ორქიდეა ეპიფიტური მცენარეა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი მთელ ცხოვრებას (ან დიდ ნაწილს) სხვა მცენარეებზე, ნიადაგთან კავშირის გარეშე ატარებს. ყვავილი ყველა სასარგებლო ნივთიერებასა და მიკროელემენტს ფესვების დახმარებით, ტენიანი ჰაერიდან იღებს. ამასთან დაკავშირებით, ხალხმა მას მიაწერა ცხოვრებისეული ენერგიის შეგროვების უნარი.
ოთახის მცენარე ორქიდეა
ბოლო დროს სუფევს მოსაზრება, რომ ორქიდეის სახლში გაზრდა არ შეიძლება: მხოლოდ ოფისებსა და არასაცხოვრებელ ფართებში. თუმცა, ფენ-შუის სპეციალისტებს ამ პრობლემასთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება აქვთ. ისინი არ გვიკრძალავენ ყვავილის სახლში გაზრდას, მხოლოდ იმ პირობით, თუ მას საძინებელში არ დავდგამთ.
ითვლება, რომ ძილის დროს ადამიანები აბსოლუტურად დაუცველები არიან, ხოლო ვერაგმა მცენარემ შეიძლება ამით ისარგებლოს და ცხოვრებისეული ენერგიის ნაწილი წაიღოს. დილით ადამიანმა შეიძლება ძლიერი დაღლილობა და უძლურობა იგრძნოს.
ასევე, ფენ-შუის სპეციალისტები იჟინებენ, რომ ორქიდეა უკიდურესად ქალური ყვავილია, რომელსაც მამაკაცური აურის გაფუჭება და ლიბიდოს დაქვეითება შეუძლია. ამიტომ, თუ სახლში მამაკაციცაა, ქოთანი იქ უნდა დადგათ, სადაც იგი ყველაზე ნაკლებ დროს ატარებს.
ასევე, ყველა ქალმა არ უნდა გაზარდოს ეს პრეტენზიული ყვავილი. თუ დიასახლისი ძლიერი ენერგეტიკით გამოირჩევა, მცენარესთან პრობლემები არ შეექმნება.
თუ ქალს რბილი, მგრძნობიარე და ცვალებადი ხასიათი აქვს, ორქიდეა მას ავნებს: მისი ენერგია თანდათან ყვავილში გადავა. ამიტომ, გულჩვილმა ლამაზმანებმა ეს მცენარე თავიდან უნდა მოიშორონ.
თუმცა, მიუხედავად სპეციალისტების დასკვნებისა, ჩვენი რედაქცია თვლის, რომ ისეთ ლამაზ მცენარეს, როგორიც ორქიდეაა, არავის ვნება არ შეუძლია! თქვენ როგორ ფიქრობთ?