მცენარეული საშუალებები კატარაქტის საწინააღმდეგოდ

176

„ერთ-ერთ სტატიაში ლიუბოვ დუდჩენკო ლიბრას და ტრაქომას სამკურნალოდ ქრისტესისხლას წვენზე დაფუძნებულ  რეცეპტებზე წერდა. გთხოვთ, დაწერეთ რეკომენდაციები კატარაქტის სამკურნალო მცენარეების შესახებ. პატივისცემით, ვალენტინა.“

წერილს პასუხობს ლიუბოვ დუდჩენკო, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.

ნამდვილად, ლიბრას და ტრაქომას მკურნალობაში ქრისტესისხლას პრეპარატებს ეფექტური მოქმედება აქვთ, მაგრამ კატარაქტის დროს მისი გამოყენება რეკომენდებული არაა.

კატარაქტი – ნივთიერების ან ბროლის კაფსულის დაბურვაა. დაავადება სხვადასხვა მიზეზმა შეიძლება გამოიწვიოს. მაგალითად, თვალის დაზიანება, ფარისებრახლო ჯირკვლის მუშაობის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი, ორგანიზმის ასკობრივი ცვლილებები და ა.შ.

კატარაქტის დროს ეფექტურია ასეთი მცენარეული საშუალებები:

  • ალოე ხისებრი. გამოიყენება თვალის ბევრი დაავადების, მათ შორის კატარაქტის დროს. ცხელ წყალში გაზავებული წვენი სავლების სახით (1:10 პროპორცია) გამოიყენეთ.
  • ჟუნჟრუკა. ნაყენი: 1 ს/კ ბალახს 1 ჭიქა მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ. კარგად გაფილტრეთ, შემდეგ დღეში 2-3-ჯერ თვალში ჩაიწვეთეთ და გაიწმინდეთ.
  • კორდისკბილა. ნაყენი: 40-50 გრ ბალახს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ. კარგად გაფილტრეთ. თვალებზე დაიდეთ, ასევე თვალები გაიწმინდეთ.
  • მცოცავი ბეგქონდარა. 1 ჩ/კ – 1 ს/კ ბალახი ყვავილობის პერიოდში შეაგროვეთ, გაახმეთ და ფხვნილის მიღებამდე დააქუცმაცეთ, თაფლი აურიეთ და ძილის წინ მიიღეთ. ბეგქონდარას ნაყენი: 60 გრ დაქუცმაცებულ ნედლს 1 ლ მდუღარე წყალი დაასხით, 1 საათით დააყენეთ. გადაწურეთ და ამ ნაყენით თვალები გაიწმინდეთ და სავლები გაიკეთეთ.
  • ნატურალური თაფლი კატარაქტის განვითარებას აფერხებს. 30% თაფლის ხსნარი მოამზადეთ, 30 გრ თაფლი 100 მლ გაფილტრულ ან ანადუღარ წყალში გააზავეთ. დღეში რამდენჯერმე თვალში 3-4 წვეთი თბილი ხსნარი ჩაიწვეთეთ. ჩაწვეთების შემდეგ წვის შეგრძნება სწრაფად ქრება. საშუალება თვალებში ანთებით პროცესებს სწრაფად აქრობს. თაფლის ხსნარი მაცივარში შეინახეთ, მაგრამ გამოყენების წინ შეათბეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს