დიდი რაოდენობით ცხიმიანი, ტკბილი საკვების, ფქვილიანი ნაწარმის მიღება ათეროსკლეროზის პროვოცირებას იწვევს. აი, ხილი და ბოსტნეული არა მხოლოდ მის პროფილაქტიკას ხელს უწყობს, არამედ ამ უსიამოვნების მკურნალობაშიც დაგეხმარებათ.
ათეროსკლეროზის საწინააღმდეგოდ კარგი საპროფილაქტიკო და სამკურნალო საშუალებაა გოგრა და მისგან მომზადებული კერძები.
შეგიძლიათ ასეთი „გემრიელი“ რეცეპტი გამოიყენოთ:
500 გრ გოგრა ნაჭრებად დაჭერით და 200 მლ წყალში 30 წუთით ხარშეთ. ცოტა გაგრილება აცადეთ და სახეხში გახეხეთ ან დააბლენდერეთ. თქვენი გემოვნებით შეგიძლიათ დაუმატოთ მარილი, შაქარი, თაფლი, მცენარეული ზეთი (განსაკუთრებით სასარგებლო იქნება სელის ზეთი).
ვაშლის პიურესთან ერთად სასიამოვნო სიმჟავეს შეიძენს. კერძის მიღება ბალახების ჩაისთან ან სალათებთან ერთად კარგია. შეგიძლიათ გახეხილი ნიახური, სტაფილო, მიწავაშლა და 50 მლ ლიმონის წვენი დაუმატოთ.