მცენარეები რომლებიც ყველაზე სპარტანულ პირობებშიც კი გაიზრდებიან და თვალს გაახარებენ.

1170
ფოტო: Don McCulley on wikipedia

მრავალსართულიანი სახლების სადარბაზოები სასიამოვნო ემოციებს ნამდვილად არ იწვევს. როგორც წესი, ესაა მოუვლელი და ბნელი ადგილები, რომელთა დატოვება და ნაცნობ ბინაში ან ქუჩაში მოხვედრა ყველას ეჩქარება. საბედნიეროდ, არსებობენ მონდომებული ოსახლეებიც, რომლებიც სადარბაზოების გალამაზებას ცდილობენ.

დღეს ჩვენი რედაქცია დაასახელებს ყველაზე უპრეტენზიო მცენარეებს, რომლებსაც სადარბაზოს გალამაზება დიდი დროისა და მოვლის გარეშე შეუძლია. ამასთან, სახლი გაცილებით კომფორტული და მხიარული გახდება, ხოლო მეზობლები, ალბათ, ამ ინიციატივისთვის მადლობას გადაგიხდიან.

ყველაზე უპრეტენზიო მცენარეები

1. ცისუსი

ლამაზი ტროპიკული მცენარეა, რომლის ფოთლების ყურძნისას მოგაგონებთ. ასეთი მსგავსება შემთხვევითი არაა, რადგან ცისუსი მართლად ყურძნისებრთა ოჯახს მიეკუთვნება. მართალია, იგი ძალიან მედეგია არაკეთილშობილი პირობების მიმართ, მაინც უნდა გაითვალისწინოთ ზოგიერთი მომენტები, რომლებიც მცენარეს განვითარებაში დაეხმარება.

ცისუსი თავს შესანიშნავად გრძნობს 17-30 გრადუსის ფარგლებში. თუმცა, არც 10 გრადუსს უშინდება. ამასთან, მცენარე ვერ იტანს ორპირ ქარსაც. ზაფხულში ყვავილი თითქმის ყოველდღე უნდა მორწყოთ, ხოლო ზამთარში – ყოველ მეორე დღეს. თუმცა, თუ მორწყვა დაგავიწყდებათ, მცენარე გახმობას არ იჩქარებს.

2. ჯინჭარა ყვავილი

მცენარის მთავარი ღირსება ლამაზი ფოთლებია. რამდენადაც ამ ყვავილის ბუნებრივ საცხოვრებელ ადგილას ტროპიკები ითვლება, მას პრეტენზიულს ვერ ვუწოდებთ. თუმცაღა, ჯინჭარა ყვავილზე მზის სხივების მუდმივი მოხვედრა არასასურველია.

ოპტიმალური ტემპერატურაა ზაფხულში 18, ხოლო ზამთარში – 12 გრადუსი. თუმცა, ცხელ ამინდში ყვავილს უნდა შეაშხეფოთ წყალი 1-2 კვირაში ერთხელ. ამ შემთხვევაში, ნებისმიერი ნიადაგი და მინერალური სასუქები გამოგადგებათ. ხოლო ყოველ გაზაფხულს მცენარე უნდა გადარგოთ, პროცედურის დაწყებამდე კი ღეროები მოაჭრათ.

3. მონსტერა

უზარმაზარ ტროპიკულ მცენარეს არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები, ამიტომ სადარბაზო მისთვის ზედგამოჭრილი ადგილია. 10-25 გრადუსი ტემპერატურა მონსტერასთვის მისაღებია, თუმცა, დაბალ ტემპერატურაზე მას პრობლემები ეწყება.

სანამ მონსტერა იზრდება, იგი რეგულარულად უნდა მორწყოთ, თუმცა, სიმშვიდის პერიოდში იგი უწყლოობას შესანიშნავად უმკლავდება. მცენარე უნდა გადარგოთ წელიწადში ერთხელ, სანამ ჩვენი მწვანე მეგობარი 4 წლის ასაკს არ მიუკაკუნებს. შემდეგ არანაკლებ 2 წელიწადში ერთხელ მოითხოვს გადანერგვას.

4. ასპიდისტრა

ლამაზი, მუქმწვანე ფოთლების მქონე მრავალწლიანი მცენარე არ უშინდება მტვერს, არც ბინძურ ჰაერს, არც სინათლის უკმარისობას, არც დაბალ ტემპერატურას. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ, რომ ჰაერის ოპტიმალური ტემპერატურა მისთვის 15-17 გრადუსს წარმოადგენს, ამიტომ სიცხეში ფოთლებს კვირაში 1-2-ჯერ უნდა შეაშხეფოთ წყალი.

ამ მცენარისთვის ნებისმიერი ნიადაგის გამოყენება შეიძლება, თუმცა, სწრაფი ზრდისთვის სცადეთ მაღაზიის გრუნტი, რომელიც მინერალებითაა გამდიდრებული. უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ ასპიდისტრა მყიფე მცენარეა, ამიტომ იგი ძალიან ფრთხილად და იშვიათად (არანაკლებ 3 წელიწადში ერთხელ) უნდა გადარგოთ.

5. კაქტუსი

რა თქმა უნდა, ამ უპრეტენზიო მცენარეს ვერ გამოვტოვებდით, მას ხომ ნეგატიური ენერგიის გამწმენდადაც მიიჩნევენ. კაქტუსი დადგით ნათელ მხარეს. თუ ზაფხულში იგი სიცხის ატანას შეძლებს, ზამთარში ნუ დატოვებთ მას 15 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე.

ყვავილების მაღაზიაში იყიდება განსაკუთრებული ნიადაგი, რომელიც შესანიშნავად ერგება კაქტუსს. რაც შეეხება მცენარის გადარგვას, პროცედურა ყოველ გაზაფხულს უნდა ჩატარდეს. თანაც, პროცედურამდე 2 კვირით ადრე, კაქტუსის მორწყვა უნდა შეწყვიტოთ.

ოთახის ეს უპრეტენზიო მცენარეები გაამწვანებს და გააკეთილშობილებს თქვენი სახლის სადარბაზოს, მას უფრო მყუდრო ადგილად აქცევს. შესაძლოა, მეზობლებმაც მოისურვონ თავიანთი წვლილის შტანა და შეწყვიტონ სადარბაზოს დაბინძურება მაინც.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს