კუნელი მებაღის ერთგული დამხმარეა. იგი კურნავს გულს, ამშვიდებს, ხსნის უძილობას. უჰ, რამდენი გემრიელობის მომზადება შეიძლება მისგან!
კუნელი ხალხური მედიცინის მიმდევრებისთვის დამსახურებულად საყვარელი პროდუქტია: მის შემადგენლობაშია მრავალი სახის ვიტამინი (A, C, E, K, B ჯგუფის), გლიკოზიდები, ქოლინი, კაროტინოიდები, ეთერზეთები, შაქარი, ცხიმოვანი მჟავები. ყვავილები შეიცავს ფლავონოიდებს, ტანინებს, ეთერზეთებს. ეს საკმაოდ ცნობილი კენკრაა, რომელიც გამოიყენება სამკურნალო, კულინარიული და კოსმეტიკური მიზნებით.
კუნელი, უპირველეს ყოვლისა, ცნობილია, როგორც საშუალება გულის დაავადებების წინააღმდეგ. მაგალითად, იგი გამოიყენება გულის რითმის დასარეგულირებლად; რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დარღვევების (ანგიონერვოზი, მოციმციმე არითმია, პაროქსიზმალური ტაქიკარდია) დროს, კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში.
კუნელზე დამზადებული წამლები დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზეც, რამდენადაც აქვს დამამშვიდებელი მოქმედება. კუნელის ყვავილების ნახარშს აქვს ანტიათეროსკლეროტული მოქმედებაც. კუნელი სასარგებლოა მომატებული შფოთვის დროს, აგრეთვე, ერთგული მოკავშირეა უძილობასთან ბრძოლის დროს. მის სარგებლობას აღიარებს ოფიციალური მედიცინაც – პრაქტიკულად ყოველ აფთიაქში შეხვდებით კუნელის ნაყენს, რომელსაც ამ მცენარის ყველა სასარგებლო თვისება აქვს შენარჩუნებული.
რისი მომზადება შეიძლება კუნელისგან
ნაყენი კუნელის გამოყენების არა ერთადერთი გზაა. იგი გამოიყენება ღვეზელების გულსართად, მისგან ამზადებენ კისელს, ჯემს, ჟელეს, მორსს, ბალახის ჩაის, ნახარშებსა და მრავალ სხვას. ამასთან, გამოიყენება არამხოლოდ ნაყოფი, არამედ ყვავილები და მერქანიც. ჩვეულებრივ, ყვავილებს კრეფენ გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში, ხოლო ნაყოფს – შემოდგომაზე, პირველ ყინვებამდე, მერქანიც გაზაფხულზე უნდა შეგროვდეს.
რა თქმა უნდა, ერთბაშად ყველაფრის მომზადება შეუძლებელია, მითუმეტეს, რომ კუნელის ზედმეტი რაოდენობით მოხმარება არტერიული წნევის შემცირებას გამოიწვევს. ამიტომ, ჩნდება კითხვა, თუ როგორ უნდა შევინახოთ კუნელი ზამთრისთვის, რათა მისი გემოთი სიცივეშიც დატკბეთ. ყველაზე მარტივი გადაწყვეტილებაა კენკრის გაყინვა – ამ შემთხვევაში, მისი სასარგებლო თვისებები არ იკარგენა. გარდა ამისა, შეგიძლიათ, იგი იმავე ტექნოლოგიით გამოაშროთ, როგორც ასკილს აშრობენ ჩაისა და ყავისთვის, ან დაამზადოთ ნახარშები, ან დაშაქროთ და მიირთვათ, როგორც ტკბილეული.
კუნელის ნაყენი
გულის დაავადებების მქონე ადამიანებმა უნდა მოამზადოთ ხმელი ყვავილების ნაყენი. 10 გ ნედლეულს დაასხით 10 დღით 100 მლ არაყი ან 70%-იანი სპირტი, დააყენეთ ბნელ ადგილას, თავსახურულ მდგომარეობაში. გადაწურეთ, ჩაასხით მუქი შუშის ფლაკონებში. გამოიყენეთ ნაყენი სტრესის მოსაშორებლად (ეფექტი გაძლიერდება კატაბალახას ან/და შავბალახას დამატებით), გულის არეში ტკივილისა და არითმიის მოსახსნელად.
კუნელის ნაყენი გადაღლილობის წინააღმდეგ
დაასხით 1 ს.კ. ხმელ კენკრას 1 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ 2 საათით სითბოში და გადაწურეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, საკვების მიღების წინ, 1-2 ს.კ.
კუნელის ნაყენი უძილობის წინააღმდეგ
დაასხით 40 გ წითელი კუნელის ყვავილებს 200 მლ მდუღარე წყალი. მიიღეთ 1 ს.კ. დღეში სამჯერ, 3 კვირის განმავლობაში.
დამამშვიდებელი ჩაი კუნელით
დანაყეთ 1 ს.კ. კუნელის ხმელი ნაყოფი, დაუმატეთ რამდენიმე ღერო პიტნა, 1 ს.კ. თხაწართხალა, დაასხით მდუღარე წყალი და დააყენეთ ჩაიდანში 15 წუთით. სურვილისამებრ, დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი.
კუნელის სასარგებლო მურაბა
1 კგ გარეცხილ და ყუნწგაცლილ ნაყოფს დაუმატეთ ამდენივე შაქარი და დააყენეთ 6-8 საათით (შეგიძლიათ, მთელი ღამით გააჩეროთ). შემდეგ მოურიეთ, გადაანაწილეთ ქილებში, ისევ დააყარეთ შაქარი და მოხუფეთ. ნაყენი წვენს 2 კვირაში გაუშვებს.
თქვენ გამოგიყენებიათ კუნელი სამკურნალო მიზნებით? როგორ ამზადებდით? გაგვიზიარეთ გამოცდილება.