საგანგებო მდგომარეობა დადგა. ერთი შეხედვით, ყველაფერი ფილმის სცენარივით იქნებოდა: ჯარისკაცები, ექიმები დამცავ კოსტუმებში, ვერტმფრენები, საიზოლაციო ბოქსები… ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ასეც ხდება, თუმცა, ექიმები თავადაც შოკში არიან, რესურსები მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ ჰყოფნის. ასეთ სიტუაციებში “ღვთის იმედი გქონდეს” პრინციპითაც მოქმედებენ ხოლმე. პირველი, რაც უნდა გაითავისოთ – ესაა დეზინფექცია საშინაო პირობებში.
ჩვენი რედაქცია დეზინფექციის წესების საფუძვლად ცნობილი ექიმის, ევგენი კომაროვსკის განცხადებებს იღებს. მარტივი რჩევების მაგალითზე მოგიყვებით, თუ როგორ ჩაუტაროთ დეზინფექცია ნივთებს და რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რადგან ამაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული.
დეზინფექცია საშინაო პირობებში
პირველ რიგში, ანტისეპტიკური საშუალებები უნდა მოიმარაგოთ. მას ინტერნეტით ან აფთიაქში შეიძენთ. თუ მომენტი გამოტოვეთ, ანტისეპტიკი დამოუკიდებლადაც შეგიძლიათ მოამზადოთ. ყველაზე მარტივი ვარიანტი – ესაა ეთილის სპირტის 60-70%-იანი ხსნარი, წყალბადის ზეჟანგისა და გლიცერინის შემადგენლობით. შეგიძლიათ უბრალო სპირტხსნარის გამოყენებაც, თუ ხელთ სხვა არაფერი გაქვთ. ქვემოთ უფრო დეტალურად გიამბობთ ამ ყველაფრის შესახებ, მანამდე კი წესებს გაგაცნობთ.
დეზინფექციის წესები
ხელების დეზინფექცია
ამის შესახებ ათასჯერ მაინც გაგიგიათ, თუმცა ექიმები მაინც საჭიროდ თვლიან შეხსენებას. დაიბანეთ ხელები მანამდე, შემდეგ და მიმდინარე დროს. ნუ გამოტოვებთ ამ პროცედურას, რადგან იგი ძალიან ეფექტურია. თუ ნაზ კანს უფრთხილდებით, დამატენიანებელი კრემი გამოიყენეთ. გახსოვდეთ: ეს აუცილებელი პირობაა.
მზით დეზინფექცია
მზე ჩვენი მეგობარია. ექიმი თვლის, რომ ტანსაცმელი, რომლითაც ქუჩაში გადიხართ, 2 საათით მაინც უნდა დაფინოთ მზეზე. ზედმეტი არ იქნება რამდენიმე წყვილი ტანსაცმლის მომარაგება, რათა ერთმანეთს ჩაანაცვლოთ. თუ ასეთი ზომები არასაკმარისად მიგაჩნიათ, გამოიყენეთ ანტისეპტიკური საშუალება. დაამუშავეთ ნივთები კორიდორში, ფეხსაცმელი კი საერთოდ გაიტანეთ სახლიდან. აუცილებლად ჩაიცვით ხელთათმანები და ნიღაბი.
ეს მნიშვნელოვანია!
ექიმი კომაროვსკი ამტკიცებს, რომ ვირუსი დიდხანს შეიძლება ჩერდებოდეს ზედაპირებზე. თუ მაღაზიაში ვინმე შეგეხოთ ან გვერდით დაახველა, ტანსაცმელს ცხელი უთო გადაატარეთ.
გარეცხეთ ნივთები მანქანაში, არანაკლებ 50 გრადუსზე. ნუ შეგეშინდებათ ტანსაცმლის გაფუჭების – დაე, ის დაშავდეს და არა თქვენ.
გარშემომყოფებისთვის
ექიმი აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ ადამიანები ყოველთვის არ იცავენ წესებს და ბევრ რამეს ავტომატურად აკეთებენ. ამრიგად, რისკის ზონებში ხვდება სახლის გასაღები, ლიფტის ღილაკები, კარის სახელურები, სმარტფონები, ქაღალდის ფული და მაღაზიის პროდუქტი.
ჩვენ მიჩვეული ვართ ამ ყველაფრის დაუცველად გამოყენებაზე. თან ატარებთ სპირტიანი ხელსახოცები და გაიწმინდეთ ხელები. გაუზიარეთ ხელსახოცი სხვასაც, თუ ხედავთ, რომ ადამიანი დაუცველია. ამავე ხელსახოცებით სმარტფონის დეზინფექციაც შეგიძლიათ.
და საკუთარი თავისთვის
სახლში, აი, ასე მოვდივარ: კარს მიღებს ქმარი, მე არაფერს ვეხები. პირველ რიგში, იგი ხელებს ანტისეპტიკით მიმუშავებს, მხოლოდ ამის შემდეგ ვიხსნი დამცავ ნიღაბს. შემდეგ ვიხდი ქურთუკს და გამაქვს აივანზე. პროდუქტის პარკებს დერეფანში ვტოვებ და ვამუშავებ. ვადეზინფიცირებ თითოეულ პაკეტს, სმარტფონს, საფულეს, გასაღებებსა და ფეხსაცმელს. შარვალი და მაისური ირეცხება, მე – შხაპს ვიღებ, ამის შემდეგ, 40%-იანი სპირტის ხსნარით პირის ღრუს ვივლებ.
ანტისეპტიკი საშინაო პირობებში
- 200 მლ ეთილის სპირტი
- 30 მლ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი
- 10 მლ გლიცერინი
ანტისეპტიკი გლიცერინის გარეშე
- 160 მლ ეთილის სპირტი
- 40 მლ წყალი
- 10 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი
ალოე ვერას ანტისეპტიკი
- 14 წვეთი ჩაის ხის ეთერზეთი
- 100 მლ სპირტიანი ნაყენი (გვირილის, გულყვითელას)
- 2 ს.კ. ალოე ვერას გელი
როგორ ჩავუტაროთ დეზინფექცია ბინას ან ოთახს? ამისთვის ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებები (ცოტაოდენი ქლორის დამატებით) გამოიყენეთ. ზედაპირებისთვის იგივე სველი ხელსახოცები გამოგადგებათ, უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ყველა ზედაპირი ვერ იტანს სპირტს.