თანამედროვე სარეცხი მანქანების დახმარებით ტანსაცმლის რეცხვა არა დამღლელი, არამედ სასიამოვნო საქმიანობაა. ნივთების დახარისხება, მანქანაში მოთავსება, ფხვნილის ჩაყრა, შემდეგ ჩართვა და გარეცხვა – ესეც მთელი პროცესია. თუმცა ამ სიმარტივეს მეორე მხარეც აქვს: ჩვენ უფრო ხშირად ვრეცხავთ.
ზოგჯერ სარეცხ მანქანაში ხვდება ისეთი ნივთები, რომლებიც ერთხელ ან ორჯერ გვეცვა. დიზაინერი სტელა მაკარტნი თვლის, რომ ამ მავნე ჩვევაზე უარი უნდა ვთქვათ. ის მოგიწოდებთ, რომ ზოგიერთი ნივთი იშვიათად ან საერთოდ არ გარეცხოთ. „პაპარაცმა“ ამ საქმეში გარკვევა გადაწყვიტა.
შეიძლება თუ არა ნივთების გარეცხვა
„ცხოვრებაში ფუნდამენტური წესი არსებობს: თუ რეცხვის აუცილებლობა არაა, ამის გაკეთება არ ღირს“ – აცხადებს ინტერვიუში სტელა მაკარტნი, ცნობილი ბრიტანელი დიზაინერი. ის თვლის, რომ ტანსაცმელს ხშირი რეცხვა არ სჭირდება, ზოგიერთი ნივთის გარეცხვა კი საერთოდ არ ღირს.
ამისთვის მას ორი უდავო არგუმენტი აქვს – ტანსაცმლის სწრაფი ცვეთა და ეკოლოგიაზე მიყენებული დიდი ზიანი. ორივე მიზეზი ყურადღებას იმსახურებს.
ეკოლოგიის სფეროს ექსპერტები დიზაინერს ეთანხმებიან. ისინი ამ პრობლემის შესახებ უკვე არა ერთი წელია საუბრობენ. იაფი ტანსაცმლის უბედურება იმაში მდგომარეობს, რომ ის აკრილს და პოლიესტერს შეიცავს. სარეცხ მანქანაში მათი რეცხვისას გარემოში დაახლოებით 9 მლნ პლასტიკის წვრილი ნაწილი ხვდება, რომლებიც პლანეტას ნელ-ნელა კლავენ.
მათ რაოდენობაზე გავლენას ახდენს ის, თუ როგორ ვრეცხავთ. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩევა: რაც უფრო ხშირად რეცხავთ, მით უფრო მეტი მიკრო ნაწილი გამოიყოფა. დიზაინერი გირჩევთ, თუ ტანსაცმლის გარეცხვას აპირებთ, მინიმალური ტემპერატურა და თხევადი სარეცხი საშუალება გამოიყენეთ.
თხევადი სარეცხი საშუალება უფრო რბილია და ქსოვილებს შორის დაბზარვას ისე არ იწვევს. როგორც მშრალი სარეცხი ფხვნილი. რაც უფრო მცირეა დაზიანება, მით უფრო ნაკლები ნაწილი გამოიყოფა. ამ მიზეზით სარეცხი მანქანის გადატვირთვა არ ღირს.
მეორე მიზეზი – ტანსაცმლის სწრაფი ცვეთა. რაც უფრო ხშირად რეცხვათ, ტანსაცმელი მით უფრო ნაკლები ხნით გემსახურებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი სწრაფად გადაგდება და ახლის ყიდვა მოგიწევთ. აქ ეკონომიის სუნი არაა. ერთი შეხედვით წვრილმანია, მაგრამ საფულეზე ძლიერ გავლენას ახდენს.
ტანსაცმლის სწორი მოვლა უნდა ისწავლოთ და მისი გამოყენების დრო გაახანგრძლივოთ. ტანსაცმელზე რაც უფრო კარგად იზრუნებთ, მით უფრო დიდხანს გაძლებს და გარემოსთვისაც კარგი იქნება. რეცხვა კი უკანასკნელია, რაც ტანსაცმელს სიახლეს უნარჩუნებს.
განსაკუთრებით, ეს თეთრეულს ეხება. მაკარტნი აცხადებს, რომ ბიუსჰალტერს ყოველდღე არ ცვლის. ამას ქვედა საცვლების თანამედროვე დიზაინერები ეთანხმებიან. ისინი გირჩევენ ქვედა საცვლები თბილ წყალში ხუთჯერ გამოყენების შემდეგ გარეცხოთ და მხოლოდ რბილი სარეცხი საშუალების დახმარებით.
ქვედა საცვლების მანქანაში გარეცხა რეკომენდებული არაა, რადგან მანქანის ნიჟარამ დელიკატური ქსოვილი (მაქმანი ან აბრეშუმი) შეიძლება დააზიანოს. სწორედ ამიტომ, სჯობს ქვედა საცვლები ხელით გარეცხოთ. ასე უფრო დიდხანს გემსახურებათ და უფრო ლამაზი იქნება.
ახლა სულ უფრო მეტი ტანსაცმლის მწარმოებლები და დიზაინერები ისეთ ნივთებს ქმნიან, რომელთაც იშვიათი რეცხვა სჭირდებათ. თავად სტელა მაკარტნის ბრენდი ამ მხრივ პოზიციონირებას აკეთებს. ამასთან, ის ცდილობს ტანსაცმლის ჭკვიანი მოვლის სისტემა პოპულარული გახადოს და მყიდველებში გარემოზე ზრუნვის ფიქრი ჩანერგოს.
ამაზე მოსაუბრე ადამიანების რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება. მაგალითად, სარა კლეიტონი, კომპანიის „გიყვარდეთ თქვენი ტანსაცმელი“ ხელმძღვანელი გირჩევთ ჯინსი არ გარეცხოთ, არამედ გამოყენების შემდეგ გაანიავოთ. თუ მასზე ლაქა გაჩნდა, ადგილობრივად გარეცხეთ. მისი მთლიანად გარეცხვა აუცილებლობას არ წარმოადგენს.
თითქოსდა, სულელური იდეაა, ჯინსს ხომ არ გავაჭუჭყიანებთ? თუმცა იდეას, რომ ჯინსს რეცხვა არ სჭირდება, მხარი დაუჭირა ადამიანმა, რომელიც ამაში ყველაზე მეტად ერკვევა. ჩიპ ბერგი, კომპანია „Levi’s”-ის ხელმძღვანელმა 2014 წლის მაისში სიამაყით განაცხადა, რომ ჯინსი, რომელიც ახლა აცვია, არასდროს გაურეცხავს.
5 წლის შემდეგ, ამა წლის მარტში, ამერიკულ არხთან CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯინსი კვლავ არ გაურეცხავს. ერთი წუთით, ჯინსი უკვე 10 წლისაა. ამაში ტანსაცმლის მოვლის ხელოვნება მდგომარეობს. ყველამ უნდა იცოდეს, თუ როგორ გარეცხოს ტანსაცმელი სწორად და საერთოდ ღირს თუ არა მისი რეცხვა.
არავინ ამბობს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ჭუჭყიანი ტანსაცმლის რეცხვაზე უარი უნდა თქვათ. რა თქმა უნდა, არა. ამბობენ, რომ ნივთებს საღაად შეხედოთ. სანამ სარეცხ მანქანაში ტანსაცმლის გარეცხვას დააპირებთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით, ეს ნამდვილად საჭიროა?
თუ თითოეული ადამიანი ტანსაცმელზე ზრუნვას დაიწყებს და უაზრო რეცხვას შეწყვეტს, გარემოს შენარჩუნებას და ბევრი ფულის ეკონომიის გაწევას შევძლებთ. თუ ოდნავ გონიერები ვიქნებით, ჩვენს ირგვლივ სამყარო უფრო უკეთესი გახდება!
თქვენ რას ფიქრობთ ამის შესახებ? თუ სტატია ინფორმაციული იყო, მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.