ზოგიერთი ხერხი ხელს შეუშლის მავნე მღრღნელების გაჩენას ან შეზღუდავს მაინც მათ რაოდენობას. თუ მათ აქტიურ განადგურებას ამჯობინებთ, გაითვალისწინეთ რამდენიმე მარტივი წესი.
სანამ მავნებელ მღრღნელებთან ბრძოლაში ჩაერთვებოდეთ
- გაასქელეთ კარები, დააყენეთ მეტალის ბადეები სავენტილაციო ან სხვა ხვრელებზე;
- თუ სახლი ახლა შენდება, ფუნდამენტის ჩასხმისას გაითვალისწინეთ, რომ რუხ ვირთხას შეუძლია 40 სმ სიღრმემდე გათხაროს ნიადაგი;
- სახლის გარშემო აღმოფხვერით ვირთხებისა და თაგვების კვების ყველა შესაძლო წყარო (ნაგავსაყრელები, ნაგვით სავსე ორმოები);
- დაახლოებით შეაფასეთ მღრღნელების რაოდენობა. ჩვეულებრივი ვირთხების ოჯახი 8-10 ზრდასრული წევრისგან, ხოლო თაგვებისა – 20-30 წევსრისგან შედგება (თუ სხვა მეზობელ ოჯახებთან არ მეგობრობენ).
ქიმიური საშუალებების გამოყენებამდე, აუცილებლად გულდასმით წაიკითხეთ ინსტრუქცია – თქვენ ხომ საქმეს შხამთან იჭერთ. მასზე მწარმოებელმა უნდა მიუთითოს გამოყენების მეთოდი, პრეპარატის ხარჯვის ნორმები და პირველადი დახმარების წესები მოწამლვის დროს.
გაითვალისწინეთ რამდენიმე წესი:
- როდენტიციდები გამოიყენება მღრღნელებით დასახლებულ მთელ ტერიტორიაზე. უმჯობესია, სატყუარა ცხოველების საკვებ ადგილებს შორის და სოროებთან ახლოს იყოს;
- თუ არსებობს იმის ალბათობა, რომ საშიშ პროდუქტს შემთხვევით სხვა შინაური ან გარეული ცხოველი შეჭამს, მოათავსეთ იგი რამე ბუნებრივი საფრის ქვეშ (დივნის ან კარადის ქვეშ) ან დაახურეთ ხის ყუთი, პატარა შესასვლელით. სხვათა შორის, ასე მღრღნელები ნაკლებად მიმოფანტავენ შხამს. თავზემოთ ჭერი კი უსაფრთხოების ილუზიას შეუქმნის და მადას გაუუმჯობესებს;
- არასდროს მოათავსოთ სატყუარა ოთახის ცენტრში. შეარჩიეთ კედელთან 5-10 სმ-თი დაშორებული ადგილი;
- გადაანაწილეთ სატყუარა დოზებით. ერთ ჯერზე ვირთხას თავისი სხეულის მასის 5-10%-ის ჭამა შეუძლია. ვირთხისთვის ლეტალურ ეფექტს უზრუნველყოფს “კლერატის” 5-10 გრანულა, თაგვისთვის კი – 2;
- პერიოდულად შეაფასეთ განთავსებული სატყუარები: პირველ ჯერზე, 1-3 დღეში ერთხელ, შემდეგ კი – კვირაში ერთხელ. თუ სატყუარას არავინ შეხებია, შეცვალეთ ადგილი. ახალი ულუფა დაამატეთ10-14 დღის შემდეგ – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატყუარა უკვე შეჭამეს, მღრღნელები კი ჯერ კიდევ არ გშორდებიან;
- დაბინძურებული ან ძველი სატყუარა ჩაანაცვლეთახლით, გაფუჭებული კი დაწვით ან ჩაფალით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს