რატომ და როგორ უნდა შეარჩიოთ სწორი ზღუდეები აბაზანისთვის

205

სააბაზანო სოკოს გამრავლებისთვის ყველაზე შესაფერისი ადგილია, რამდენადაც სახლში ეს ყველაზე თბილი და ტენიანი ოთახია. ქალაქის აბაზანებისთვის ყველაზე უფრო დამახასიათებელია ობის სოკო, რომელიც ბეტონის, აგურის და შეღებილ ზედაპირებზეც კი ჩნდება.

ობი არამხოლოდ სააბაზანოს ინტერიერს, არამედ ადამიანის ჯანმრთელობასაც ვნებს. მავნე მფრინავი ნივთიერებები, რომლებსაც ადამიანი ისუნთქავს, აღწევს ორგანიზმში, ხელს უწყობს საშიში დაავადებების განვითარებას. თუ ბოლო დროს ხშირად გაწუხებთ თავის ტკივილები, შეამოწმეთ სააბაზანო სოკოსა და ობზე, რადგან შაკიკი მათი გაჩენის პირველი ნიშანია.

დღეს ჩვენი რედაქცია გიამბობთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ებრძოლოთ სოკოს სააბაზანო ოთახში და როგორ უნდა მოიქცეთ, მის გაჩენას ხელი რომ შეუშალოთ.

სოკო სააბაზანო ოთახში

სოკო სააბაზანოს ყველაზე არათვალსაჩინო ადგილიდან იწყებს გაჩენას. ძირითად, ობი იქ გროვდება, სადაც არ ჩანს: ნაკერებში, კაფელებს შორის, აბაზანასა და კედელს შორის. ყველაზე მეტად სწორედ ეს უკანასკნელი ადგილი ზიანდება ობით, რამდენადაც წყალი იქ მუდმივად ხვდება.

პირველი, რაც უნდა გააკეთოთ, რათა თავი მავნე მიკროორგანიზმებისგან დაიცვათ – დაფაროთ სარისკო ადგილები. ამისათვის საჭიროა ზღუდეების დაყენება კედელსა და აბაზანას შორის არსებულ ჭრილზე, რომლებიც დააკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს: წყალგამძლეობა, სიმკვრივე, მოქნილობა, მარტივად დაყენება.

პვქ-ს ზღუდე საუკეთესო გადაწყვეტილებაა მასალის არჩევისას. იგი საკმაოდ მჭირდო და მოქნილია, მარტივად იჭრება დანით, სრულიად ჰიპოალერგიულია და არ კარგავს იერს წლების მანძილზე.

გარდა სწორი მასალისა, მნიშვნელოვანია სწორი დამონტაჟებაც. აკვარიუმის ჰერმეტიკი ამ მისიას ყველაზე უკეთესად გაუმკლავდება. დანარჩენებისგან, იგი გამოირჩევა სრული ქიმიური ნეიტრალობით, წყალ- და ქიმიაგამძლეობით, ასევე, ეკოლოგიური უსაფრთხოებით.

თუ სახლში მცირე რემონტის ჩატარების საშუალება არ გაქვთ, სოკო კი უკვე მთელ სააბაზანოს მოედო, არსებობს საშუალებები, რომლებიც დაგეხმარებათ მის მოშორებაში. თუმცა, დასაწყისისთვის, მიმართეთ პროფილაქტიკურ ზომებს, რომლებიც ახალი ობის გაჩენას შეუშლის ხელს.

პროფილაქტიკური ზომები

  1. შეამოწმეთ, ხომ არ ჟონავს ოთახში რომელიმე მილი ან ონკანი, და აღმოფხვერით პრობლემა. ყველაზე ხშირად, ობი მილებში პატარა ნახეთქებით იწყება და თავიდან არ ჩანს, რადგან შეუმჩნეველ ადგილებში იწყებს დაგროვებას.
  2. იზრუნეთ შესაფერის ვენტილაციაზე. ჰაერი თავისუფლად უნდა ცირკურილებდეს ოთახში. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა დათმოთ სააბაზანოში ნივთების შრობის ჩვევა.
  3. სოკოს წინააღმდეგ ეფექტური საშუალებაა ჩვეულებრივი თეთრი ძმარი. უბრალოდ ჩაასხით ხსნარი შხეფის ბოთლში, შეაშხეფეთ სოკოთი დაზიანებულ მონაკვეთებზე და აცადეთ გაშრობა, შემდეგ კი გაწმინდეთ ზედაპირი მტკიცე ჯაგრისით და ჩამორეცხეთ წყლით.
    ძმარს უკვე მრავალი დიასახლისი იყენებს სახლის დალაგების დროს. გარდა ეფექტურობისა, იგი აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, სპეციფიკური სუნი კი საკმაოდ სწრაფად ნიავდება.
  4. აგრეთვე, სოკოს კარგად ებრძვის წყალბადის ზეჟანგი, საკვები სოდა, ნიშადურის სპირტი და მათეთრებელი. თუმცა, ქლორისშემცველი საშუალებებიც გამოყენების დროს, აუცილებლად გამოიყენეთ ხელთათმანები და გაანიავეთ ოთახი, რათა არ ავნოთ საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებს.

გაუზიარეთ სტატია მეგობრებს და დაწერეთ კომენტარებში, რა საშუალებებს იყენებთ ობის მოსაშორებლად და პროფილაქტიკისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს