34 წლის ვარ და მუდმივად მაწუხებს მტკივნეული და ჭარბი მენსტრუაცია. იქნებ, არსებობს ხალხური მეთოდები, რომლებიც დამეხმარება? პატივისცემით, დ.გ.
წერილს პასუხობს ექიმი-ფიტოთერაპევტი, სახალხო მკურნალი ელენა სვიტკო.
კრიტიკულ დღეებში ქალის მდგომარეობის შესამსუბუქებლად, გირჩევთ 900 წლის წინ წინანდელ მკურნალ-აბატის, წმინდა ჰილდეგარდას რეცეპტების გამოყენებას.
კერძოდ, ჭარბი მენსტრუაციის დროს, მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ სამუშაოს, სპორტით დატვირთვას. აგრეთვე, ამ დღეებში ყურადღება გაამახვილეთ კვებაზეც, ეცადეთ მარტივად ათვისებადი საკვები მიირთვათ.
ეფექტურია ნიახურის ფესვის კომპრესი. გაწმენდილი ფესვი დაჭერით რგოლებად, მოხარშეთ, მაშინვე გადმოალაგეთ სელის პირსახოცზე და დაიდეთ მუცლის ქვედა ნაწილში.
ჭარბი და ხანგრძლივი (4-5 დღეზე მეტი) მენსტრუაციის დროს გირჩევთ ასეთი ნაკრების მიღებას: მთის ბარისპირტა, ველური მარწყვის ბალახი, ჭინჭარი, კამისა და ნიახურის თესლი, ასისთავა, ფარსმანდუკი და სამყურა (ყველაფერი თანაბარ ნაწილებად). 1 ს.კ. ნარევს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დააყენეთ 10 წუთით, გადაწურეთ და დალიეთ მენსტრუაციის დროს, დღის განმავლობაში.
შემდეგი რეცეპტი ეფექტურია ნებისმიერი სისხლდენის, მათ შორის, მენსტრუალურის დროს. შეურიეთ 2 კვერცხის გული, 1 ს.კ. გვირილის წვენი, 4 ს.კ. ვაშლის ძმარი, 0.5 ჩ.კ. დარიჩინი, ცოტაოდენი კურკუმა, ოდნავ შეათბეთ ორთქლის აბაზანაზე, დალიეთ უზმოზე და საუზმის შემდეგ. შეგიძლიათ ნაკლები ძმარი აიღოთ, კუჭის ლორწოვანი გარსი რომ არ დააზიანოთ.
ნებისმიერი სპაზმისა და მტკივნეული მენსტრუაციის დროს ეფექტურია ასეთი რეცეპტები: გვირილის მალამო – 100 გ კარგად დაქუცმაცებულ ხმელ ან ნედლ გვირილის ყვავილებს შეურიეთ 200 გ ხარისხიანი ერბო. გააგრილეთ, გადადეთ ქილებში და შეინახეთ მაცივარში. წაისვით კრიტიკულ დღეებში წაისვით გავის ძვლის მიდამოებში. მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ჭარბი მენსტრუაციის დროს გვირილის ჩაია. 2 ჩ.კ. ყვავილებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ და დალიეთ ჩაის სახით.