სამწუხაროდ, სტრიების სრულად მოშორება შეუძლებელია. თუმცა, მათი მნიშვნელოვნად გაფერმკრთალება ნამდვილად შეგიძლიათ.მთავარია, ამ საკითხს საჭირო ძალისხმევით მიუდგეთ. სტრიების საპროფილაქტიკო ნიღბები შესანიშნავი საშუალებაა მდგომარეობის გასაკონტროლებლად და კანის მოსავლელად. აუცილებლად სცადეთ paparazz-ს რედაქციის მიერ შემოთავაზებული ეს საშუალებები, ექსპერტების აზრით ისინი გამოცდილი და საკმაოდ ეფექტურია.
ალოეს ნიღაბი
ალოე ვიზუალურად ფარავს სტრიებს, ატენიანებს კანს და აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
ინგრედიენტები:
- ალოეს 2 ფოთოლი
- ზეითუნის ზეთი
- 2 კაფსულა E ვიტამინი
მომზადება და გამოყენება
- შუაზე გაჭერით ალოეს ფოთლები.
- კოვზით გააცალეთ რბილობი.
- მიღებული მასა შეაზავეთ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთთან და E ვიტამინის ორი კაფსულის შიგთავსთან.
- მომავალი ნიღაბი შეიზილეთ დუნდულებზე, მუცელსა და მკერდზე ყოველდღე.
- გაიჩერეთ მასა 30-40 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
საფუვრის ნიღაბი
საფუვრის ნიღაბი ათანაბრებს კანის ფერს, ამცირებს მის ცხიმიანობას და აჩქარებს სისხლის მიმოქცევას.
ინგრედიენტები:
- მშრალი საფუარი
- თაფლი
- საკვები ცელოფანი
- ნაღები
მომზადება და გამოყენება
- გაათბეთ ქვაბში ნაღები 40 °С-მდე.
- გახსენით მასში 1 შეკვრა მშრალი საფუარი.
- დაუმატეთ მასას 1 ს.კ. სქელი თაფლი.
- დააყენეთ მასა 20 წუთით.
- წაისვით ნიღაბი სხეულის პრობლემურ ნაწილებზე.
- გაეხვიეთ საკვებ ცელოფანში და დაწექით საბანში შეფუთული.
- 1 საათში ჩამოიბანეთ ნარჩენები თბილი წყლით.
- გამოიყენეთ ეს საშუალება კვირაში ორჯერ.
ყურძნის ნიღაბი
ინგრედიენტები:
- 1 მტევანი ყურძენი
- საკვები ცელოფანი
მომზადება და გამოყენება
- ყურძნის მტევანი დაჭყლიტეთ ფაფისებრ მდგომარეობამდე.
- წაისვით ფაფა პრობლემურ ნაწილებზე, ბანაობის შემდეგ, სკრაბით გაწმენდილ კანზე.
- დაიფიქსირეთ მასა საკვები ცელოფნით.
- 1 საათში ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
- სტრიების მოსაშორებლად, პროცედურა კვირაში არაუმეტეს ორჯერ უნდა გაიმეოროთ.
თქვენ გაქვთ კონკრეტული საშუალება სტრიების მოსაშორებლად? რამდენად ეფექტურია? გაგვიზიარეთ გამოცდილება.