გაზეთის ერთ-ერთ ნომერში საუბარი იყო იმაზე, რომ ბერძნული კაკლის უღელის ნახარში სასარგებლოა ფარისებრი ჯირკვლისთვის, მათში იოდის მაღალი შემცველობის წყალობით. ორთქლდება თუ არა იოდი ადუღების დროს, როცა ნახარში მზადდება? პატივისცემით, კ.ი.
წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, ლუბოვ დუდჩენკო:
კაკლის უღელი შეიცავს ორგანულ იოდს, რომელიც ნაერთებში მფრინავი სახის არაა, ამიტომ ნაყენში, ნარაშსა და ტინქტურაში იგი სრულყოფილად შენარჩუნდება. გირჩევთ, გამოიყენოთ კაკლის უღელის პრეპარატები, რომლებიც ეფექტურია როგორც ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების, ისე პოდაგრის, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტენზიის, ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესების დარღვევის დროს.
ნახარში: 2 ს.კ. ხმელ და დაქუცმაცებულ უღელს დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი, აადუღეთ და ხარშეთ 5 წუთით ნელ ცეცხლზე. დააყენეთ 20 წუთით და გადაწურეთ. მიიღეთ 1/4 ჭიქ დღეში სამჯერ, ჭამამდე.
ნაყენი: 5 გ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 200 მლ არაყი, დააყენეთ 14 დღით. დალიეთ 1 ს.კ. დღეში ერთხელ.