ყველასთვის ცნობილია, რომ სტაფილო ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია. თუმცა ბევრისთვის მისი სასარგებლო თვისებები მხედველობაზე გავლენით შემოიფარგლება. სტაფილოს წვენი ნამდვილი საწყობია! ის ცხიმში ხსნარი A ვიტამინის წინამორბედის, კაროტინის ერთ-ერთი მთავარი წყაროა, რომელიც მხედველობისთვის ასე სასარგებლოა. გარდა ამისა, წვენი საჭმლის მომნელებელი სისტემის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ძვლებისა და კბილებისთვის სასარგებლოა.
რით არის სასარგებლო სტაფილოს წვენი? ის კარგია წყლულების, სიმსივნის და თვალის სხვადასხვა დაავადების დროს. ერთ-ერთ უპირატესობას წარმოადგენს ის, რომ მისი ათვისება კარგად ხდება. მასში დიდი რაოდენობით ბუნებრივი ანტიოქსიდანტები შედის. სწორედ ამიტომ, 1 ჭიქა ახალ დაწურული სტაფილოს წვენი დილით მხნეობის და კარგი განწყობის მიღებაში დაგეხმარებათ.
სტაფილოში შემავალი ნივთიერება სეფსისს თავიდან აგაცილებთ. სტაფილო ორსულობის და ძუძუთი კვების დროს ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტია. ძუძუთი კვების დროს ორგანიზმი სხვადასხვა დაავადებების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. სწორედ ამიტომ, მას დამატებითი კვება და მოვლა სჭირდება. სტაფილოს წვენი არა მხოლოდ A ვიტამინს, არამედ K, B, C და D ვიტამინებს შეიცავს.
უმი სტაფილო რძის ხარისხს აუმჯობესებს და დედის ორგანიზმს იცავს. ბავშვების და მოზარდების გაზრდილი აქტივობის შესახებ ყველასთვის ცნობილია. სწორედ ამიტომ, მათ ორგანიზმს ვიტამინების, მინერალების მუდმივი მიღება სჭირდებათ, რომლითაც სტაფილოს წვენი მდიდარა.
მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ დღეში 1 ჭიქა სტაფილოს წვენის მიღება ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე კალციუმის მიღება. სტაფილოს წვენი კატარაქტის განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ის ფაქტი, რომ სტაფილოს წვენში შემავალი ნივთიერება ორგანიზმიდან წიდების გამოდევნას ხელს უწყობს, ამ პროდუქტის სასარგებლო უპირატესობას კიდევ ერთხელ ამტკიცებს. მზარდი ორგანიზმისთვის დიდი პლიუსია ის, რომ სტაფილოს წვენში შემავალი ელემენტები ენდოკრინული ჯირკვლების, მათ შორის სასქესო ორგანოების განვითარების დინამიკაზე დადებით გავლენას ახდენენ. სამედიცინო პრაქტიკაში დაფიქსირებულია შემთხვევა, როცა სტაფილოს წვენის დახმარებით (ყოველდღე გარკვეული რაოდენობის მიღებით) „პაციენტებმა“ განიკურნეს უნაყოფობა, რომელიც არასაკმარის სასქესო ჯირკვლებთან იყო დაკავშირებული.
გასაოცარია, რომ სტაფილოს წვენის ყველა ელემენტი ოპტიმალურ თანაფარდობას შეიცავს, რაც მათ ერთმანეთის შევსების საშუალებას აძლევს. ამასთან უნდა გახსოვდეთ, რომ მათი ბოროტად გამოყენება არ ღირს. A ვიტამინი, რომელსაც სტაფილო შეიცავს, ცხიმში ხსნადია, ანუ დიდი რაოდენობით მიღებისას ორგანიზმიდან არ გამოდის, არამედ გროვდება, რაც არც თუ ისე ხელსაყრელ შედეგებს იწვევს.