როგორ გავააქტიუროთ ვენოზური ნაკადი ლიმფოსტაზის დროს

424
ფოტო: wikipedia

გთხოვთ, მირჩიეთ, როგორ ვუმკურნალო ქვედა კიდურების ლიმფოსტაზს, რომელიც საშვილოსნოსა და საკვერცხეების ამოჭრის შემდეგ დამეწყო. პატივისცემით, ე.გ.

წერილს პასუხობს კლუბ “ჯანმრთელობას” დირექტორი, ფიტოთერაპევტი, ბორის სკაჩკო.

შინაგანი სასქესო ორგანოების ამოჭრის რთული ოპერაციის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამის შედეგად ქალის ორგანიზმში ლიმფის ცირკულაციაა დარღვეული.

რამდენადაც ლიმფატიკური და ვენოზური სისტემები ერთმანეთის პარალელურადაა განლაგებული, სისხლის ნაკადის გაზრდა შეძლებს ლიმფის შეკავების აღმოფხვრას. შეგიძლიათ, მას აიძულოთ სწორად მოძრაობა, წვივის კუნთებზე ზემოქმედებით. ამისთვის სასარგებლოა სიარული, რომლის დროსაც თითქოს ქუსლიდან ცერზე ქანაობთ ისე, რომ წვივის კუნთის დაძაბულობა იგრძნოთ.

ეს კუნთი ერთგვარი სატუმბის ფუნქციას ასრულებს, აძლიერებს სისხლის ნაკადს და ამცირებს მის მოხვედრას ლიმფაში. გარდა ამისა, სასარგებლოა დღისით ძილი ან უბრალოდ წამოწოლა, მუხლების ან თეძოების ქვეშ კი ბალიშის, მუთაქის ან სხვა ნებისმიერი შესამაღლებელი ნივთის მოთავება, რაც ლიმფის დინებას შეუწყობს ხელს.

აგრეთვე, ქალი უნდა მოერიდოს სისხლში ტოქსინების მოხვედრას. ღვიძლი – მთავარი სისხლწარმომქმნელი ორგანო – სწორად რომ მუშაობდეს, საჭიროა კვების სწორი რეჟიმის დაცვა, რამდენადაც ნებისმიერი ტოქსინი მის უჯრედებს ვნებს, ანადგურებს კაპილარებს, არღვევს სისხლის დინებას ვენაში, შესაბამისად, მის ლიმფაში მოხვედრას უწყობს ხელს.

არაა რეკომენდებული სხვადასხვა გამახურებელი კომპრესის გაკეთება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს