ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ სტაფილოს სასარგებლო თვისებების და უკუჩვენებების შესახებ.

2595

სტაფილო გემრიელი და ნებისმიერი ფორმით (მოხარშული, მოთუშული, უმი) სასარგებლოა. ის იმუნიტეტს ზრდის, მადას აუმჯობესებს და დამწვრობის დროს გვეხმარება. მთავარია, ზომიერება დაიცვათ!

რომელ სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს სტაფილო

სტაფილო შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას: B, C, E, PP ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, შაქარს (ძირითადად, საქაროზი, გლუკოზა, ფრუქტოზა), ორგანულ მჟავებს (უპირატესად ვაშლის მჟავას), პექტინის და აზოტის შემცველ ნივთიერებებს, უჯრედისს, ფლავონოიდს, მინერალურ მარილებს (კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, რკინა), ეთერზეთს – სწორედ ის განაპირობებს ძირნაყოფის სპეციფიკურ არომატს.

მასში დიდი რაოდენობით შემავალი კაროტინი ადამიანის ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება (ამიტომ მას A პროვიტამინს უწოდებენ). ეს ვიტამინი თვალის ბადურის გაძლიერებაზეა პასუხისმგებელი. სწორედ ამიტომ, მისი მიღება სასარგებლოა თვალის დაავადებების დროს: კონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, ახლომხედველობა. გარდა ამისა, კანის და ლორწოვანი გარსების მდგომარეობაზე დადებით გავლენას ახდენს. მისი დეფიციტი თმის ცვენას, სწრაფ დაღლას და ანემიას იწვევს.

ითვლება, რომ სტაფილო შეიცავს ფალკარინოლს, ნივთიერებას, რომელიც სიმსივნის უჯრედების წარმოქმნას და გავრცელებას აფერხებს. თავდაპირველად ცნობილი იყო, რომ ფალკარინოლი სოკოს საწინააღმდეგო თვისებებს ფლობდა. მოგვიანებით კი კვლევამ აჩვენა, რომ ეს მისი ერთადერთი ღირსება არაა.

რით არის სასარგებლო სტაფილოს მიღება

სტაფილო ნებისმიერი სახით, ასევე მისი წვენი A ჰიპოვიტამინოზის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭის და თირკმლის დაავადებების დროს ძალიან სასარგებლოა. წვენს მატონიზირებელი და ანტიასაკობრივი მოქმედება აქვს. სტაფილოს კერძი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს და სისხლში ქოლესტერინის დონეს ამცირებს. პროდუქტი სამკურნალო მენიუში ხშირად გვხვდება – ის ორგანიზმის დაცვის ფუნქციებს და ნერვულ სისტემას აძლიერებს. მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის დროს რეკომენდებულია რაციონში მოხარშული სტაფილო დაამატოთ (კერძის უკეთ ასათვისებლად მცენარეული ზეთი მოასხით), ხოლო კოლიტის დროს სტაფილოს პიურე მიიღეთ.

მისი ჭამა პროფილაქტიკის მიზნითაც სასარგებლოა: პროდუქტი თმის და ფრჩხილების გაძლიერებას, სახის ფერის გაუმჯობესებას ხელს უწყობს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობაზე დადებით გავლენას ახდენს, ასევე მადას სტიმულირებს.

სტაფილოს ანტიმიკრობული თვისებები გააჩნია: ის ფიტონციდებს შეიცავს, რომელიც მიკრობებს ანტიბიოტიკების მსგავსად ანადგურებს. ძირნაყოფი ხშირად რეკომენდებულია სურდოს დაავადებების პროფილაქტიკისთვის. მას ჭრილობის შემახორცებელი მოქმედებაც აქვს, რის გამოც დამწვრობის დროს გამოიყენება. დამწვრობისთანავე, თუ შესაძლებლობა გაქვთ, დაზიანებულ ადგილზე მარლაში გახვეული გახეხილი სტაფილო დაიდეთ – ასე წყლულების გაჩენას თავიდან აიცილებთ.

როგორ გამოვიყენოთ სტაფილო სამკურნალო მიზნით

სტაფილოზე დაფუძნებული ჩაი ძირნაყოფის სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს. მისი მომზადება მარტივია: 2-3 ჩ/კ ხმელი და წვრილად დაჭრილ სტაფილოს მდუღარე წყალი დაასხით და 5-7 წუთით დააყენეთ.

ძირნაყოფის გარდა ხალხურ რეცეპტებში სტაფილოს ფოჩიც გამოიყენება – ის შეიცავს C ვიტამინს, სელენს (ძლიერი ანტიოქსიდანტი), საქაროზს, მინერალურ ნივთიერებას. ითვლება რომ ის, როგორც თავად სტაფილო, ჭრილობის შემახორცებელ მოქმედებას ფლობს – ნაკაწრებსა და ჭრილობაზე გახეხილი ფოჭის კომპრესი დაიდეთ, კანის დაავადების დროს მასზე დაფუძნებით ცივი სახვევი გაიკეთეთ. ხალხურ მედიცინაში ვარიკოზული გაფართოებული ვენების დროს გამოიყენება. ფოჩის თვისებებს შორისაა – ნაღვლმდენი, შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. კულინარიულ რეცეპტებში ხშირად არ გვხვდება, მაგრამ შეგიძლიათ ბოსტნეულის სალათებს დაუმატოთ.

ზოგადად, ფოჩზე დაფუძნებით ნახარშს და ნაყენს (ამისთვის წინასწარ გამხმარი ნედლი გამოიყენება) ამზადებენ. მაგალითად, ბუასილის სამკურნალოდ 20 გრ ხმელი ფოჩი ფხვნილის მიღებამდე დააქუცმაცეთ, ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი დაასხით და 9-10 საათით დააყენეთ. როცა ნაყენი მზად იქნება, გადაწურეთ.

50 მლ საშუალება დღეში 3-4-ჯერ მიიღეთ. მკურნალობის კურსი 2 თვით შეზღუდეთ.

სტაფილოს თესლის ეთერზეთი

სტაფილოს თესლის ეთერზეთი არც ისე ფართოდ ცნობილია, როგორც მაგალითად, პიტნის, ლავანდის, ჩაის ხის ან ლიმონის ზეთი, მაგრამ ყურადღებას მაინც იმსახურებს. მას ველური სტაფილოს თესლიდან წყლის ორთქლზე გამოხდით იღებენ. გამჭვირვალე, ზოგჯერ მოყვითალო სითხე 2 წელი ჰერმენტულ ჭურჭელში ინახება.

ზეთს კოსმეტიკური მიზნით იყენებენ, მაგრამ მას სამკურნალო თვისებებიც აქვს. ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი თვისებების წყალობით ართრიტის მდგომარეობას ამსუბუქებს. ეთერზეთს ხშირად მასაჟისთვის იყენებენ, არომატული აბაზანისთვის გამოგადგებათ (წყალში რამდენიმე წვეთი დაუმატეთ). ითვლება, რომ ასე ზეთი მოდუნებას და სტრესის გაქრობას ხელს უწყობს.

ეთერზეთი შეგიძლიათ კანის და თმის მოსავლელად გამოიყენოთ, მაგრამ ცხიმიან კანს არ უხდება, რადგან ცხიმოვანი ჯირკვლების სტიმულირებას ხელს უწყობს. მას ანტიასაკობრივი ეფექტი აქვს, კანის ელასტიკურობას ზრდის, თმის ზრდას ხელს უწყობს.

სტაფილოს გამოყენება კოსმეტოლოგიაში

კოსმეტოლოგიაში სტაფილოს წვენი ხშირად გამოიყენება. წვენით შეგიძლიათ სახე გაიწმინდოთ, რომ კანი გამოკვებოთ და უფრო ჯანსაღი იერი მიანიჭოთ. ასევე შეგიძლიათ 20%-იან სპირტს აურიოთ – მიღებული ლოსიონი სახის კანის მოსავლელად გამოგადგებათ.

სტაფილოს წვენზე დაფუძნებით, ასევე გახეხილი სტაფილოთი სხვადასხვა ნიღაბს ამზადებენ. მათ შემადგენლობაში შედის ისეთი ინგრედიენტები, როგორიცაა კვერცხის გული, არაჟანი, ლიმონის წვენი, მცენარეული ზეთი.

კოსმეტიკური მიზნით სტაფილოს ფოჩიც გამოიყენება: საშუალება თმის ცვენას შეაფერხებს, მას გააძლიერებს და ქერტლს გააქრობს.

უკუჩვენებები

სტაფილოს მიღება კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ნაწლავების ანთების დროს, ასევე ინდივიდუალური აუტანლობის დროს არ ღირს. (იგივე სტაფილოს ფოჩზე დაფუძნებულ საშუალებებს ეხება).

როგორც ნებისმიერი სხვა პროდუქტის შემთხვევაში, სტაფილოს შეუზღუდავი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები – A ჰიპერვიტამინოზი. ამ ძირნაყოფის წვენი სჯობს ბოროტად არ მიიღოთ: მისი ჭარბად მიღება ძილიანობის, მოთენთილობის, თავის ტკივილის და ღებინების მიზეზი შეიძლება გახდეს.

განსაკუთრებით ყურადღება ბავშვებს მიაქციეთ: თუ ძალიან ბევრ სტაფილოს შეჭამენ, კანი მოყვითალო-ნარინჯისფერ შეფერილობას მიიღებს (ეფექტი ხელისგულებსა და ტერფებზე უკეთ ჩანს). ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში ძალიან ბევრი კაროტინია. პრობლემის გადასაჭრელად ცოტა ხნით სტაფილო რაციონიდან ამოიღეთ.

რეკომენდებული დღიური დოზა ზრდასრულებისთვის დაახლოებით 300 გრ სტაფილოა (ზუსტად 3-4 ძირნაყოფი).

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს