„39 წლის ვარ და ვულვის კრაუროზი მაწუხებს. ბავშვები არ გამიჩენია, უკვე 4 წელია მენოპაუზა მაქვს. მირჩიეთ რაიმე მედიკამენტი, რომ ეს დაავადება მოვიშორო ან მდგრადი რემისია მივიღო. პატივისცემით, ოქსანა“.
წერილს ექიმი ფიტოთერაპევტი და ხალხური მკურნალი ელენა სვიტკო პასუხობს.
ასეთ ახალგაზრდა ასაკში მსგავსი დიაგნოზი საუბრობს იმაზე, რომ მთელი ჰორმონალური სისტემის მუშაობა დარღვეულია. მე ხშირად მიწევს პაციენტების განკურნება ამ დაავადებისგან, რომელსაც თან საშოს და ვულვის გარსის წვა და ქავილი ახლავს. რაც მთავარია, ის განკურნებადია.
როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ვულვის ლორწოვანი გარსის ანთება, როგორც ლორწოვანი გარსის სხვა მსგავსი პრობლემები, უკავშირდება ღვიძლს, რომელსაც ადამიანის ჰორმონალურ მდგომარეობასთან მჭიდრო კავშირი აქვს.
კრაუროზი იმაზე საუბრობს, რომ ორგანიზმს A და E ვიტამინები აკლია, რაც ვულვის ლორწოვანი გარსის და საშოს გამოშრობას, აუტანელ ქავილს იწვევს. სწორედ ამიტომ, ჯერ ღვიძლი უნდა განკურნოთ და ამავდროულად ადგილობრივი თერაპია გამოიყენოთ.
გინეკოლოგები, რომლებიც მხოლოდ ადგილობრივ მკურნალობას ნიშნავენ, კრაუროზს ვერ უმკლავდებიან. ნატუროპათია ყველაფერს კომპლექსურად განიხილავს, ამ დაავადებას მოგაშორებთ და ღვიძლის ფუნქციებს დაარეგულირებს.
A და E ვიტამინების მისაღებად შეგიძლიათ კაროტინის ზეთი მოამზადოთ, რომელიც თვალისთვისაც სასარგებლოა. სტაფილო მსხვილ სახეხზე გახეხეთ, ზეითუნის ან სიმინდის ზეთი დაასხით ისე, რომ სტაფილოს ნარევი ბოლომდე დაიფაროს და წყლის ორთქლზე 10-15 წუთით ხარშეთ. გააგრილეთ, გადაწურეთ და სუფრის კოვზით მიიღეთ. ნებისმიერი წვენი დააყოლეთ, მაგალითად, ძახველის. ეს ზეთი დაზიანებულ ადგილას წაისვით. გარდა ამისა, ლორწოვან გარსზე შეგიძლიათ წაისვით A და E ვიტამინები, რომლებიც აფთიაქებში იყიდება.
სხვადასხვა ბალახების ნაყენით დაბანა ძალიან ეფექტურია. აიღეთ თითო სუფრის კოვზი შვიტა, თავშავა, სვიის გირჩები, შვრია, გულყვითელას ყვავილები და 1 ლ წყალში მოხარშეთ. 2 საათის შემდეგ გადაწურეთ და 1 ს/კ ვაშლის ძმარი დაუმატეთ. შეგიძლიათ მდუღარე წყლის და ვაშლის ძმრის ნარევით (1 ს/კ 9%-იანი ძმარი ან 2 ს/კ 6%-იანი ძმარი 1 ლ წყალზე) დაიბანოთ. ამის შემდეგ ლორწოვან გარსზე A ვიტამინი წაისვით და A და E ვიტამინებით გაჟღენთილი ტამპონი პრობლემურ ადგილას დაიდეთ.