საქორწილო კანფეტი „გრაფინია ალუბალი“. ტკბილეული რომელიც ნებისმიერ სადღესასწაულო მაგიდას დაამშვენებს.

1414
ფოტო: 7dach

მარწყვი ლიმონის ვაფლით, ბეზეს გედები, ორცხობილა-კალი, ატამი, კაკალი, სოკო, ალუბალი შაქარში ფიჭვის წიწვებით…ეს ტკბილეულობა გახსოვთ? ადრე მათ გარეშე ერთი ქორწილიც არ ჩაივლიდა.

სადღესასწაულო კანფეტები

დიდი წვეულებების დროს ეს სახლში გაკეთებული ტკბილეული ბავშვებს თავისი სილამაზით იზიდავდა. ალუბალი სუფრიდან პირველი ქრებოდა! მე და დედა რამდენ შაქრიან კენკრას ვამზადებდით.

კულინარიული განათლების და მუშაობის გამოცდილების წყალობით დედა ქორწილებში, გამოსამშვიდობებელ საღამოებსა და წვეულებებზე ხშირად ამზადებდა. იმ დროს როგორც დესერტები, ასევე ფული ჭირდა, ამიტომ გამოძვრომა საჭირო იყო. თითოეულმა მზარეულმა იცოდა, თუ როგორ გაეკეთებინა შინაურული კანფეტი, რომელიც მაღაზიის ნაწარმს არაფრით ჩამოუვარდებოდა.

ამ ტკბილეულის რეცეპტი ცოტა დროში დაიკარგა, მაგრამ „პაპარაცმა“ იპოვა და აღადგინა. ქალაქელები ვერ მიხვდებიან, მაგრამ რეგიონის მაცხოვრებლები მადლობას იტყვიან და ბავშვობას გაიხსენებენ.

საქორწილო კანფეტი „გრაფინია ალუბალი“

ინგრედიენტები:

  • 750 გრ შაქრის ფხვნილი
  • 3 ჩ/კ სწრაფად ხსნადი ჟელატინი
  • 1,25 ჩ/კ ლიმონის მჟავა
  • 150 მლ ვაშლის წვენი ან წყალი
  • 0,5 ჭიქა წვენი (ალუბალი, ჭარხალი, ფორთოხალი ან სტაფილო)
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი

მომზადება:

  1. ჟელატინი წყალში ან ვაშლის წვენში გახსენით და გასივება ადროვეთ. ამ დროში შაქრის ფხვნილი გაცერით, რომ გოროხები არ დარჩეს და 1 ჩ/კ ლიმონის მჟავას აურიეთ.
  2. ჟელატინს კარგად აურიეთ, რომ ბოლომდე გაიხსნას. 0,5 ჭიქა მიღებული სითხე აიღეთ და მცირე პორციებით შაქრის ფხვნილს დაუმატეთ. მკვრივი ცომის მსგავს მასას აურიეთ. სქელი, ოდნავ წებოვანი მასა გამოვა.
  3. ნარევი 10 წუთით ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. ამის შემდეგ ბურთების ფორმა მიეცით. თუ ფორმას კარგად ინარჩუნებს, მაშინ მასა მზადაა. თუ რბილია და ფორმას ვერ ინარჩუნებს, ცოტა შაქრის ფხვნილი დაუმატეთ.
  4.  ახლა სწრაფად იმოქმედეთ, მასა შრება და პერიოდულად უნდა აურიოთ. შაქრის მასიდან ბურთები გააკეთეთ და თითოეულში ფიჭვის წიწვი ჩაარჭეთ. ბურთებს შუაში ჩაარჭეთ.
  5. ბურთები ხელზე რომ არ მიგეკვრათ, პერიოდულად ხელისგულები შაქრის ფხვნილის და სიმინდის სახამებლის ნარევში ამოავლეთ.
  6. ალუბლები დიდ თეფშზე დააწყვეთ და ცოტა გაშრობა აცადეთ. მზაობა შეამოწმეთ: ბურთი ყუნწით აიღეთ და ოდნავ დაატრიალეთ: თუ ბურთი წიწვს არ შორდება, შეგიძლიათ შეღებვას შეუდგეთ.
  7. ჭარხლის წვენს 0,25 გრ ლიმონის მჟავა დაუმატეთ. თითოეული ალუბალი ყუნწით აიღეთ და წვენში 2-3 წამით ამოავლეთ. კენკრა შაქარში ამოავლეთ და შაქარ მოყრილ დაფაზე დააწყვეთ. მაცივარში გასამაგრებლად შეინახეთ.

ნამცხვარი „მარწყვი“ ვაფლიდან

ინგრედიენტები:

  • 500 გრ ვაფლი
  • 200 გრ კარაქი
  • 1,5 ჩ/კ ლიმონის მჟავა
  • 1 ჭიქა ჭარხლის წვენი
  • 3 ს/კ შაქარი

მომზადება:

  1.  ვაფლი სახეხზე გახეხეთ ან დააბლენდერეთ. დარბილებული კარაქი დაუმატეთ და აურიეთ.
  2. მიღებული ცომიდან კონუსის ფორმები გააკეთეთ, თეფშზე დააწყვეთ და მაცივარში 15 წუთით შეინახეთ.
  3. წვენი და ლიმონის მჟავა აურიეთ. გამაგრებული კონუსის ფორმები წვენში, შემდეგ კი შაქარში ამოავლეთ. პიტნიდან მარწყვის ყუნწები გააკეთეთ.

ნამცხვარი „ზღარბი“

ინგრედიენტები:

  • 400 გრ ფხვიერი ორცხობილა
  • 0,5 ქილა შესქელებული რძე
  • 150 გრ კარაქი
  • 4 ს/კ კაკაო
  • 4 ს/კ მაკა
  • 2 ს/კ შაქრის ფხვნილი
  • 100 გრ მზესუმზირას გასუფთავებული თესლი
  • შოკოლადის ნატეხები გასაფორმებლად

მომზადება:

  1. ორცხობილა დააქუცმაცეთ. დარბილებული კარაქი, კაკაო და შესქელებული რძე დაუმატეთ.
  2. მიღებული მასიდან ზღარბის ტანი გააკეთეთ. შაქრის და მაკის ნარევში ამოავლეთ ისე, რომ ცხვირი სუფთა დაგრჩეთ.
  3. მზესუმზირას თესლებიდან ნემსები გააკეთეთ, შოკოლადიდან კი ცხვირი და თვალები. მზა ნამცხვრები 30 წუთით მაცივარში შეინახეთ.

დღეს სუპერმარკეტებში უამრავი ტკბილეული არსებობს, მაგრამ ბევრი ადამიანი ბავშვობის ნამცხვრების გემოს ნოსტალგიურად იხსენებს. პატარა თაობები გააოცეთ და თავადაც ამ უჩვეულო ტკბილეულის გემო გაიხსენეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს