ნესვის მურაბა ფორთოხლით

482

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ ნესვი
  • 2 ფორთოხალი
  • 3 ჭიქა წყალი
  • 2 კგ შაქარი

მომზადების ზუსტი რეცეპტი:

ნაბიჯი 1

ნესვი გაასუფთავეთ და კუბებად დაჭერით. 500 გრ შაქარი მოაყარეთ და 2 საათით გააჩერეთ.

ნაბიჯი 2

ქვაბში 1,5 კგ შაქარი ჩაყარეთ, 3 ჭიქა წყალი დაუმატეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ. მიღებული სიროფი ნესვს დაასხით, პირსახოცი დააფარეთ და 1 დღე გააჩერეთ. სიროფი გადაასხით, აადუღეთ და კვლავ ნესვს დაასხით. ნესვის მურაბა კიდევ 10 საათით დააყენეთ.

ნაბიჯი 3

ფორთოხალი გაასუფთავეთ, ნაჭრებად დაჭერით, ნესვს დაუმატეთ და ხარშეთ, სანამ ნესვის რბილობი სქელი და გამჭვირვალე არ გახდება. სუფთა, სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ და თავსახური დაახურეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს