წუთით და გადაწურეთ. დალიეთ დღის განმავლობაში რამდენიმე ულუფად. გამაჯანსაღებელი კურსი 14 დღეს მოიცავს. განსაკუთრებით ეფექტურია ამინდის ცვლილებების მიმართ.

კატაბალახას ჩაი

აიღეთ 1-2 ჩ.კ. კატაბალახას დაჭრილი ფესვი და დაასხით 250 მლ ცივი, გადადუღებული წყალი, დააყენეთ მთელი ღამით. დილით მოურიეთ, გადაწურეთ და შეათბეთ. დალიეთ 150-250 მლ დღეში.

ფითრისა და კუნელის ჩაი

1 ჩ.კ. დაქუცმაცებული ფითრისა და 1 ჩ.კ. კუნელის ფოთლების ნარევს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ 5 წუთით და დალიეთ საკვების მიღებებს შორის. კურსი – 14-დღიანი.

თუ სისუსტეს, ნევრასთენიურ მდგომარეობას გრძნობთ, მოამზადეთ შემდეგი დამამშვიდებელი ჩაი: აიღეთ 20-20 გ ფოლორცისა და შავბალახას ბალახი, 1 ს.კ. ნარევს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. დააყენეთ 30 წუთით, გადაწურეთ 1-2 ჩ.კ. თაფლი. დალიეთ ყლუპებად.

თუ ადამიანმა უკვე იცის თავისი მეტეოდამოუკიდებლობის შესახებ, წინასწარ მოემზადეთ ატმოსფერული და კლიმატური კაზუსებისთვის. კერზოდ, გირჩევთ, ხელთ ყოველთვის გქონდეთ შემდეგი ბალახების ნაკრები: ტეგანი, კრაზანა, ანგელოზა (50-50 გ) და ფუტკრის მტვერი (100 გ). მცენარეული კომპონენტები დააფქვიეთ და დაუმატეთ ყვავილის მტვერი. შეინახეთ თავსახურიან შუშის ქილაში და მიიღეთ დღეში სამჯერ, 1 ჩ.კ. ჭამის შემდეგ, დააყოლეთ მწვანე ჩაი.

გარდა ამისა, მიიღეთ აბაზანების თავშავას, პიტნისა და კატაბალახას მაგარი ნახარშით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს