რატომ უნდა მოხადოთ ხარშვის დროს მურაბას ქაფი

933

მურაბის მოხარშვა ჯერ კიდევ ბავშვობაში, ბებიაჩემისგან ვისწავლე. სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს მოსაწყენი საქმიანობაა, პირიქით, ბებიამ მასწავლა, როგორ ვაქციო პროცესი გასართობ თამაშად. ახლა კი, როცა ზამთრისთვის კონსერვებს ვამზადებ, თბილად მახსენდება ბებიასთან გატარებული დრო. ასევე, მურაბის მოხარშვასთან დაკავშირებული მისი რჩევები ჩემს ნაცნობებს არაერთხელ გამოადგათ.

დღეს ჩვენი რედაქცია გიამბობთ, თუ რატომ უნდა მოხსნათ მურაბას ქაფი ხარშვის დროს. ეს კითხვა ყველაზე ხშირად აწუხებთ ჩვენს მკითხველებს, მურაბასთან დაკავშირებული სტატიების კომენტარებში. აგრეთვე, სტატიის ბოლოს შემოგთავაზებთ მარწყვის მურაბის მარტივ და სწრაფ რეცეპტს.

როგორ მოვხარშოთ მურაბა 

როცა სამზარეულოში არომატული მურაბა მზადდება, ოჯახის წევრები ნაზი და გემრიელი ქაფის გარშემო ტრიალებენ. ჩემი ბავშვები კოვზებით იარაღდებიან პირდაპირ ხარშვის პროცესში, ხოლო ჩემი კონდიტერი და ამ ქაფს აგროვებს და მისგან პეროგს ან კრემს ამზადებს.

იცოდით, რომ ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში ქაფს, რომელიც ნებისმიერი კერძის თავზე ჩნდებოდა, არასასურველ პროდუქტად თვლიდნენ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ჯერ კიდევ მაშინ, გამოცდილი კულინარები თავიდან იშოროებდნენ მას, საკვების გემოსა და არომატის გასაუმჯობესებლად.

სანამ გაგცემდეთ პასუხს კითხვაზე, უნდა მოხადოთ თუ არა ქაფი მურაბას ხარშვის დროს, მოდით, გავერკვეთ, მაინც რას წარმოადგენს ეს ქაფი და საიდან მოდის იგი.

ხარშვის პროცესში, იმ პროდუქტების ყველაზე მსუბუქი ნაწილაკები, რომელთაგანაც მურაბა შედგება, მიისწრაფვის ზემოთ და ერთმანეთს უერთდება, რითაც მკვრივ ქაფს ქმნის. ესაა კენკრის, შაქრისა და წყლის ჭუჭყი და წვრილი ნარჩენები. აგრეთვე, ყველაზე პირველი ცილები, რომლებიც ჯერ კიდევ 40 გრადუსზე დედდება და მეტისმეტად სწრაფად მჟავდება. თავად ქაფი სხვადასხვა ფრაქციის ნარევია, რომელიც მურაბის ზედაპირზე იყრის თავს.

მურაბას ქაფი იმიტომ უნდა მოხადოთ, რომ იქ წვრილი ნაგავი და ჭუჭყი გროვდება, რომლებიც ვერ გაირეცხა. თუ ამას არ გააკეთებთ, მურაბა შეიძლება ამჟავდეს და მთელი შრომა წყალში ჩაგეყაროთ. ჩვენი ბებიები ყოველთვის ასე აკეთებდნენ, ისინი კი ნამდვილად იცნობდნენ მურაბის ნამდვილ გემოს!

უქაფო მურაბა გაცილებით უკეთ მოიხარშება, ასევე, იგი უფრო დიდხანს შეინარჩუნებს განუმეორებელი კენკრის არომატს. ქაფის მოხდის დროს, მურაბა მარტივად და სწრაფად თავისუფლდება ზედმეტი ნაგვისგან, რაც მის ხანგრძლივ შენახვას უზრუნველყოფს.

ქაფი საერთოდ რომ არ გაჩნდეს, ხარშვის დროს პატარა ნაჭერ კარაქს ვამატებ. ეს ხრიკი 100%-ით მუშაობს.

მარწყვის მურაბა ბანანით

ახლა კი, როგორც შეგპირდით, გთავაზობთ სწრაფი და გემრიელი მარწყვის მურაბის რეცეპტს, ბანანისა და ლიმონის დამატებით.

ინგრედიენტები:

  • 900 გ მწიფე მარწყვი
  • 0.5 კგ ბანანი
  • 900 გ შაქარი
  • 1 ლიმონი
  • 1 ს.კ. რომი
  • 0.5 ჩ.კ. ვანილინი

მომზადება

  1. გარეცხეთ მარწყვი, მოაშორეთ ყუნწები და ისევ გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ.
  2. გაფცქვენით ბანანი და დაჭერით, დაუმატეთ მარწყვს. აქვე ჩაყარეთ უკურკო ლიმონის ნაჭრები.
  3. ხილი ათქვიფეთ ბნელდერში, პიურეს მდგომარეობამდე. დაუმატეთ ვანილინი და რომი.
  4. დაიწყეთ შაქრის თანდათანობითი დამატება, კარგად ურიეთ თითოეული ულუფის შემდეგ. მოათავსეთ მასა ქვაბში და აადუღეთ.
  5. ხარშეთ მაღალ ცეცხლზე 2 წუთით, ადუღების შემდეგ.
  6. ხარშვის დასრულების შემდეგ, გადაანაწილეთ მურაბა გასტერილებულ ქილებში და მოხუფეთ.

ხანგრძლივი ხარშვა კენკრას აყავისფრებს, უკლავს გემოსა და არომატს. შესაბამისად, ასეთი მურაბა სასარგებლოც აღარაა. კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი მურაბების რეცეპტები.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს