დღესასწაულებს, ჩვეულებრივ, თან ახლავს სასიამოვნო შეხვედრები, საჩუქრები და უამრავი გემრიელი კერძი. ხშირად, მრავალფეროვანი და იშვიათად სასარგებლო საკვების მიღების შემდეგ, ჩვენს ორგანიზმს ძალიან უჭირს თავისი ფუნქციების ადეკვატურად შესრულება.
როგორ დავიცვათ თავი უსიამოვნო შედეგებისგან და როგორ მოვამზადოთ ორგანიზმი დღესასწაულებისთვის? თუ რეკომენდაციებს ვერ დავიცავთ, როგორ აღვიდგინოთ ძალები ასეთი დღეების შემდეგ?
ამ კითხვებზე პასუხს გაგვცემს ხალხური და არატრადიციული მედიცინის ექიმი (ფიტოთერაპევტი), ევგენი სონიჩევი.
სადღესასწაულო სუფრის შემდეგ, მთავარი დატვირთვა მოდის ღვიძლზე, რადგან იგი ჩვენი ორგანიზმის მთავარი ფილტრია, რომელიც წმენდს სისხლს სხვადასხვა შხამიანი ნივთიერებებისგან, ეს უკანასკნელნი კი ორგანიზმში საკვებთან ან სასმელთან ერთად ხვდება. იგი გამოიმუშავებს ნაღველს – მომწვანო-მოყვითალო სითხეს, რომელიც აუცილებელია საკვების ადეკვატური მონელებისთვის.
დღესასწაულები მარტივად და მსუბუქად რომ ჩაატაროთ, გირჩევთ, მათთვის სწორად მოემზადოთ, კერძოდ: გაწმინდეთ ღვიძლი ნაღველმდენი ბალახებით. ასე თქვენ დააჩქარებთ ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, დაეხმარებით ღვიძლს მისი პოტენციის ამაღლებასა და უკეთ მუშაობაში. დაიწყეთ წმენდა დღესასწაულებამდე 2-3 დღით ადრე.
დააქუცმაცეთ ყავის საფქვავში ბაყაყურა (ეს ბალახი შესანიშნავად შთანთქავს ტოქსინებს და აღადგენს ღვიძლს) და ნაღველმდენი ბალახების ნაკრები. ნაკრებისთვის აიღეთ 2 ს.კ. ბირკავა, ჭინჭარი, მინდვრის აბზინდა, შვიტა, ბაბუაწვერას ფესვები ან მიწისზედა ნაწილები, დაქუცმაცებული ასკილი, კოთხოჯი, პიტნა, 3-4 ს.კ. ნეგო, 1 ს.კ. ხეჭრელი.
ნაკრებისგან ჩაი უნდა მოამზადოთ: 2 ს.კ. ნაკრებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ თავდახურული 15-20 წუთით და დალიეთ თბილი.
ბაყაყურასა და ჩაის გამოყენება: დღეში სამჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე, მიიღეთ ჯერ 1 ჩ.კ. დაქუცმაცებული ბაყაყურა, ცივ წყალთან ერთად. შემდეგ აუჩქარებლად დალიეთ 0.5 ჭიქა ჩაი.
დღესასწაულების შემდეგ, ღვიძლის მუშაობას გაამარტივებს 1-2-3 დღეს ბაყაყურასა და ჩაის მიღებაც. ამ საშუალებების გამოყენება უშუალოდ დღესასწაულზეც შეგიძლიათ, სუფრიდან 2 საათში. თუ მეტეორიზმი (მუცლის შებერილობა ნაწლავური გაზების გამო) შეგაწუხებთ, დაუმატეთ ნაკრებს მუხუდო ან კამა, თუ ტკივილები გაქვთ, გამოიყენეთ მეტი პიტნა.
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ მომზადებული სტატია სასარგებლოა აუცილებლად გაუზიარეთ ის მეგობრებს, ასევე არ დაიზაროთ და გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.