ჩვენი სტატია მაიონეზის მოყვარულებს გაახარებს. ვიღაც ღიად აღიარებს ამ ცნობილი ცივი სოუსისადმი სიყვაარულს, სხვები კი ამას მალავენ. თუმცა, როცა სალათი უკვე მზადაა, გარეთ კი გაზაფხული არაა, მაიონეზის საკუთარი ხელით მომზადებაზე უარს ვერ იტყვით.
ამ სოუსით აზავებენ სალათებს, მიირთმევენ პელმენებთან და წვნიანებთან ერთად, მასში ამარილებენ სამწვადეს და აცხობენ ხორცს, უმატებენ ყოველგვარ კერძს…
მიუხედავად მაღალკალორიულობისა, კვერცხისა და ზეთისგან დამზადებულ მაიონეზს მავნე პროდუქტს ვერ უწოდებთ, უბრალოდ მაღაზიის პროდუქტმა, ხელოვნური დანამატების სიჭარბის გამო, საეჭვო რეპუტაცია მოიპოვა.
ჩვენი რედაქცია გთავაზობთ საშინაო მაიონეზის მომზადებას, რომელიც ნატურალური, უფრო გემრიელი და ნაზია.
როგორ მოვამზადოთ მაიონეზი
სამწუხაროდ, ხანდახან მაიონეზი არ გამოდის. თითქოს, ყველაფერი რეცეპტის მიხედვით გააკეთეთ, თუმცა შედეგი არასასურველია.
5 წესი
- კვერცხის მომზადება
ყველა ინგრედიენტი მყარ, ერთგვაროვან მასად რომ იქცეს, ისინი ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს. ამიტომ, კვერცხი და სხვა პროდუქტი მაცივრიდან 30 წუთით ადრე მაინც გამოიღეთ.
2. ზეთის შერჩევა
მაიონეზი, უმჯობესია, მზესუმზირის ზეთის ან მზესუმზირისა და ზეითუნის ზეთების ნარევით მოამზადოთ. თუ მხოლოდ ზეითუნის ზეთს გამოიყენებთ, განსაკუთრებით, ექსტრა-კლასისას (Extra Virgin), სოუსს მომწარო გემო ექნება.
3. ათქვეფა
ჩემთვის მოსახერხებელია ხელის ბლენდერის გამოყენება (მიქსერით არასდროს გამომდიოდა). ეს მაქსიმალური სიმძლავრით უნდა გააკეთოთ, დაფაროთ მოწყობილობით კვერცხის გული, დააწვეთ ფსკერისკენ და ასე თქვიფოთ, თეთრი მასის გაჩენამდე.
ბლენდერის აუწევლად თქვიფეთ 40 წუთით. როცა ემულსია შეიკვრება, დაიწყეთ მოწყობილობის ზემოთ-ქვემოთ მოძრაობა, დაუმატეთ კვერცხს ზეთის მცირე ულუფები და თქვიფეთ კიდევ 20-30 წუთით, რათა ინგრედიენტები თანაბრად გადანაწილდეს.
4. თუ სოუსი არ სქელდება
თუ ზეთი ზედმეტი მოგივათ, მაიონეზი უფრო სქელი გამოვა. ამავე საშუალებით გადაარჩენთ სოუსს, თუ მასა ათქვეფისას არ სქელდება.
5. სად წავიღოთ მაიონეზი, რომელიც არ გამოგვივიდა
ნუ გადაღვრით მასას, რომელიც არ შესქელდა. გააჩერეთ ჭურჭელი 1.5-2 საათით.
ამ დროში კვერცხი და ზეთი ერთმანეთს გამოეყოფა. ახლა ფრთხილად ჩაუშვით ბლენდერის თავი ჭურჭლის ფსკერამდე და ათქვიფეთ აუღებლად, სანამ მაიონეზი შესქელებას არ დაიწყებს. თუ სოუსი ძალიან სქელი გამოვა, დაუმატეთ ცოტაოდენი გადადუღებული, ცივი წყალი.
შინ მომზადებული პროვანსალი
საბჭოთა კავშირში, სუფრის მაიონეზს “პროვანსალი” ერქვა, ჰქონდა 67%-იანი ცხიმიანობა და ერთადერთი კონსერვანტი მის შემადგენლობაში სპირტიანი ძმარი იყო.
40 წლის შემდეგ, მეხსიერებაში ამომიტივტივდა ორასგრამიანი შუშის ქილა და დედაჩემის მკაცრი “არ შეეხო, ახალი წლისთვისაა!”
ინგრედიენტები
- 1 ჭიქა ზეთი
- 0.5 ს.კ. შაქარი
- 1 კვერცხი
- 1/3 ჩ.კ. მარილი
- 1 ჩ.კ. მდოგვი
- 2 ჩ.კ. ლიმონის წვენი
მომზადება
- ჩაასხით მაიონეზის ჭურჭელში ზეთი, ჩაახალეთ კვერცხი ისე, რომ მისი გული არ დაზიანდეს.
- დაუმატეთ მდოგვი, მარილი და შაქარი
- ხელის ბლენდერით ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- როცა მაიონეზი სასურველ კონსისტენციას მიიღებს და საკმარისად შესქელდება, დაუმატეთ ლიმონის წვენი და კიდევ ერთხელ ათქვიფეთ.
- გამოცდილ დიასახლისებს შეუძლიათ მაიონეზის სათქვეფით მომზადება. თუმცა, ბლენდერი ამ პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს და აჩქარებს.
მაიონეზი მდოგვის გარეშე, ძმრით
ინგრედიენტები
- 2 კვერცხის გული
- 0.5 ჩ.კ. მარილი
- 0.5 ჩ.კ. შაქარი
- 0.5 ჩ.კ. 9%-იანი ძმარი
- 150 მლ ზეთი
მომზადება
- მოათავსეთ გულები ბლენდერის ჭიქაში. დაუმატეთ მარილი, შაქარი და ძმარი.
- ჩაასხით ზეთი, ჩაუშვით ბლენდერი ჭურჭლის ფსკერზე და თქვიფეთ მასა 3 წუთით.
- როცა სოუსი შესქელებას დაიწყებს, ამოძრავეთ ბლენდერი ზემოთ-ქვემოთ.
მაიონეზი რძით, კვერცხის გარეშე
ინგრედიენტები
- 150 მლ რძე
- 300 მლ ზეთო
- 2-3 ჩ.კ. მდოგვი
- 2 ს.კ. ლიმონის წვენი
- 0.5 ჩ.კ. მარილი
მომზადება
- ჩაასხით რძე და ზეთი ბლენდერის ჭიქაში.
- ათქვიფეთ მასა 30 წამით, სანამ სქელ მასას არ მიიღებთ.
- დაუმატეთ მდოგვი, ლიმონის წვენი და გააგრძელეთ თქვეფა ერთგვაროვნებამდე.
- რძიანი მაიონეზი მზადაა, გემრიელად მიირთვით!
მაიონეზი არაჟნითა და მოხარშული კვერცხის გულით
ინგრედიენტები
- 4 დიდი კვერცხი
- 1.5 ჩ.კ. მარილი
- 1 ჩ.კ. შაქარი
- 400 მლ ზეთი
- 1 ს.კ. 9%-იანი ძმარი
- 2 ჩ.კ. მდოგვი
მომზადება
- მოათავსეთ კვერცხი ქვაბში, დაასხით ცივი წყალი, ადუღების შემდეგ დაუმატეთ 1 ჩ.კ. მარილი და ხარშეთ 10 წუთით.
- ამ დროის გასვლის შემდეგ, გადადეთ კვერცხი ცივ წყალში და აცადეთ გაგრილება.
- დაყავით ცილები და გულები.
- მოათავსეთ გულები ბლენდერის ჭიქაში. დაუმატეთ დარჩენილი მარილი და შაქარი, დაჭყლიტეთ ჩანგლით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- დაუმატეთ კვერცხებს ზეთის ნახევარი და ათქვიფეთ მაქსიმალური სიმძლავრით.
- როცა მასა მაიონეზს დაემსგავსება, გამორთეთ ბლენდერი, დაუმატეთ ძმარი და მოურიეთ.
- ათქვიფეთ დიდ სიმძლავრეზე, დაუმატეთ ზეთი წვრილი ნაკადით. ბოლოს დაუმატეთ მდოგვი და ისევ მოურიეთ კოვზით.
- მოათავსეთ მაიონეზი საკვებ კონტეინერში და შედგით 30 წუთით მაცივარში.
- შეინახეთ მაიონეზი არაუმეტეს 2 დღით, მხოლოდ მაცივარში.
მაიონეზი სელის ფქვილით
სელის ფქვილის მაიონეზი არ შეიცავს კვერცხს, იგი ოდნავ მუქი ფერის იქნება, თუმცა გამოვა უფრო გემრიელი და სასარგებლო.
ინგრედიენტები
- 2 ს.კ. სელის ფქვილი
- 60 მლ წყალი
- 125 მლ ზეთი
- 1-2 ჩ.კ. მდოგვი
- 2 ს.კ. ლიმონის წვენი
- მარილი და კარაქი (გემოვნებით)
მომზადება
- მოამზადეთ სელის ფქვილი. ამისთვის დააფქვიეთ სელის თესლი ყავის საფქვავით ან ბლენდერით.
- დაუმატეთ წყალი. დადგით ეს მასა ნელ ცეცხლზე, გაათბეთ, მუდმივად ურიეთ, სანამ არ შესქელდება.
- ამის შემდეგ, დადგით ოთახის ტემპერატურამდე გასაგრილებლად.
- დაუმატეთ ცოტაოდენი შაქარი და მარილი, ათქვიფეთ ბლენდერში, თანდათან დაუმატეთ ზეთი. ერთ ჯერზე არაუმეტეს 1 ს.კ. ზეთი უნდა დაუმატოთ.
- როცა მასა კრემისებრი გახდება, დაუმატეთ ლიმონის წვენი და მდოგვი.
მზა საშინაო მაიონეზი მაცივარში, ჰერმეტულად დაცულ ჭურჭელში არაუმეტეს 4-5 დღე ინახება, და არა 2 თვე, როგორც მაღაზიის, კონსერვანტებით სავსე პროდუქტი. გათბობისას, ხელოვნური ემულგატორების არქონის გამო, იშლება ან ფენებად გაიყოფა, ამიტომ ასეთ მაიონეზს ცხელ კერძებში ვერ გამოიყენებთ.
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია სასარგებლოა აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს, ასევე არ დაიზაროთ და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.