ბოლოს, როცა შეძენილი ნაპოლეონი შევჭამე, იმედები ძალიან გამიცრუვდა. ფენები რაღაც უცნაური, მჟავე მაიონეზის მსგავსი კრემით იყო გაჟღენთილი. მოკლედ, როცა სახლის პირობებში ტორტის მომზადება გადავწყვიტე, ასეთ შესანიშნავ რეცეპტს გადავაწყდი.
კლასიკური შინაურული „ნაპოლეონი“
ასეთი ტორტის მომზადება რთული არაა, უბრალოდ მდიდრული ტკბილეულის სახლში მოსამზადებლად თავისუფალი დრო უნდა გამოყოთ. შედეგი ყველა მოლოდინს გადააჭარბებს, განსაკუთრებით მაშინ, თუ არა უბრალოდ კარაქიან და შაქრიან კრემს, არამედ ნამდვილ მოხარშულ კრემს გამოიყენებთ. გირჩევთ, „ნაპოლეონის“ საუკეთესო რეცეპტი ჩაიწეროთ და დაუყონებლივ მომზადებას შეუდგეთ.
ბისკვიტის ინგრედიენტები:
- 1,2 კგ ფქვილი
- 250 მლ რძე
- 400 გრ კარაქი
კრემის ინგრედიენტები:
- 3 კვერცხის გული
- 100 გრ შაქარი
- 500 მლ რძე
- 3 ს/კ ფქვილი
მომზადება:
1. ფქვილი გაცერით და ოთახის ტემპერატურის კარაქს აურიეთ, სანამ წვრილ, ერთგვაროვან ნაფშვენს არ მიიღებთ.
2. ფქვილის მასას 1 ჭიქა რძე დაუმატეთ და ცომი მოზილეთ. ის ელასტიკური, ცხიმიანი უნდა იყოს და ხელებზე არ უნდა გეკვროდეთ.
3. ცომი 14 ერთნაირ ნაჭრად დაყავით, შემდეგ თითოეული თხლად გააბრტყელეთ.
4. გაბრტყელებული ცომი საცხობ ფორმაზე მოათავსეთ და კუთხეები მოაჭერით. 28 სმ დიამეტრის მრგვალი ფორმა გამოიყენეთ. ცომი ჩანგლით დასერეთ და მოჭრილ კუთხეებთან ერთად 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 5-7 წუთით აცხვეთ. ასე ყველა ცომის ფენა გამოაცხვეთ.
5. ფენები და მოჭრილი კუთხეები გააგრილეთ. შემდეგ მოჭრილი კუთხეები დააქუცმაცეთ.
6. კრემი მოამზადეთ. 3 კვერცხის გული შაქართან ერთად ათქვიფეთ, ფქვილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
7. კვერცხის ნარევში ცოტა რძე გააზავეთ, დანარჩენი რძე ადუღებამდე მიიყვანეთ. შემდეგ კვერცხის ნარევს რძე აურიეთ. დაელოდეთ, სანამ ნარევი გასქელდება და მოხარშული კრემი გააგრილეთ.
8. შემდეგ კარაქი და შაქარი ათქვიფეთ და თანდათანობით მოხარშული კრემი დაუმატეთ. ნარევი მიქსერით ათქვიფეთ.
9. ტორტი ააწყვეთ. თითოეულ ბისკვიტის თხელ ფენას კრემი წაუსვით. ტორტს გვერდებზეც კრემი წაუსვით და ნაფშვენები მოაყარეთ.
10. ნაპოლეონის ტორტს დაფა მოხარშული კრემი დააფარეთ და ოდნავ დააწექით. ასე ტორტი მთელი ღამით მაცივარში გაიჟღინთება. მეორე დღეს ტორტის ზედა ნაწილზე კრემის წასმა და ნაფშვენის მოყრა არ დაგავიწყდეთ.
მეორე დღეს ტორტი ცოტა დაჯდება და ჰაეროვანი კრემით კარგად გაიჟღინთება. თუ 14 ფენის გამოსაცხობად მოთმინება არ გყოფნით, მათი რაოდენობა შეამცირეთ და უფრო ნაკლები ზომის ფორმა აიღეთ. დიდებულ, კლასიკურ შინაურულ „ნაპოლეონ“ მაღაზიაში ნაყიდს ვერც შეადარებთ. თუ თავისუფალი დღე და კარგი განწყობა გაქვთ, გირჩევთ ტორტი „ნაპოლეონი“ ნინა ბებოს რეცეპტით გამოაცხოთ.