მოსავლის დაგეგმვის და დარგვის სეზონზე გამოცდილი მებაღეების რჩევები ოქროს ფასის ტოლია. ბაბუა აფანასი, ჩვენი მეზობელი და მამის ძველი მეგობარი, ზუსტად ასეთი ადამიანია. მის ბაღში იზრდება ყველაფერი, რაც არ უნდა დარგოს!
გუშინ რჩევისთვის სტუმრად ვეწვიე, ის კი გზიდან მეუბნება: „პატარა ნაკვეთზე წარმატების მიღწევა რთული არაა. ზაფხულში ჩემ 9 ჰა ნაკვეთზე 200 კგ პომიდორს ვიღებ. როგორ მოგწონს?“ მებაღეობაში მისი ცხოვრებისეული გამოცდილება მოგვიანებით ბევრ ჩემს მეგობარს პატარა ნაკვეთიდან დიდი მოსავლის აღებაში დაეხმარა!
გამოცდილი მებაღეების რჩევები
დღეს „პაპარაცი“ გიამბობთ, თუ როგორ გააორმაგოთ მოსავალი პატარა ნაკვეთზე. მინიმალური ძალისხმევით მაქსიმალური შედეგი!
როგორი უნდა იყოს მიწა
„ნიადაგის შემადგენლობა მნიშვნელოვანია: პირველ რიგში მასზეა დამოკიდებული მოსავალი კარგი იქნება თუ არა!“ – ბაბუა აფანასემ რჩევები გამიზიარა. ნიადაგი რაც უფრო სქლად ფხვიერი და ორგანული ნივთიერებებით მდიდარია, მცენარის ფესვებისთვის მით უფრო ხელსაყრელი პირობები იქმნება.
მკვებავი ნივთიერებების რაოდენობა პირდაპირ ფესვთა სისტემის ზომაზეა დამოკიდებული. შედეგად, მცენარის ზედა ნაწილის ინტენსიური და ნაყოფიერი განვითარება ხდება.
რჩევები კვლების ფორმების შესახებ
საჭირო არაა, რომ ნაკვეთის ნახევარი ტრადიციულ ბოსტანს დაუთმოთ, როცა შეგიძლიათ არასტანდარტული აგროტექნიკური მეთოდები გამოიყენოთ. მაგალითად, ვერტიკალური კვლები უფრო ნაკლებ ადგილს დაიკავებს, ხოლო მოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
„ასე კიტრს, ბარდას, ნესვს, გოგრას და პომიდორს ვზრდი. საყრდენად ბადეს, ცხაურას და სამაგრებს ვიყენებ“ – აგრძელებს ბრძენი ბაბუა რჩევების გაზიარებას.
ვერტიკალური გაზრდით ნათესების მოვლასა და მოსავლის აღებაზე უფრო ნაკლები დრო დაგეხარჯებათ. ვერტიკალურად გაზრდილ მცენარეებზე დამწიფებული ხილის უკეთ დანახვა შეიძლება. იმის გამო, რომ მცენარე ნიადაგიდან ოდნავ ამოწეულია, სოკოვანი დაავადებებით ნაკლებად ინფიცირდება, რადგან ფოთლებს შორის ჰაერი თავისუფლად ვრცელდება.
მებაღეობის შესახებ ბესტსელერი წიგნის ავტორი, მელ ბარტოლომიუ ყველა დამწყებ მეაგარაკეს უბრალოდ ეხვეწება, რომ კვადრატებად დარგვას ყურადღება დაუთმონ.
ბაღის ნაკვეთის პატარა სივრცე მოსავლელად უფრო მოსახერხებელი და კომფორტული რომ გახდეს, ის თითოეულ კვალს, რომლის სიგრძეც და სიგანეც 1,5 მეტრია, 15 კვადრატად, 30X30 სმ-დ ყოფს. ასე თითოეულ კვადრატში შეგიძლიათ სხვადასხვა კულტურა გაზარდოთ. მაგალითად, შეგიძლიათ 4 თავი ხუჭუჭა სალათი ან 9 ნერგი ლობიო ან 16 ნერგი ბოლოკი დარგოთ.
მელ ბარტოლომიუ თვლის, რომ ნერგისთვის ფართობის შემცირებით დაახლოებით 80% სარწყავი წყლის, ასევე 80% შრომის და 80% სასუქის ხარჯი მცირდება. უდაოდ, ამაში საღი აზრია!
რჩევები, როგორ დავრგოთ პატარა ნაკვეთზე
„რისი დარგვა სჯობს პატარა ნაკვეთზე?“ – ვკითხე გამოცდილ მებაღეს. მან კი გულიანად გაიღიმა და მითხრა: „გაზარდე ყვალფერი, რისი ჭამაც გიყვარს. აზრი არ აქვს ადგილი სასარგებლო კულტურას დაუთმოთ, თუ ის შენთვის საჭირო არაა.
ასევე შეგიძლიათ ბოსტნეულის სახეობები დარგოთ, რომლებიც მაღაზიაში ძალიან ძვირი ღირს. ასე მცენარეებზე დაკვირვებით არა მხოლოდ სიამოვნებას მიიღებთ, არამედ ფულს დაზოგავთ. დარგე ბარდა, ხახვი, ბოლოკი: ბევრ ადგილს არ იკავებენ და მათ გამოყენებას დიდხანს შეძლებ“.
მისმა მეუღლემ, ბებია კლავამ დაამატა, რომ შეგიძლიათ დარგოთ ის, რის შეძენასაც სუპერმარკეტებში ვერ შევძლებთ. ასე იშვიათი ბოსტნეულით და მწვანილით აოცებენ და უმასპინძლდებიან შვილიშვილებს, რომლებიც ზაფხულში სოფელში დასასვენებლად ჩამოდიან.
სხვათა შორის, პატარა ნაკვეთზე ბოსტნეულთან ერთად ყვავილების კულტურებს და ხილის ხეებს ზრდიან.
სიმაღლის გაზრდა
მაღალი კვლები კარგ შედეგს იძლევა, მაგრამ ეს ვარიანტი ზარმაცებისთვის არაა. მიწის ნაყოფიერი ფენის სიღრმის გაზრდას მიაღწევთ, თუ კვლებს ორჯერ ღრმად დაბარავთ. ამრიგად, მიიღებთ დიდ ფუმფულა კვლებს მიწის ფხვიერი ფენით, რომელიც 50-60 სმ სიღრმეს მიაღწევს და ზედაპირზე 7-24 სმ-ით მოიმატებს.
აქ, საქმე ეხება ჩრდილს, რომელიც მაღალ კვლებში ერთმანეთთან ახლოს დარგული მცენარეებით მიიღწევა. ჩრდილი სარეველების ზრდას აფერხებს. შედეგად სარეველების მოშორებაზე ნაკლები დრო დაგეხარჯებათ. მაღალი კვლები მორწყვას და მოსავლის აღებას ამარტივებს.
მოსავალი ჩვეულებრივზე 4-ჯერ უფრო მეტი იქნება, ხოლო მორიგ ჯერზე დამუშავების აუცილებლობა მინიმალური იქნება!
რჩევები მცენარეების დასარგავად
„თუ თქვენი რეგიონის კლიმატი საშუალებას გაძლევთ, სააგარაკო სეზონი ერთი კვირით ადრე და გვიან დაიწყეთ და დაამთავრეთ!“ – თქვა ბოლოს ბაბუა აფანასე. პირველად მცენარეები შეგიძლიათ სათბურში ან პოლიეთილენის შეფუთვაში, წინასწარ შემთბარ ნიადაგში (ინფრაწითელი ნათურები დაგეხმარებათ) ჩარგოთ. ეს მეთოდი შეგიძლიათ სეზონის გასახანგრძლივებლად გამოიყენოთ.
დარწმუნებული ვარ, რომ გამოცდილი მებაღეების რჩევები ბევრ აგარაკის მფლობელს გამოადგება. პრაქტიკაში თამამად გამოიყენეთ და უკვე ძალიან მალე თქვენი შრომის შედეგს დაინახავთ.
ბაბუა აფანასეს კიდევ ერთი მინიშნება: „გახსოვდეთ, რომ აგარაკი – არა მხოლოდ მცენარეების მოსავლელი და შრომის ადგილი, არამედ აგარაკი არის ადგილი, სადაც შეიძლება და უნდა დაისვენოთ და მოდუნდეთ. ლამაზი, სურნელოვანი ყვავილებით დატკბით, პირველი მოსავლის გემრიელი ნაყოფი სიამოვნებით შეჭამეთ, ბალახზე ფეხშიშველა გაიარეთ და მზეს გაუღიმეთ. ბუნება და მცენარეები ხომ ასეთი მშვენიერია!“