ზეითუნის ზეთი აძლიერებს ნაღვლის სეკრეციას და არბილებს კენჭებს.

939
ფოტო: mohamed Hassan საიტიდან Pixabay/ Sheldahl საიტიდან wikimedia /aalmeidah საიტიდან Pixabay / დარედაქტირებული paparazzi.ge-ს მიერ.

გთხოვთ, ისაუბრეთ ზეითუნის ზეთის სასარგებლო თვისებებზე. პატივისცემით, ვ.ჯ.

წერილს პასუხობს ნატუროპათი, სახალხო მკურნალი ელენა სვიტკო:

ზეითუნის ზეთი არამხოლოდ ეფექტური ხალხური საშუალება, არამედ ადამიანისთვის ყველაზე სასარგებლო ცხიმების წყაროცაა. იგი შეიცავს ცხიმოვან პოლიუჯერ მჟავებს, რომლებიც ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, და E ვიამინს.

ჩემს პაციენტებს ძალიან ხშირად ვურჩევ დილაობით ზეითუნის ზეთის დალევას, ლიმონის წვენთან ერთად. ნახევარი ლიმონის წვენს დაუმატეთ 1 ს.კ. ზეთი, მოურიეთ და მიირთვით. დააყოლეთ ბალახის ჩაი, რომლის შემადგენლობაც ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს.

უზმოზე მირთმეული ზეთი აძლიერებს ნაღვლის სეკრეციას, აუმჯობესებს კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას, არბილებს კენჭებს ნაღვლის ბუშტში. კენჭების დასარბილებლად დღეში სამჯერ თითო ზეითუნის კურკას ყლაპავენ, საკვების მიღების დამოუკიდებლად, და აყოლებენ წყალს. ამისთვის გამოდგება დაკონსერვებული ზეთის ხილიც.

  • ზეითუნის ზეთი კარგი საფაღარათე საშუალებაა მათთვის, ვისაც ყაბზობა აწუხებს, იგი პოხავს ნაწლავის ლორწოვან გარსს და რბილად წმენდს ნაღვლის ბუშტს.
  • საკვების მომნელებელი ტრაქტის მრავალი დაავადების სამკურნალოდ, არაფერი სჯობს 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთის დალევას და თბილი კომპრესის დადებას ღვიძლზე.
  • შინაგანი მოხმარებისთვის საუკეთესოა მუქი-მწვანე ან მწვანე ზეთი, რომელიც კურკიანი ზეთის ხილის პირველადი ცივი დაწურვით მიიღება.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს