როგორ მივიღოთ ორქიდეას სქელი და გრძელი ყუნწი გეორგი გორიაჩევსკის მეთოდით

586

მცენარეების ბევრი მოყვარული ცდილობს იმის გარკვევას, თუ რა გააკეთოს ორქიდეას სქელი და გრძელი ყუნწის გასაზრდელად. წარმატება თავად ორქიდეაზე, მის ასაკზე თუ რაიმე სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული? „პაპარაცი“ ამ და სხვა გავრცელებულ კითხვაზე პასუხს გაგცემთ.

ორქიდეას ყვავილის ყუნწი

პრეტენზიული, ტროპიკული ლამაზმანი მოთმინებას და კარგ მოვლას მოითხოვს. თუმცა გამოცდილმა მეყვავილემ გეორგი გორიაჩევსკმა ორქიდეას მოვლის შესახებ ყველა ხრიკი იცის. ამ ხრიკების დახმარებით კარგი შედეგის მიღებას შეძლებთ. მისი მცენარე ყოველთვის დიდხანს ყვავილობს და 2-4 სქელი ყვავილის ყუნწი აქვს.

რა ფაქტორები ახდენენ გავლენას ორქიდეას ყუნწის სისქესა და სიგრძეზე

1. გენეტიკა

ძირითადი და ყველაზე მთავარი ფაქტორი ყოველთვის ორქიდეას გენეტიკაა. უფრო ზუსტად, რამდენიმე გენი მიიღო მემკვიდრეობით ამა თუ იმ ჰიბრიდულმა ორქიდეამ წინაპრებიდან.

ცნობილია, რომ მაღაზიაში პრაქტიკულად ყველა ორქიდეა – ჰიბრიდია, რომელიც ბუნებაში მზარდი ფალენოპსისის საფუძველზეა მიღებული. უფრო ხშირად ესაა ფალენოპსისი შილერი ან სტიუარტი. მათთვის დამახასიათებელია გრძელი და ძლიერი ყუწნები ასზე მეტი ყვავილებით.

2. მცენარის ასაკი

ორქიდეა ცხოვრების პირველ წლებში ფესვების სისტემას აქტიურად ავითარებს, რადგან სრულყოფილ ფუნქციონირებას მხოლოდ მისი დახმარებით შეძლებს. ფესვების წყალობით ყვავილი საკუთარ თავს კვებავს და თავს იკავებს ქოთანში, სადაც იზრდება. ორქიდეას მხოლოდ მყარ მდგომარეობაში შეუძლია ფოთლების და ფოჩების – მცენარის ზედა ნაწილის უზარმაზარი წონის გაძლება.

შესაბამისად, რაც უფრო ასაკოვანია ორქიდეა, ფესვების სისტემა უფრო კარგად განვითარებული და ყუნწებიც უფრო სქელი აქვს. გამოუცდელ მეყვავილეებს ზოგჯერ იმედი უცრუვდებათ, როცა ხედავენ, რომ ორქიდეა მხოლოდ ფესვებს ავითარებს და არ ყვავილობს. ამ შემთხვევაში უნდა მიხვდეთ, რომ ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ მცენარე ძალებს იკრებს და უხვი ყვავილობისთვის ემზადება.

3. ორქიდეას პირობები

ლოგიკურია, რომ ორქიდეას ყოფის პირობები პირდაპირ გავლენას ახდენს მისი სიცოცხლეს ხანგრძლივობაზე, რომლის განმავლობაში ფესვებს და ფოთლებს ზრდის. ოპტიმალური ტემპერატურა 18-25 გრადუსია, ამასთან ტენიანობა 50-70%-ის ფარგლებში უნდა იყოს.

რა თქმა უნდა, თუ ტენიანობა მცირე ხნით 40%-მდე დაეცემა, ორქიდეა ამის გაძლებას შეძლებთ. მნიშვნელოვანია, რომ დაბალი ტენიანობის დროს ფესვებს გამოშრობის საშუალება არ მისცეთ, რადგან დიდი ალბათობით ორქიდეა უბრალოდ დაჭკნება.

მორწყვის, ტენიანობის, ხელსაყრელი ღამის და დღის ტემპერატურის გარდა ორქიდეას განვითარებაში მნიშვნელოვან როლს განათება ასრულებს.

იდეალურად ითვლება დღის სინათლე ან გაფანტული მზის სინათლე დღეში 7-12 საათით, რომელსაც ორქიდეას ჩაბნელება მინიმუმ 8-10 საათით ახლავს. ყველაფერი ეს ყუნწების შესანიშნავ ზრდას გამოიწვევს.

4. გამოკვება

თუ მსხვილი ორქიდეას ყუნწების მიღება გსურთ, აუცილებლად უნდა გამოკვებოთ. კომპლექსური სასუქი შეგიძლიათ მთელი წელი ორქიდეას სხვადასხვა მდგომარეობის მიხედვით გამოიყენოთ. ამასთან, რეკომენდებულია ორქიდეას თითოეული პერიოდის განმავლობაში ცალკე დაბალანსებული სასუქი გამოიყენოთ.

გეორგი გორიაჩევსკის რჩევა

ორქომანები, რომელთა ფანელოპსისებიც ყველა შესაძლო გამოფენაზე პირველ ადგილს იკავებენ, ამ მარტივ ხრიკს იყენებენ. ისინი მთელი 2 წელი ყვავილს მაღალ დღის ტემპერატურაზე (27-29 გრადუსი) ზრდიან. ამასთან, ბევრ წყალს და სინათლეს აზოტის სასუქთან ერთად აძლევენ. ღამით ტემპერატურას 25-24 გრადუსამდე ამცირებენ.

ასეთ პირობებში ორქიდეა არ ყვავილობს, არამედ ფესვების სისტემას და ფოთლებს ავითარებს. ამის შემდეგ ჩვეულებრივ შემოდგომაზე 3-4 კვირით დღისით ტემპერატურას 25 გრადუსამდე, ხოლო ღამით – 20 გრადუსამდე ამცირებენ. ამრიგად, 2 და უფრო მეტი სქელი, გრძელი ყუნწების წარმოქმნის სტიმულირება ხდება. როცა ისინი ზრდას იწყებენ, ტემპერატურას უფრო ამცირებენ: დღისით 21-22 გრადუსამდე, ღამით 16-17 გრადუსამდე.

ვიმედოვნებთ, რომ ამ სტატიიდან რაღაც ახალი და სასარგებლო იპოვეთ. მიღებული ცოდნით შეიარაღდით, რომ თქვენი ორქიდეა ძლიერი გაიზარდოს და დიდებული ყვავილებით ყოველთვის  გაგიხაროთ. წარმატებას გისურვებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს