სადღაც წავიკითხე გოგრის თაფლიანი წვენის სარგებლობის შესახებ. ჯანმრთელობის რომელ პრობლემებს ებრძვის ეს სასმელი? პატივისცემით, ნ.გ.
წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლუბოვ დუდჩენკო:
გოგრის წვენი თაფლით – ძალიან კარგი დამამშვიდებელი საშუალებაა, რომელიც გვეხმარება უძილობის დროს, ფეხმძიმეებში კი ამსუბუქებს ტოქსიკოზის ნიშნებს.
0.5 ჭიქა წვენზე იღებენ 5-7 გ თაფლს (1 ს.კ.) და მიირთმევენ ღამით. ამ მიზნით, ძილის წინ შეგიძლიათ 100 მლ გოგრის თაფლიანი ნახარშის მირთმევა.
ნახარში: 150-200 გ წვრილად დაჭრილ რბილობს დაასხით 0.5 ლ წყალი და ადუღეთ 10 წუთით, დააყენეთ 30 წუთით და გადაწურეთ.
წვენი სასარგებლოა მამაკაცებისთვისაც, პროსტატის ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს. ამ შემთხვევაში, პაციენტმა 1 ჭიქა გოგრის წვენი დღეში 3-4-ჯერ უნდა მიიღოს. გარდა ამისა, შედეგს გააუმჯობესებს დღეში 2-3- ს.კ. გოგრის გაფცქვნილი თესლის მოხმარებაც.
1:1 გოგრის წვენისა და თაფლის ნარევი დაგეხმარებათ შარდკენჭოვანი დაავადებების დროსაც. დალიეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ.
ყაბზობით თანხლებული კოლიტების დროს, ღამით უნდა დალიოთ 0.5 ჭიქა გოგრის წვენი, თუნდაც თაფლთან ერთად.
ღვიძლისა და თირკმლების დაავადებების დროს მიირთმევენ 1 ჭიქა გოგრის წვენს დილით, უზმოზე, ან დღის განმავლობაში რამდენჯერმე, ჭამამდე 30 წუთით ადრე.