თავის ტკივილის მიზეზი დააზუსტეთ

4201

„დაახლოებით 10 წელია თავის ძლიერი გაციების შემდეგ შუბლის სინუსების ქრონიკული ანთება მაწუხებს. მუდმივად დაცვა მიწევს. ცივ ამინდში თავის აქსესუარებს ვატარებ და ქუდს თითქმის წარბებამდე ვიხურავ. ბინაში ტემპერატურის მცირე შემცირების დროს ღამით თავზე შარფი მოხვევა მიწევს, რომ დილით წარბებს ზემოთ ყრუ ტკივილები შევამცირო. თავი და შუბლი მიოფლიანდება, მხოლოდ თავის და სახის ინტენსიური მასაჟის შემდეგ სიტუაცია ცოტა უმჯობესდება. შუბლის არეში სხვადასხვა თერმული პროცედურები, ჩაწვეთება და სხვადასხვა ხსნარებით გაწმენდა მდგომარეობას უფრო ამძაფრებს. ვხვდები, რომ ეს ინფექციას უკავშირდება, რომელიც შუბლის სინუსებში „დასახლდა“. გთხოვთ, მირჩიეთ, როგორ გავუმკლავდე დაავადებას ქირურგიული მკურნალობის გარეშე. პატივისცემით, ვ.“

წერილს ხალხური და არატრადიციული მედიცინის (ფიტოთერაპევტი) ექიმი, ევგენი სონიჩევი პასუხობს.

პაციენტმა დიაგნოზი სპეციალისტთან აუცილებლად უნდა დააზუსტოს, თუ რით გამოიხატება დაავადება, იყო ეს კატარალური პროცესი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება) თუ ჩირქოვანი. შუბლის სუნისები თავის ტვინთან ახლოს მდებარეობს და თუ მასში ჩირქია დაგროვებული, თავის ტვინში შეიძლება ინფექცია გავრცელდეს, რაც ძალიან სახიფათოა.

სიმძიმე თავში, რომელსაც ტემპერატურის მატება, მხედველობის დაქვეითება და სხვა მძიმე სიმპტომები ახლავს, შეიძლება ჩირქოვანი ფრონტიტის (შუბლის სინუსის ჩირქოვანი ანთება) მაჩვენებელი იყოს. თუ ექიმი ოტორინოლარინგოლოგი ჩირქოვან ფრონტიტს გამორიცხავს, მაშინ შეიძლება სამწვერა ნერვის ანთება ვივარაუდოთ. სამწვერა ნერვის მთავარი კვანძი ყურის არეში, თავის სიღრმეში მდებარეობს. ერთი ტოტი წარბის ზემოთ გადის და წარბებს შორის მთავრდება. მეორე ტოტი ტუჩის ზემოდან ცხვირის ღრუში გადის. მესამე ტოტი ქვედა ყბაშია. მას სამწვერა ნერვი ეწოდება, რადგან სამი ტოტი აქვს.

ზოგჯერ ისეთი სიტუაცია იქმნება, როცა სამწვერა ნერვის გაციება იწვევს ისეთ სიმპტომებს, რომელიც მკითხველმა ზემოთ აღწერა. ამ შემთხვევაში გირჩევთ, რომ კარგი, უხეში ბეწვის ან მოჰრის ნაჭერი აიღოთ და ყურებთან დაიდოთ და ასე გაათბოთ.

ფიზიკური პროცედურებიც კარგია. ამისთვის პოლიკლინიკას მიმართეთ და ფიზიკური კაბინეტს ეწვიეთ. სასარგებლოა სუნთქვის ვარჯიშებიც. ცხვირის ერთი ნესტო დახურეთ და 7 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა გააკეთეთ, ამის შემდეგ ცხვირის მეორე ნესტო დახურეთ და კვლავ 7 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა გააკეთეთ. კიდევ 2 წრე გააკეთეთ და ასეთი პროცედურა დღეში რამდენჯერმე გაიმეორეთ. სჯობს ეს ვარჯიში არა ოთახში, არამედ ქუჩაში ან აივანზე გააკეთოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს