D ვიტამინის აღმოჩენისთვის მადლობა რაქიტის მქონე ჩვილებს უნდა გადავუხადოთ. ამ ბავშვთა დაავადების პანაცეის ძებნაში ვიტამინი გასული საუკუნის დასაწყისში აღმოაჩინეს. მისი დეფიციტი ხშირად გვხდება ისეთ რეგიონში მცხოვრებ ხალხში, სადაც მზიანი დღეები იშვიათია, ასევე მეგაპოლისებში, სადაც გამონაბოლქვის და სმოგის მაღალი დონეა. ორგანიზმს ზაფხულის პერიოდში D ვიტამინის მარაგის შევსება შეუძლია, რომ ნელ-ნელა ზამთარში გამოიყენოს, მაგრამ საკითხავია, გვყოფნის კი ეს მარაგი დიდხანს? სავარაუდოდ, ზამთრის ბოლომდე არა.
რისთვის არის საჭირო D ვიტამინი
მას მოქმედების ფართო სივრცე აქვს. ის გაცვლით პროცესებში მონაწილეობს, ძვლების ჯანმრთელობისთვის კალციუმის და ფოსფორის დაგროვებას და შენახვას ხელს უწყობს, ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ზრდის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რადგან უშუალოდ ძვლების სისტემის ფორმირებაში მონაწილეობს. აუცილებელია ძვლების გასაძლიერებლად, ნერვული სისტემის მდგრადობითვის, იმუნიტეტისთვის, სისხლძარღვებისა და სისხლისთვის.
ვის ემუქრება D ჯგუფის ვიტამინის დეფიციტი
- ვეგეტარიანელებს, რომლებიც ხორცის და რძის პროდუქტების მიღებას ზღუდავენ;
- მათ, ვინც მზის სხივებს გაურბის;
- ხანდაზმულ ადამიანებს – დროთა განმავლობაში ორგანიზმი ვიტამინს ცუდად ითვისებს, მათ შორის ულტრაიისფერი სხივების დახმარებით;
- მუქი ფერის კანის მფლობელებს – ღია ფერის კანის მფლობელებს D ვიტამინის ნორმის სწრაფად შეგროვება შეუძლია;
- ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის დაავადების დროს – ამ ორგანოების დარღვევა D ვიტამინის დაგროვებას ართულებს;
- მათ, ვისაც ნაწლავების ქრონიკული დაავადება აწუხებთ – ვიტამინის ათვისების პროცესი სწორედ აქ ხდება;
რომელი პროდუქტები შეიცავს D ვიტამინს
სამწუხაროდ, D ვიტამინს ძალიან ცოტა პროდუქტი შეიცავს და ისიც უმნიშვნელო რაოდენობით. ამის მიუხედავად: კვერცხის გული, ხიზილალა, ღვიძლი, მცენარეული ზეთი და კარაქი, რძის პროდუქტები და ყველი, თევზის ცხიმიანი სახეობა.
გახსოვდეთ, რომ საბჭოთა კავშირის დროს საბავშვო დაწესებულებებში ბავშვის რაციონში თევზის ქონის დამატების ჩვევა სწორი იყო. ის D ვიტამინის და რაქიტის პროფილაქტიკის მთავარი წყაროა. მცირე რაოდენობით აღმოჩენილია ჭინჭარსა და ისპანახში.
მთავარი წყარო ულტრაიისფერი სხივებია. მზეზე ყოფნისას კანიდან ორგანიზმში საკმარისი რაოდენობის D ვიტამინი ხვდება. პირველივე შესაძლებლობაზე, ზამთარშიც კი, სახე და ხელები მზის სხივებს მიუშვირეთ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ირწმუნება, რომ D ვიტამინის ნორმის შესავსებად კვირაში 45 წუთით მხოლოდ სახის გარუჯვა საკმარისია.