რითაა სასარგებლო ბრუსელის კომბოსტო და რა სახითაა უკეთესი მისი მოხმარება? პატივისცემით, პ.ს.
წერილს პასუხობს ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ლუბოვ დუდჩენკო:
ბრუსელის კომბოსტო კომბოსტოსებრთა ოჯახის ორწლიანი მცენარეა, რომლის მწვანე ფოთლოვან თავებს საკვებად მოიხმარენ. ეს ბოსტნეული ერთ-ერთ ყველაზე უპრეტენზიოდ ითვლება, რომელიც ღარიბ ნიადაგზეც კი იზრდება და მუდმივ მოვლას არ საჭიროებს.
გარდა ამისა, კომბოსტოს ეს სახეობა ძალიან სასარგებლოა. მაგალითად, იგი შეიცავს ორჯერ მეტ C ვიტამინს, ვიდრე თეთრთავა კომბოსტო, ასევე, B ჯგუფის ვიტამინებს, პროვიტამინ A-ს, რკინას, ფოსფორს, კალიუმს, კალციუმს.
კომბოსტო იდეალურია მათთვის, ვისაც ჭარბი წონის ეშინია და კვების პროდუქტების კალორიებს ითვლის. 100 გ ბრუსელის კომბოსტო 25-34 კკალ-ს შეიცავს. მომავალი დედებისთვის ეს ბოსტნეული სასარგებლოა, როგორც ფოლიუმის მჟავის წყარო, რომელიც აუცილებელია ნაყოფის ნერვული სისტემის სწორი განვითარებისთვის და ბავშვებში თანდაყოლილი დეფექტების რისკის შესამცირებლად.
კომბოსტო სასარგებლოა მოხარშული, შემწვარი, გარნირისა და წვნიანის სახით. კერძების მომზადების დროს მნიშვნელოვანია, არ გადაიხარშოს: ხანგრძლივი თერმული დამუშავება ანადგურებს ბოსტნეულის ყველა სასარგებლო თვისებას. ბრუსელის კომბოსტოს თავები შეგიძლიათ გაყინოთ – ამის შემდეგ, მას დამახასიათებელი გემო გაუჩნდება.