რა მცენარეა ირგა? აქვს მას სასარგებლო თვისებები? თქვენი მკითხველი, ი.მ.
კითხვებს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი ლუბოვ დუდჩენკო:
ირგას(ყვავტყემალა), იმავე ივნისის კენკრის, ორ სახეობას განასხვავებენ: კანადური და მრგვალფოთლოვანი. კანადური ირგა – ესაა 3-10 მ სიმაღლის ბუჩქი ან ხე, ვარდისებრთა ოჯახიდან. მრგვალფოთლოვანი ირგა კი იშვიათად დატოტვილი ბუჩქოვანი მცენარეა, 50 სმ-დან 2 მ-მდე სიმაღლისა, ვარდისებრთა ოჯახიდან.
ორივე სახეობას მსგავსი ყვავილები აქვს: სწორი, 5-ფურცლიანი, თეთრი, ფუნჯად შეგროვილი. მცენარეებს მცირე ზომის, სფეროსებრი, მუქი იისფერი კენკრა აქვთ. ბუნებრივ პირობებში, კანადური ირგა იზრდება ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო მრგვალფოთლოვანი გვხვდება ევროპის ქვიან ნიადაგზე. ევროპაში ირგას კულტურა მოჰყავთ ბაღებში, პარკებში, ძირითადად, დეკორატილი მცენარის სახით.
თავისი ფარმაკოლოგიური თვისებების მიხედვით, მრგვალფოთლოვანი არ ჩამოუვარდება კანადურს. იგი შეიცავს 10%-ზე მეტ შაქარს, ორგანულ მჟავებს (უპირატესად, ვაშლის), ასკორუტინს, B ჯგუფის და C ვიტამინდებს, კუმარინს, ტანინებს. ირგას კენკრა გამოიყენება უმად, მზადდება ჟელე, პასტილა, მურაბა, ჩირი.
ნაყოფში ბეტა-სიტოსტერინის (ქოლესტერინის ანტაგონისტი) არსებობის წყალობით, მას მიირთმევენ ათეროსკლეროზის, გულ-სისხლძარღვთა და კუჭის დაავადებების პროფილაქტიკისთვის, ავიტამინოზის სამკურნალოდ.
ნედლი კენკრის წვენი გამოიყენბა ყელისა და პირის ღრუს სავლებად. სხვათა შორის, ახალმოკრეფილი კენკრის დაწურვა თითქმის შეუძლებელია, თუმცა ხუთსანტიმეტრიან ფენად ათდღიანი შენახვის შემდეგ, მისი მიღება მნიშვნელოვნად გამარტივდება.
ქერქისა და ფოთლების ნახარში გამოიყენება, როგორც მკუმშავი და დამარბილებელი საშუალება ნაწლავების დაავადებების დროს, ასევე, ჩირქოვანი წყლულების სამკურნალოდ. ყვავილების წყლიანი და სპირტიანი ნაყენები გამოიყენება როგორც ჰიპოტენზიური და კარდიოტონიკური საშუალებები, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის.