როგორ მოვამზადოთ კოტლეტები ღუმელში: გემრიელი კერძის გაცილებით უფრო ჯანსაღი ვარიანტი

189

კოტლეტებს, რომლის რეცეპტსაც დღეს გთავაზობთ, “მერცხლის ბუდე” ეწოდება. როგორ კი მას გასინჯავთ, ჩვეულებრივი კოტლეტების მომზადება ნამდვილად აღარ მოგინდებათ. სხვათაშორის, ეს ცნობილი კერძის უფრო ჯანსაღი ვარიანტია, რამდენადაც მის მოსამზადებლად არაა საჭირო დიდი რაოდენობით ზეთის გამოყენება.

გამომცხვარი კოტლეტები

ინგრედიენტები

  • 500 გ ფარში
  • 3 ნაჭერი პური
  • 2 კვერცხი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 პომიდორი
  • 1 ბულგარული წიწაკა
  • 100 გ მყარი ყველი
  • 3 კბილი ნიორი
  • კამა
  • მიონეზი
  • კეჩუპი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დასაწყისისთვის, მოამზადეთ ფარში. ამ კოტლეტებს, ჩვეულებრივ, ღორის ან საქონლის ხორცით ამზადებენ. დაუმატეთ ხორცს მარილი, წიწაკა, პილპილი და საყვარელი სანელებლები.

2. შემდეგ დააქუცმაცეთ ნიორი და კამა, დაუმატეთ გარშს. სწორედ ესაა უჩვეულო გემოს საიდუმლო. ახლა გულმოდგინედ მოურიეთ ყველაფერს.

3. ჩაალბეთ პური რძეში ან წყალში. შემდეგ დაწურეთ სითხე და დაუმატეთ ფარშს. კარგად მოურიეთ.

4. შემდეგ დაუმატეთ კვერცხი, კარგად შეზილეთ და დაბეგვეთ ფარში.

5. შემდეგ გააკეთეთ მოზრდილი კვერები. დაალაგეთ ზეთწასმულ საცხობ ფორმაზე.

6. ახლა შიგთავსი: დაჭერით ხახვი, პომიდორი, წიწაკა და ყველი თხელ დაჭრებად. მოათავსეთ ეს ყველაფერი კოტლეტის კვერებზე შემდეგი თანმიმდევრობით: კეჩუპი, ხახვი, მაიონეზი, პომიდორი, ისევ მაიონეზი და ყველი. პილპილის რგოლი შემოახვიეთ შიგთავსს და ოდნავ დააჭირეთ. ახლა შედგით ღუმელში 30 წუთით.

გემრიელი კოტლეტები მზადაა! ეს შესანიშნავი გარნირია ცხოვრების ნებისმიერი შემთვევისთვის. თანაც, შეგიძლიათ შიგთავსი გემოვნებისამებრ შეცვალოთ.  გემრიელად მიირთვით!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს