აშშ-ს თვალის ნაციონალური ინსტიტუტი გვიზიარებს პროდუქტების სიას თვალების ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

0
436
ფოტო: Keith Williamson on flickr

მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების მოსახლეობის დაახლოებით 4%-ს თვალის ბადურის დისტროფია აწუხებს, 80 წელს გადაცილებულ ადამიანთა ნახევარს კი კატარაქტა აქვს.

მსხვილმასშტაბიანმა სამეცნიერო-კვლევითმა ნაშრომმა, რომელიც თვალის აშშ-ს ეროვნულმა ინსტიტუტმა ჩაატარა, აჩვენა, რომ არსებობს რამდენიმე პროდუქტი, რომლებიც ჩვენი თვალების დაცვაში გვეხმარება. მაშ ასე, უმნიშვნელოვანესი პროდუქტები, რომლებიც ბადურის დისტროფიას უშლის ხელს, ისინია, რომლებიც მდიდარია ანტიოქსიდანტებით: ბეტა-კაროტინით, C და E ვიტამინებით, ლუტეინითა და ზეაქსანტინით, ასევე, თუთიითა და ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავებით.

მათ შორისაა:

სტაფილო – შეიცავს ბეტა-კაროტინს, ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ამცირებს ბადურის დისტროფიისა და კატარაქტის წარმოქმნის რისკს.

წიწაკა, ბროკოლი და ბრუსელის კომბოსტო – ჩვენს თვალებს უზრუნველყოფს C ვიტამინით. ეს ბოსტნეული უნდა მოხარშპთ ორთქლზე, შეწვათ ან დაუმატოთ წვნიანებსა და ომლეტებს.

ინდაური – მდიდარია თუთიითა და ვიტამინი B3-ით, რომლებიც კატარაქტას პროფილაქტიკური საშუალებებია. იგი შესანიშნავია სალათებში, ასევე, ფუნთუშების გულსართისთვის.

ისპანახი – მდიდარია C ვიტამინით, ბეტა-კაროტინითა და დიდი რაოდენობით ლუტენითა და ზეაქსანტინით – ანტიოქსიდანტებით, რომლებიცბადურას ქსოვილებში მაღალი კონცენტრაციითაა.

ქაშაყი და სარდინები – მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს ომეგა-3-ის ცხიმოვან მჟავებს. კვლევებმა აჩვენა, რომ ამ თევზების რეგულარული მოხმარება თვალის სისხლძარღვებს იცავს დაზიანებისგან.

პასუხი

დაწერეთ კომენტარი
ჩაწერეთ თქვენი სახელი