ჭიანჭველები ნაკვეთზე: ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდები

603

ტყეში ჭიანჭველების სასარგებლო საქმიანობა ყველასთვის ცნობილია – ისინი სანიტრები არიან. თუმცა, ბაღში დასახლების შემდეგ, კორდისა და ბაღის ჭიანჭველები – შავი და წითელი – მავნებლებად იქცევიან.

ჭიანჭველები ცხოვრობენ ოჯახებად, რომელთა შემადგენლობა უაღრესად რთულია. დედა (“დედოფალი”) მართავს შთამომავლობას – მუშათა კლასის მასას, რომელიც სხვადასხვა სამუშაოს ასრულებს ბუდეში, სპეციალიზაციის მიხედვით.

აისბერგის მხოლოდ 1/10 ნაწილი ჩანს წყლის ზედაპირზე. იგივე ახასიათებს ჭიანჭველების ბუდეს: მისი უხილავი მიწისზედა ნაწილი 1.5 მეტრამდე სიღრმეს აღწევს. ამასთან, მუშა ჭიანჭველათა 70-90% მუდმივად ბუდეშია და, შესაძლოა, ნიადაგიან არასდროს ამოძვრნენ, იკვებებიან საკვების მოპოვების სპეციალისტების მიერ მოტანილი ხორაგით. ეს ძალიან ართულებს ჭიანჭველებთან ბრძოლას.

მაშინაც კი, თუ მიწის ზემოთ ყველა ჭიანჭველას განადგურებას შეძლებთ, ოჯახის შემადგენლობაში საჭირო რიცხოვნობა აღდგება და გაიზრდება კიდევაც. ჭიანჭველათა მთელი კოლონიის გასანადგურებლად, დედოფალი უნდა მოკლათ.

პროფილაქტიკა

ჭიანჭველებს არ მოსწონთ პიტნის, ასფურცელას, მწარე აბზინდისა და ანისულის სუნი: მათი მწვანე ან ხმელი ფოთლების გამოყენება შეგიძლიათ რეპელენტების სახით, მწერების თავმოყრის ადგილებში დალაგებით. არსებობს ცნობები, რომ ჭიანჭველებს აშინებთ ოხრახუშის, პომიდვრის ფოთლების, დაფნის ფოთლისა და მდოგვის სურნელი.

შეგიძლიათ, ჭიანჭველების ბუდე დაამუშავოთ ხის ფერფლით, ჩამქრალი კირით, მშრალი მდოგვით, დაფქული პილპილით ან მოასხათ ბუდის გარშემო ნიადაგსა და ჭიანჭველების გადაადგილების ბილიკებს ზეთი, რომლის 1 ჭიქა ზეთს უნდა დაუმატოთ 1 თავი დანაყული ნიორი.

თუ პირობები ამის საშუალებას გაძლევთ, ჩაასხით ჭიანჭველების ბუდეში ახალადუღებული წყალი, ოპერაცია კი ყოველ საღამოს, 22 საათის შემდეგ გაიმეორეთ (ამ დროისთვის ყველა მობინადრე სახლში იქნება), მანამ, სანამ მთელი კოლონია არ განადგურდება. თუმცა, თუ ამ საქმეს ბოლომდე ა რმიიყვანთ, ვერ მოკლავთ დედოფალს, კოლონია აღდგება, გაიზრდება რაოდენობაში და შემდგომ არსებობას გააგრძელებს.

ბრძოლა შხამიანი სატყუარების გამოყენებით

  • ნელი მოქმედების შხამის (ბორაკი, ბორის მჟავა) სატყუარა თაფლით ან შაქრით: 20% ცხელ ტკბილ ხსნარს შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ბორაკი ან ბორის მჟავა გახსნამდე. მასა დაასხით ბრტყელ ჭურჭელზე და დადგით ჭიანჭველების ბუდის გვერდით ან იქ, სადაც მუშა ჭიანჭველები გადაადგილდებიან. თეფშის ბოლოს დაალაგეთ ჩხირები, რათა ჭიანჭველებმა უფრო მარტივად მიაღწიონ სატყუარამდე;
  • 2 ს.კ. ცხელ წყალზე აიღეთ 1 ს.კ. შაქრის ფხვნილი და 1/3 ჩ.კ. ბორაკი;
  • 100 გ წყალში გახსენით 3-5 გ ბორაკი, 40 გ შაქარი, 10 გ თაფლი და რამდენიმე წვეთი ვანილის ან მსხლის ესენცია;
  • ხანდახან, კოლონიის სრულად გაქრობამდე, რეკომენდებულია მათ ბუდეებში ამ ხსნარით დალბობილი ქსოვილის მოთავსება: 200 გ წყალში გახსენით 1 ს.კ. ბორაკი, 1 ს.კ. ბორის მჟავა, 4 ჩ.კ. შაქარი. დაასველეთ ქსოვილი გაშრობის შემდეგ;
  • 4 ს.კ. ხორცის მოხარშულ ან უმ ნარჩენებს ან 4 ჩ.კ. დატეხილ კვერცხს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი 0.5 ს.კ. დაქუცმაცებულ ბორაკთან ერთად. მასას კარგად მოურიეთ, დაყავით 15-20 ულუფად, პატარა ჭურჭლით მოათავსეთ ჭიანჭველების ბილიკებზე. ჭურჭელი არ უნდა იყოს ჟანგვადი და არ უნდა ჰქონდეს უცხო სუნები;
  • 2 ს.კ. ხორცის ან თევზის ფარშს კარგად შეურიეტ 0.5 ჩ.კ. ბორაკი.

ბრძოლა პრეპარატების გამოყენებით

თუ სატყუარები ვერ დაგეხმარათ ან ჭიანჭველების რაოდენობა ზედმეტად დიდია, გამოიყენეთ გრანულებიანი ქიმიური პრეპარატები დიაზინონზე: გრომი, გრომ-2, მურავინი, მედვეტოქსი. მათი გამოყენება შეიძლება გაზაფხულზე, როცა ჭიანჭველების ბუდეს აღმოაჩენთ, და ზაფხულში, მათი აქტიური ცხოველქმედების პერიოდში. ხარჯის ნორმაა 20-30 გ/10 კვ.მ.-ზე. გამოყენებამდე ამოთხარეთ ბუდე 2-3 სმ-მდე, რის შემდეგად თანაბრად მოაყარეთ პრეპარატი.

ჭიანჭველებთან ნაკვეთზე ბრძოლა უნდა მოხდეს მავნებლების განადგურებასთან ერთად. ფრთხილად იყავით მცენარეების დაცვის საშუალებებთან: ყურადღებით წაიკითხეთ ინსტრუქცია და ინფორმაცია პრეპარატის გამოყენებამდე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს