ანატოლი პოტოლაპსკის სიმსივნის საწინააღმდეგო ნაკრები

388

დედაჩემს კიბო აქვს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ქიმიოთერაპია მისთვის არ შეიძლება. რაღაც მსმენია პოტოპალსკის კიბოს საწინააღმდეგო ნაკრების შესახებ. იქნებ მისი რეცეპტი დაბეჭდოთ? პატივისცემით, ს.კ.

ავ- და კეთილთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალო და საპროფილაქტიკო მცენარეული ნაკრების მოსამზადებლად, მისი ავტორი, სამედიცინო მეცნიერებათა კანდიდატი, ანატოლი პოტოპალსკი გვირჩევს შემდეგი რეკომენდაციების დაცვას:

მოამზადეთ სამი სამლიტრიანი ქილა კაპრონის თავსახურებით.გარეცხილი ქრისტესისხლა გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. ნედლეულის მოცულობამ 3 ლ-ს უნდა მიაღწიოს. თანაბრად გადაანაწილეთ მასა თითოეულ ქილაში. ფითრის ფოთლები და ტოტები (საუსვრლია, ნაყოფიერი ხეებიდან) დააქუცმაცეთ. ეს მასაც 3 ლ-ს უნდა შეადგენდეს. თითო ლიტრი დაუმატეთ ქრისტესისხლას მასას ქილებში. გაატარეთ ხორცსაკეპში გულყვითელას ყვავილები ისე, რომ მიიღოთ 1.5 ლ მასა და გადაანაწილეთ ქილებში. კოთხოჯის ნედლი ფესვები გაატარეთ ხორცსაკეპში. მოცულობა 1.5ლიტრი უნდა გამოვიდეს, თითო ქილაში – 0.5 ლ.

თუ ნედლი მცენარეები არ გაქვთ, მოათავსეთ ქილებში 200 გ დაქუცმაცებული ხმელი ქრისტესისხლა,200 გ ხმელი ფითრი, 100-100 გ გულყვითელას ხმელი ყვავილები და კოთხოჯის დაქუცმაცებული ხმელი ფესვები.

ქრისტესისხლა, ფითრი, გულყვითელა და კოთხოჯი კარგად შეურიეთერთმანეთს და დაასხით ექსტრაგენტი (40%-იანი სპირტი, კონიაკი, არაყი ან ღვინო “კაგორი”) ისე, რომ ნედლეული 2-3 სმ-თი დაიფაროს.

სამდღიანი დაყენების შემდეგ, დაამატეთ ექსტრაგენტი, მასა კიდევ 2-3 სმ-თი რომ გაიზარდოს. დააყენეთ 5-7 დღით, ბნელ და გრილ ადგილას (მაცივარში არა). თუ ღვინოს იყენებთ, ნაყენი შედგით მაცივარში.

პირველი 2 კვირის განმავლობაში, მიიღეთ 1 ჩ.კ. ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე. შემდეგ გაზარდეთ დოზა 1 ს.კ.-მდე, დღეში ისევ სამჯერ. მცენარეული მასა არ გადაყაროთ, დააჭირეთ კოვზი, ნაყენის გადაღვრა რომ შძლოთ.

როცა პირველი ქილიდან გამოიყენებთ ნაყენს, დაუმატეთ მცენარეულ მასას 1.5 ლ მდუღარე წყალი, დააყენეთ მთელი ღამით, დილით გადაწურეთ სითხე და შედგით მაცივარში. მიიღეთ 2 ს.კ. დღში სამჯერ, ჭამის წინ, სანამ სასმელი არ გათავდება. ასევე გამოიყენეთ მეორე და მესამე ქილის ნაყენი.

შეისვენეთ 3 თვით და მოამზადეთ ახალი ულუფა ამავე რეცეპტით. ასეთი კურსები გაიმეორეთ რეგულარულად, მათ შორის 3 თვე უნდა შეისვენოთ ხოლმე, სიმსივნის განვითარების პროფილაქტიკისთვის, წელიწადში ერთი კურსი საკმარისი იქნება.

ამ ნაკრების მოხმარება შეიძლება ინფექციური ვირუსული რევმატოიდული პოლიართრიტის სამკურნალოდაც. ნაყენის შინაგანად მიღებასთან ერთად, მას ღამ-ღამობით იზელენ სახსრებში, ყველაზე მტკივან ადგილებზე კი ამავე ნაყენის კომპრესს იკეთებენ.

ამ ნაკრებით სიმსივნისა და პოლიართრიტის მკურნალობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ სპეციალისტების მიერ დანიშნულ მკურნალობასთან კომპლექსში, ექიმ-ონკოლოგის ან თერაპევტის დაკვირვების ქვეშ, ობიექტური კონტროლის თანხლებით (უბგ, რენტგენოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, სისხლის, შარდის ანალიზები და სხვ.)

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს