„გთხოვთ, მომწეროთ ლეღვის და ფსტას სასარგებლო თვისებების შესახებ. მარილიანი ფსტას ჭამა საზიანო არაა? პატივისცემით, სტეპან ო.გ.“
წერილს ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ლიუბოვ დუდჩენკო პასუხობს:
ლეღვის (ლათ. Ficus carica) მრავალი სახეობა არსებობს. ადამიანები ამ სუბტროპიკულ კულტურას საკვებად და სამკურნალოდ უძველესი დროიდან იყენებენ. მცენარის ყველა ნაწილი რძის წვენს შეიცავს, რომელსაც ხალხში სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებად იყენებენ.
ხალხურ მედიცინაში თავად ხის წვენი გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების დროს გარეგან წარმონაქმნებზე, რადგან მას ანტისიმსივნური თვისებები გააჩნია. ამას კი ოფიციალური სამედიცინო საშუალებების გამოყენებასთან ერთად აკეთებენ.
მსხლის ფორმის ნაყოფი რბილი რბილობით საკვებად როგორც ახალი, ასევე ხმელი სახით გამოიყენება. მისგან ამზადებენ ჯემს, მურაბას, კანფეტს. ყავას, ძმარს და ა.შ. ის ბევრ შაქარს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის), C, B1, B2 ვიტამინებს, კაროტინს, მაგნიუმის მარილებს, კალიუმს და რკინას შეიცავს.
ლეღვის გამოყენება სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს, ასევე თრომბოზის დროს როგორც სისხლის შემაჩერებელი საშუალება, საჭმლის მომნელებელი სისტემის გასაუმჯობესებლად როგორც მსუბუქი საფაღარათაო საშუალება.
ლეღვის ნაყოფის ნახარში რძეზე გამოიყენება ხველების, ყივანახველას, ხმის მყესების შეშუპების, გასტრიტის და ყაბზობის დროს. 1-2 ნაყოფი 1 ჭიქა რძეში 10 წუთით ხარშეთ და დღის განმავლობაში რამდენიმე მიღებაზე დალიეთ, ნაყოფი შეჭამეთ. ანგინის დროს რძეზე დაფუძნებული ნახარში ყელში გამოივლეთ.
მსგავსი მოქმედება აქვს წყალზე მომზადებულ ლეღვის ნაყოფის ნახარშსაც: 50 გრ ნაყოფს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით და 30 წუთით ხარშეთ. 0,5 ჭიქა ნახარში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე დალიეთ. ლეღვის მურაბაც სასარგებლოა.
ლეღვის მიღება უკუჩვენებულია შაქრიანი დიაბეტის და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მწვავე ანთების დროს.
ფსტა (ლათ, Pistacia) ბუჩქია, რომელიც ყვითელი ყვავილებით ყვავილობს და კურკიანი ნაყოფი აქვს. ფსტას ხილი 80% ცხიმს, 25% ცილას, E ვიტამინს და კაროტინს შეიცავს. ასევე ლინოლენური და ლინოლეური უჯერ ცხიმოვან მჟავებს, ბევრ უცვლელ ამინომჟავას, კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს და რკინას შეიცავს.
ცივი დაპრესვით ცხიმოვან ფსტას ზეთს იღებენ. მას მომწვანო ფერი აქვს და მალამოს საფუძვლად გამოიყენება. კოსმეტოლოგიაში დაფასებულია. ზეთს ანტიოქსიდანტური, მატონიზირებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებები გააჩნია. მას იყენებენ როგორც კოსმეტიკური საშუალება ლაქების და ჭორფლების მოსაშორებლად, ნაოჭების გასასწორებლად, როგორც მატონიზერებელ საშუალებას ჩამოწელილი და ასაკოვანი კანისთვის, ასევე ცელულიტის დროს სხეულის მასაჟისთვის.
უძველესი დროიდან ხალხი როგორც ფსტას ბირთვს, ასევე მის ზეთს იყენებს. ფსტას ბირთვს უნიშნავენ ღონემიხდილ ადამიანებს. ბირთვი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება კუჭის დაავადებების დროს, გამხსნელ საშუალებად ღვიძლის ბლოკირების დროს. ასევე ეფექტურია ანემიის, გულის დაავადებების (განსაკუთრებით ტაჰიკარდიის), ჰიპერტენზიის, იმპოტენციის, ტუბერკულოზის, გონებრივი და ფიზიკური დატვირთვის დროს. თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის დროს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად გამოიყენება.
ფსტას ზეთი: ხმელი და დაქუცმაცებულ თესლის ფხვნილი ცოტა გამდნარ კარაქს (2:1) აურით, ამ ნარევს მთელი მასის მეოთხედი კაკაოს ფხვნილი დაუმატეთ. გემოსთვის შეგიძლიათ თაფლი ან შაქრის ფხვნილი დაუმატოთ. ყველაფერი კარგად აურიეთ.
ფაღარათის, კუჭის დაავადებების და წყლულოვანი დაავადებების დროს საკვების მიღებებს შორის 15-20 გრ (სუფრის კოვზი) დღეში 3-ჯერ მიიღეთ.
რაც შეეხება მარილიან ფსტას, ასეთი კომბინაციით მისი მიღება გულის და თირკმლის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის სასურველი არაა.