ყველასათვის ცნობილია ხილისა და ბოსტნეულის სასარგებლო თვისებები. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ისინი დღეში ხუთჯერ უნდა მივირთვათ. ანტიოქსიდანტები, რომლებსაც ეს პროდუქტი შეიცავს, გვეხმარება ახალგაზრდობის შენარჩუნებაში.
თუმცა, ეს ნივთიერებები, მხოლოდ რამდენიმე საათითაა აქტიური, შემდეგ იღუპებიან, ამიტომ მათი მარაგი რეგულარულად უნდა შევავსოთ – ეს შეანელებს დაბერების პროცესს და დადებითად აისახება გარეგონბაზე.
ხილი ძირითად საკვებამდე უნდა მიირთვათ. ასე კუჭი მათ სწრაფად აითვისებს. თუ მსუყე სადილის შემდეგ მიირთმევთ, ანტიოქსიდანტები სხვა პროდუქტებთან დაიწყებს ურთიერთქმედებას და გამოიწვევს მუცლის შებერილობას, სიმძიმესა და კოლიკებს.
წვნიანი ხილი, მათ შორის, ციტრუსი, შეგიძლიათ ჭამამდე 30 წუთით ადრე მიირთვათ, ხოლო ხორციანი (ბანანი, ფინიკი, ლეღვი) – 1 საათით ადრე. სასურველია, მიირთვათ ნედლი და არა დაკონსერვებული ხილი, თანაც კანიანად (როცა შეიძლება) – სწორედ ის შეიცავს სასარგებლო ნივთიერებების ყველაზე დიდ ნაწილს.
ერთ მიღებაზე, ადამიანმა იმდენი ხილი და ბოსტნეული უნდა მიირთვას, რამდენიც მის მუჭაში ჩაეტევა.ზრდასრული ადამიანისთვის 5 ულუფა – ესაა დაახლოებით 400 გ ბოსტნეული და ხილი.
მნიშვნელოვანია, რომ მაგიდაზე მრავალფეროვნება იყოს. მხოლოდ ასე შეუძლია ორგანიზმს სასარგებლო ნივთიერებებისა და ვიტამინების ოპტიმალური რაოდენობის მიღება.
არ შეიძლება მთელი დღე მხოლოდ ვაშლის ან მხოლოდ კომბოსტოს მირთმევა. ამიტომ, მოამზადეთ ბოსტნეულის წვნიანები, სალათები, ხილის დესერტები, მიირთვით ხილი უმად და ასე გაიხანგრძლივეთ ახალგაზრდობა.