ზაფხულის სეზონის ტკბობაში ხელი შეიძლება ერთმა ნაკლებსასიამოვნო მოვლენამ – მწერების არსებობამ შეგვიშალოს. ინსტინქტურ დონეზე, ადამიანებში ჩადებულია მათ მიმართ შიში და ზიზღი, რაც სრულიად საფუძვლიანიცაა: ევოლუციის მსვლელობისას, ჩვენ მკაფიოდ დავინახეთ, რომ მწერები გვკბენენ, ავრცელებენ ინფექციებს და აფუჭებენ პროდუქტებს.
ადამიანი თავად იზიდავს მათ თავისი ცხოველქმედებით. მაგალითად, ავიღოთ ჭიანჭველები. დიდი ხნის გასარეცხი ჭურჭელი, ნამცეცები იატაკსა და მაგიდაზე, ნაგავი, რომელიც სათლში რამდენიმე დღეა გროვდება, – ეს ყველაფერი მათთვის შესანიშნავი საარსებო პირობებია.
როგორ მოვიშოროთ ჭიანჭველები სამუდამოდ
ჭიანჭველების შემოჭრა, ხშირად, ზაფხულის პრობლემაა. შინაური ჭიანჭველები უსაფრთხო, თუმცა საზიზღრები არიან. ყველაზე უსიამოვნო ისაა, რომ პატარა დაუპატიჟებელი სტუმრები საცხოვრებელში შედიან, ცოცავენ ავეჯსა და სამზარეულოს ჭურჭელზე, ჩადიან საშაქრეში და, საერთო ჯამში, გვაწუხებენ მათი სტუმრობით.
მოხერხებულმა პენსიონერმა ოლგამ იცის, როგორ უნდა მოიშოროთ ჭიანჭველები სახლიდან მავნე ქიმიის გარეშე, ბავშვებისა და ოთხფეხა მეგობრებისთვის უსაფრთხო საშუალებით.
ქალბატონი ოლგას გამარჯვება მიხაკის ზეთის დამსახურებაა: “სახლში მიხაკის ეთერზეთი მაქვს. მას მუდმივად თან ვატარებ, რადგანაც კოღოებს ებრძვის. ახლა კი დავრწმუნდი, რომ მისი ჭიანჭველებსაც ეშინიათ.” – გამოცდილებას გვიზიარებს იგი. ოლგამ უბრალოდ წაუსვა რამდენიმე წვეთი სურნელოვანი ზეთი სახლის ყველა კუთხეს და ჭიანჭველებმა იქაურობა სასწრაფოდ დატოვეს.
სახლის უფრო დიდი ტერიტორია რომ მოიცვათ, მოამზადეთ სპეციალური მიხაკის ნარევი. დაგჭირდებათ 1 ჭიქა წყალი და 5-6 წვეთი მიხაკის ეთერზეთი. კარგად მოურიეთ ხსნარს, ჩაალბეთ მასში იატაკის ჩვარი და მოწმინდეთ ყველა ოთახი.
ასეთი საშუალება დააშინებს მწერებს და ისინი სახლს 1 დღეზე ნაკლებ დროში დატოვებენ. საქმე ისაა, რომ ჭიანჭველები ვერ იტანენ ფენოლს – შხამიან ნივთიერებას, რომელსაც მიხაკის ზეთი შეიცავს. მწერების სიკვდილს ასეთი შხამის საკმაოდ მცირე რაოდენობაც იწვევს. ნუ იღელვებთ – ცხოველებისა და ადამიანებისთვის იგი აბსოლუტურად უსაფრთხოა.
ასევე, შეგიძლიათ იგივე საშუალება სპრეის სახით მოამზადოთ და თან წაიღოთ ლაშქრობებში თუ პიკნიკზე. დამოწმებულია, რომ იგი შესანიშნავად უმკლავდება ტკიპებსაც! მის მოსამზადებლად ჩაასხით 1 ჭიქა წყალში 1 ჩ.კ. მიხაკისა და გერანის ეთერზეთები, 1 ს.კ. სპირტი, ჩაასხით შხეფის ბოთლში და გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.
დაამუშავეთ ამ მასით ჭიანჭველების ბილიკები 3 დღეში ერთხელ და ისინი სამუდამოდ დატოვებენ თქვენს სახლს! ზემოხსენებული ხსნარი კი შეიშხეფეთ ტანსაცმელსა და კანზე, ბუნებაში ტკიპების დასაფრთხობად. სხვათა შორის, იგი ცხოველებსაც დაიცავს სისხლისმწოველი მწერებისგან.
თქვენ როგორ ებრძვით ჭიანჭველებს?