– კბილის ტკივილის, ყელის ტკივილის, ანგინისა და სურდოს დროს, დღეში რამდენჯერმე გამოივლეთ პირის ღრუ მაგარი მარილხსნარით (1 ს.კ. მარილი 1 ჭიქა თბილ, გადადუღებულ წყალზე.
– გაციების დროს, ასევე, საერთო ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ერთი კვირის განმავლობაში, ყოველ მეორე დღეს გაიკეთეთ თბილი აბაზანები 0.5 კგ მარილის დამატებით.
– რადიკულიტის შეტევის დროს, გაათბეთ მარილი ტაფაზე, ჩაყარეთ ქსოვილის ტომსიკში და დაიდეთ მტკივან ადგილას. აღნიშნული დაავადების დროს, ასევე, აიღეთ თანაბარი წილი მარილი და მდინარის ქვიშა, გაათბეთ და დაიდეთ მტკივან ადგილებზე.
– ფეხების ტკივილის დროს, 1 ჭიქა ზეითუნის ზეთში გახსენით 1/2 ს.კ. მარილი, შეიზილეთ მტკივან ადგილებზე და კარგად შეიხვიეთ.
– მარილისა და თაფლის ნაზავით იზელენ გაბუჟებულ ნაწილებს.
– მხრებში მწვავე ტკივილის დროს, 2 ს.კ. მარილი გახსენით 1 ჭიქა თბილ წყალში. მტკივანი ადგილები დაიზილეთ სარეცხი საპნით და გაიკეთეთ გამახურებელი კომპრესი.
– მწერების ნაკბენის მოსაშუშებლად, ჩაალბეთ მარილი წყალში და დაიზილეთ ნაკბენი.
– თუ სხეულზე ძაღლის ან კატისგან სირსვალი გაქვთ, დღეში 3-4-ჯერ დაიზილეთ მტკივანი ადგილი თბილი გადადუღებული წყლით და გაიხეხეთ მარილით.
– თუ ზრდასრულს ნაწლავი გაუღიზიანდა, მარტივი და ეფექტური საშუალება გამოიყენოს: 1 ს.კ. მარილი გახსენით 150 მლ არაყში და დალიეთ.
– თუ თითში პწკალი შეგერწოთ, 1 ჭიქა მდუღარე წყალში გახსენით 1 ს.კ. მარილი. მტკივანი თითი მოათავსეთ ცხელი წყლის ორთქლზე. ჩირქოვანი ჭრილობების დროს, ჭიქა თბილ გადადუღებულ წყალში გახსენით 1 ს.კ. მარილი, ჩაალბეთ ხსნარში სელის ტილო ან რამდენიმე ფენად დაკეცილი ბინტის ნაჭერი და დაიდეთ მტკივან ადგილას.
– ყურების ტკივილის დროს, გაათბეთ მარილი ტაფაზე, ჩაყარეთ ქსოვილის ტომსიკში და ცხელივე მიიდეთ ყურზე.
– პოლიართრიტისა და რადიკულიტის დროს, დაგეხმარებათ თბილი აბაზანა ფიჭვის წიწვებისა და 1 ჭიქა მარილის ნახარშით.
– თუ ფუტკარმა გიკბინათ, თანაბარი რაოდენობით აიღეთ მარილი და თაფლი, კარგად მოურიეთ და დაიდეთ ნაკბენზე.
– ღრძილებიდან სისხლდენის დროს, 100 მლ ძმარში გახსენით 1 ჩ.კ. მარილი და გამოივლეთ პირის ღრუ.
– თუ დილაობით გული გერევათ, მიირთვით 1 მწიკვი მარილი და დააყოლეთ 1 ჭიქა ცივი წყალი.
– სხეულზე ნაწიბურების შემთხვევაში, თანაბარი რაოდენობით აიღეთ მარილი, თაფლი და ქიშმიში. ყველაფერი კარგად შეურიეთ. მკურნალობის მიზნით, დაიდეთ მტკივან ადგილას.
– დამწვარი მარილი წმენდს კბილებს ქვისგან, ამისთვის მოათავსეთ მარილი ტაფაზე და დადგით ცეცხლზე 30 წუთის განმავლობაში.
– პოდაგრის დროს, 1 ჭიქა ზეითუნის ზეთში გახსენით 1 ს.კ. მარილი, ფქვილი და თაფლი. შეიზილეთ მალამო სხეულის მტკივან ნაწილებში.
– მეჭეჭის მოსაშორებლად აიღეთ 3 წილი დაჭრილი ხახვი და 1 წილი წვრილი მარილი. კარგად მოურიეთ და დაიდეთ მტკივან ადგილზე.