რძემჟავა პროდუქტები სასარგებლოა, ოღონდ მცირე რაოდენობით

778
ფოტო: wikipedia

ზრდასრული ადამიანების 40% (ზოგიერთ რეგიონში 90-95%) რძის შაქარს, ლაქტოზას ვერ ითვისებს. რძის რამდენიმე ყლუპი საკმარისია, რომ გაზები წარმოიქმნას, რაც ზოგჯერ ინტოქსიკაციას და გონების დაბინდვას იწვევს.

ამ მოვლენის მექანიზმი ასე შეიძლება წარმოვიდგინოთ: თუ შაქარი არ დაიშლება (აუცილებელი ფერმენტების დეფიციტის გამო), მაშინ ის მიკროორგანიზმების „მტაცებელი“ ხდება, რომელთა ენერგიული მოქმედება გაზების წარმოქმნას და ტოქსინების გამოყოფას, ანუ მოწამვლას იწვევს.

ეს „ნაკლოვანება“ არ აქვს რძემჟავა პროდუქტებს, როგორიცაა მაწონი, იოგურტი, კეფირი და ა.შ. მათ ლაქტოზა არ აქვთ. ისინი ბაქტერიებმა და სოკოებმა მთლიანად შეჭამეს. ორგანიზმი რძემჟავა პროდუქტებს არა მხოლოდ რძეზე უკეთ, არამედ სამჯერ უფრო სწრაფად ითვისებს. მაწონი, კეფირი და სხვა რძემჟავა პროდუქტი ერთ საათში უკვე სრულად ითვისება.

რძის პროდუქტებში ბევრი ვიტამინი, მაკრო და მიკროელემენტია. მათ გადასამუშავებლად ორგანიზმს ბევრი ენერგია არ სჭირდება და საჭმლის მომნელებელი ორგანოები არ იტვირთება.

თუმცა მათ უარყოფითი მხარეც აქვს. დიდი რაოდენობით რძემჟავა პროდუქტები და განსაკუთრებით რძე ზრდასრულებისთვის საზიანოა, რადგან კალციუმის ცვლა ირღვევა და ცილების გაზრდილი დაშლის და სუსტი იმუნური სისტემის გამო წიდების რაოდენობა იზრდება.

რეკომენდებულია, ყველი და ხაჭო კვების რაციონში კვირაში 2-3-ჯერ ჩართოთ. ეს კონცენტრირებული ცილოვანი პროდუქტებია, რომლებიც სისხლს ამჟავებენ და მიუხედავად იმისა, რომ ხორცს უკეთ ითვისება, მათით გატაცება არ ღირს.

სასურველია, რომ ბოსტნეულთან ერთად მიიღოთ, მაგალითად სტაფილო, ჭარხალი, პომიდორი და მწვანილი კარგი ვარიანტია. ასევე კარგი იქნება, თუ ერთ ჭამაზე 100-150 გრ ხაჭოს ან 100 გრ ყველს მიირთმევთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს