რატომ უნდა ჩაიცვათ წინდები ძილის წინ, თუნდაც ზაფხულში.

605

ერთი შეხედვით მძიმე სამუშაო დღის შემდეგ ღამით სწრაფად დაძინების საკითხი არ უნდა წარმოიშვას. თუმცა, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, უძილობის პრობლემა ყველაზე თავგადაკლულ მშრომელსაც გვერდს არ უვლის.

თუ თქვენთვის ასეთი პრობლემები ნაცნობია, ჩვენთან დარჩით და პრობლემის გადაჭრა ერთად ვცადოთ.

 „პაპარაცი“ ჩქარობს გაგიზიაროთ კორეელი მეცნიერების გასაოცარი აღმოჩენა, რომელიც უძილობის ერთ-ერთ მიზეზს ნათელს ჰფენს.

მზად ხართ უძილო ღამეებს ერთხელ და სამუდამოდ დაემშვიდობოთ და ძილის რეჟიმი დაარეგულიროთ? მაშინ დავიწყოთ!

როგორ დავიძინოთ ღამით სწრაფად

უცხოელი მკვლევარების მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დაძინების პროცესში მნიშვნელოვან როლს ადამიანის სხეულის ტემპერატურა ასრულებს.

არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ დღის განმავლობაში სხეულის ნორმალური ტემპერატურა 36,6°C. იმის შესახებ, რომ ძილის დროს ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით იკლებს, ყველამ ნამდვილად არ იცის.

სხეულის ტემპერატურის რეგულირებაზე სისხლძარღვები არიან პასუხისმგებელნი. როცა გვცხელა, სისხლძარღვები ფართოვდება. ეს თავის მხრივ თბილ სისხლს ცენტრალური ნაწილიდან მთელ სხეულში გადანაწილების საშუალებას აძლევს. სანამ სისხლი მთელ სხეულში მოძრაობა, ის ნელ-ნელა გრილდება.

სხეულის ცენტრალური ტემპერატურა რაც უფრო სწრაფად მცირდება, ადამიანი მით უფრო მოდუნებული და მძინარე ხდება.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ სისხლძარღვების გაფართოებას ფეხის თბილი აბაზანები უზრუნველყოფს. ასეთი პროცედურით სხეულის ცენტრალური ტემპერატურა სწრაფად მცირდება, რაც შედეგად სწრაფად დაძინებას ხელს უწყობს.

საქმე იმაშია, რომ ჩვენი ტერფები ორგანიზმსა და გარემოს შორის თერმოცვლას ყველაზე ეფექტურად ასრულებს. ამის მთავარი მიზეზი იმაში მდგომარეობს, რომ სხეულის სხვა ნაწილებისგან განსხვავებით ტერფები თმიანი ზედაპირით დაფარული არაა, ამიტომ ყოველთვის ღია რჩება და გარე ცვლილებების მიმართ უფრო მგრძნობიარეა.

თუ არა მხოლოდ უძილობა, არამედ მშფოთვარე ძილი გაწუხებთ, დროა ბებიების მიერ გასულ წელს ნაჩუქარი თბილი ნაქსოვი წინდები გაიხსენოთ.

ძილის წინ წინდების ჩაცმის ჩვევა შუაღამით გაღვიძებას სამუდამოდ დაგავიწყებთ.

სიტყვაზე, ამის წყალობით დილით, გაღვიძებისას თავს უფრო დასვენებულად და მხნედ იგრძნობთ.

გაითვალისწინეთ, რომ წინდები ნატურალური მასალისგან დამზადებული უნდა იყოს. ზამთარსა და შემოდგომაზე ბეწვიანი წინდები გამოიყენეთ. გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში უპირატესობა ბამბის წინდებს მიანიჭეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს