ქაშაყი ვიტამინებით არის გაჯერებული, ის ძვლოვანი მასის, კბილების დაშლას აფერხებს და მოტეხილობის შეხორცებას აჩქარებს.

425
ქაშაყის სასარგებლო თვისებები
ფოტო: OpenClipart-Vectors on Pixabay & Kagor on wikimedia / edited by paparazzi.ge

სწორედ ასეთი მნიშვნელობა აქვს შვედურ ანდაზას. ცოტა ხნის წინ მეზობელი გავიცანი, რომელმაც სიხარულით მამცნო, რომ როგორც იქნა ომეგა 3, უჯერ ცხიმოვან მჟავაზე დაფუძნებული გერმანული წარმოების პრეპარატი შეიძინა, რომლის შეძენაც ექიმმა სკლეროზის საწინააღმდეგოდ ურჩია. მეცნიერებმა ომეგა 3-ს ყურადღება გრენლანდიის ფენომენის გამო მიაქციეს. იმის მიუხედავად, რომ ესკიმოსების კვების რაციონი ერთფეროვანია, მათ ჯანმრთელი გულ-სისხლძარღვთა სისტემა აქვთ და შრომისუნარიანობას ღრმა სიბერემდე ინარჩუნებენ. მათი რაციონი, ძირითადად, არქტიკულ წყლებში დაჭერილი თევზისგან შედგება, რომელიც ომეგა 3 ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავით განსაკუთრებით მდიდარია. ამ მნიშვნელოვან ელემენტს ჩვეულებრივი ქაშაყიც შეიცავს, რომელიც გემრიელი საკვები პროდუქტია.

ზღვის ნამდვილი საჩუქარი

ქაშაყს დამსახურებულად შეიძლება ზღვის საჩუქარი ვუწოდოთ. თევზი დაახლოებით 20% ბიოლოგიურად ღირებულ ცილებს შეიცავს, რომელთა ათვისებაც ადვილად ხდება. თევზის ცხიმიანობაც მაღალია: 20-30%-მდე, რაც ქაშაყის სახეობაზეა დამოკიდებული.

ცივ წყლებში მობინადრე თევზი ე.წ ომეგა 3 ცხიმოვან მჟავას შეიცავს. ეს ნახევრად უჯერი ცხიმოვანი მჟავები სისხლში ქოლესტერინის ჭარბ დონეს ებრძვიან და სისხლძარღვებში ათეროსკლეროზულ ცვლილებებს აფერხებენ.

ქაშაყი A, D, E, B1 (თიამინი), B6 (პირიდოქსინი), B12 (ციანოკობალამინი), ასევე ნიკოტინის და პანთოტენორუ მჟავების წყაროა. მასში მინერალური ნივთიერებების მაღალი შემცველობაც გვხვდება: 0,1% კალციუმი, 0,28% ფოსფორი, 0,06% იოდი, 0,031% მაგნიუმი, 0,44% კალიუმი და 0,9% რკინა.

ქაშაყი სურდოს საწინააღმდეგოდ

ფარისებრ ჯირკვლებს ჰორმონების საწარმოებლად იოდი სჭირდებათ, ამიტომ ორგანიზმში მისი საკმარისი რაოდენობით მოხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია. ფოსფორი მეხსიერებას აუმჯობესებს, კალციუმი კბილების და ძვლების შენარჩუნებისთვის საჭიროა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ქაშაყი გრიპის და სურდოს პროფილაქტიკისთვის სასარგებლოა. ყველაფერი იმიტომ, რომ ქაშაყი უცვლელ ამინომჟავას, ლიზინს შეიცავს. მას ანტივირუსული მოქმედება გააჩნია, რაც სეზონური ცვლილებების დროს ძალიან მნიშვნელოვანია.

ქაშაყი მენოპაუზის დროს ქალებისთვის ძალიან სასარგებლოა, რადგან ამ დროს ქალები ძვლოვან მასას სწრაფად კარგავენ. ქაშაყი ბევრ B12 ვიტამინს შეიცავს. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს ძვლოვანი უჯრედების ფორმირებისთვის აუცილებელია. ქაშაყი ძვლებს აძლიერებს და მოტეხილობის რისკს ამცირებს. ქაშაყი შაქრიანი დიაბეტის პროფილაქტიკისთვისაც სასარგებლოა, რადგან 100 გრ თევზი ქრომის დღიურ ნორმას შეიცავს. ქრომის დეფიციტის დროს კი შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ.

ქაშაყი ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისთვის სასარგებლოა, რადგან D ვიტამინს შეიცავს (30 მკგ 100 გრ-ზე – დღიური ნორმის 300%), რაც კალციუმის ათვისებას ხელს უწყობს, ძვლოვანი მასის, კბილების დაშლას აფერხებს და მოტეხილობის შეხორცებას აჩქარებს.

მარილიანი ქაშაყი შებოლილზე უფრო სასარგებლოა. შებოლვის დროს ქაშაყში კანცეროგენული ნივთიერებები წარმოიქმნება, რამაც შეიძლება ონკოლოგიური დაავადებები გამოიწვიოს.

თევზის დღე – კვირაში ერთხელ.

სასურველია, რომ ქაშაყი კვირაში ერთხელ მაინც შეჭამოთ. თევზის დღის მოწყობა არ დაგავიწყდეთ, მაგრამ ქაშაყი დიდი სიფრთხილით უნდა მიიღოთ, რადგან პროდუქტი მარილიანია. ქაშაყით გატაცება არ ღირს, თუ მაღალი წნევა, შეშუპება და თირკმლის დაავადებები გაწუხებთ. 100 გრ ნაკლებ მარილიანი ქაშაყი 6,3 გრ მარილს, ხოლო მარილიანი ქაშაყი 14,8 გრ მარილს შეიცავს. სუფრის მარილით ქსოვილების და სისხლძარღვების გაჯერების შემთხვევაში ორგანიზმში ჭარბი სითხე გროვდება, რაც ორგანოების გადატვირთვას იწვევს

მაღაზიაში შეძენისას ისეთი ქაშაყი შეარჩიეთ, რომელიც გაუმჭვირვალე პაკეტებში ან პირდაპირ კასრებიდან იყიდება, რადგან გამჭვირვალე ვაკუუმ შეფუთვაში თევზი სინათლის ზემოქმედების გამო ყველა სასარგებლო თვისებას კარგავს.

ინფორმაცია თქვენთვის მოამზადა მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატმა ბრონისლავა ვლანევამ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს