ყაბაყის თესლი ადამიანისთვის სასარგებლო ცილებს და ცხიმოვან მჟავებს შეიცავს

806
ფოტო: F_A on flickr

„ვიცი, რომ გოგრის თესლი ადამიანისთვის სასარგებლოა. ასევე ცნობილია, რომ მას ჭიების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ეს ყაბაყის თესლზეც ვრცელდება? პატივისცემით, თქვენი მკითხველი.

წერილს ექიმი, ფიტოთერაპევტი და დიეტოლოგი ბორის სკაჩკო პასუხობს.

საერთოდ, თესლის ყველა სახეობა ცილების და ცხიმების კომპლექსს შეიცავს, რომლებიც საწყის სტადიაზე მცენარის ზრდას და განვითარებას უზრუნველყოფენ.

ყაბაყის თესლი, როგორც გოგრის თესლი, ადამიანისთვის სასარგებლო ცილებს და ცხიმოვან მჟავებს შეიცავს. თუმცა ჭიების საწინააღმდეგო საშუალებად ყაბაყის თესლი არ გამოგადგებათ, რადგან ამისთვის აუცილებელი ნივთიერება მას არ გააჩნია.

ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა არა შემწვარი, არამედ ხმელი თესლის ჭამა. ერთადერთი, ყაბაყის წვრილი თესლის გაფქცვნა ძალიან მოუხერხებელია. სწორედ ამიტომ, გამაჯანსაღებელი მიზნით სჯობს დააბლენდეროთ ან ყავის საფქვავში დაფქვათ, ასე ერთგვარ შროტს მიიღებთ. შემდეგ შეგიძლიათ არაჟანს, სანელებლებს დაუმატოთ და გამოიყენოთ. 1 ჩ/კ ან 1 ს/კ დაქუცმაცებული ყაბაყის თესლი შეგიძლიათ ყოველდღე მიირთვათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს