ასაფეტიდა კერძებში ხახვს ანაცვლებს და ურო სასარგებლოცაა

0
508
ფოტო: David J. Stang on wikimedia

ერთ-ერთ რეცეპტში ამოვიკითხე სანელებელი ასაფეტიდა. რა არის ეს და ვის შეუძლია მისი მოხმარება? პატივისცემით, ვ.პ.

წერილს პასუხობს ექიმი-ფიტოთერაპევტი, სახალხო მკურნალი, ელენა სვიტკო.

ასაფეტიდა – მცენარის Ferula asafoetida ფესვების არომატული ფისია, რომელიც ყველაზე მეტად ცენტრალურ აზიაშია გავრცელებული. ფისი – ესაა ფესვების წვენი, რომელიც, გამოშრობის შემდეგ, ყავისფერ, ბლანტ მასად იქცევა.

გამოშრობილი ასაფეტიდა, ძირითადად, ფისისა და რთული ნახშირწულების, ეთერზეთების, გოგირდოვანი ნაერთებისგან შედგება.

პროდუქტს მკვეთრი სუნი აქვს, რომელიც გაფუჭებული ნივრის სუნს მოგაგონებთ, თუმცა მისი სამკურნალო თვისებები უფრო ძლიერი და ბევრია, ვიდრე ამ ბოსტნეულისა.

ევროპაში ასაფეტიდა პოპულარული იყო, როგორც სანელებელი და წამალი, ჯერ კიდევ რომის იმპერიის დროს, ასევე, მას ფართოდ გამოიყენებდნენ შუა საუკუნეებში, მაგალითად, როგორც შემწვარი ხორცის სანელებელს.

იგი დღემდე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია ირანულ, ინდურ სამზარეულოებში, როგორც წესი, მას არ ურევენ ხახვს ან ნიორს, არამედ მათ ნაცვლად იყენებენ ბოსტნეულის კერძებში.

ასაფეტიდათი შეზავებული საკვების მოხმარებით შესაძლოა პოლიართრიტის, ოსტეოქონდროზის, რადიკულიტის მკურნალობა. ნივთიერება აღადგენს თირკმელზედა და სასქესო ჯირკვლების ჰორმონალურ ფუნქციებს, ამშვიდებს ნერვულ სისტემას. შაკიკის სამკურნალოდ, იგი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა.

ასაფეტიდას წმინდა ფისის გამოყენება ოდნავ განსხვავდება ფხვნილის გამოყენებისგან. ფისს უფრო მკვეთრი სუნი აქვს, ამიტომ იგი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ. გარდა ამისა, იგი უნდა შეწვათ კარგად გაცხელებულ მცენარეულ ზეთში. ამისთვის ორი მიზეზი გაქვთ: პირველი, ფისი მთლიანად იხსნება ცხელ ზეთსი, მეორეც, მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს უფრო გაჯერებული არომატის მიღებას.

ითვლება, რომ ფისის ბარდის მარცვლისოდენა ნაჭერი საკმარისია იმისათვის, რომ კერძით სავსე დიდ ქოთანს მივცეთ მისი არომატი.

მეორე მხრივ, დაფქულ ასაფეტიდას ნაკლებად მკვეთრი სუნი აქვს და შეგიძლიათ კერძს წინასწარი შეწვის გარეშე დაუმატოთ, თუმცა კერძის არომატი ნაკლებად ინტენსიური იქნება.

ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ფხვნილი თავის სურნელს კარგავს რამდენიმეწლიანი შენახვის შემდეგ, ხოლო თავად ფისი ძალიან დიდხანს ინახება ისე, რომ არ კარგავს თვისებებს.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი