ნებისმიერი ოთახის ჰაერი შეიცავს მტვრის ნაწილაკებს. თუ მასში კლიმატური ტექნიკაა დამონტაჟებული, რა თქმა უნდა, იგი მუდმივად ჭუჭყიანდება. სპლიტ–სისტემა თავისი ფილტრის გავლით ჰაერის დიდ მასას ატარებს, რომელში არსებული მტვერიც მოწყობილობაში იყრის თავს. ყველაფერი ეს აუარესებს კონდიციონერის მუშაობას, ამიტომ მას რეგულარული წმენდა სჭირდება.
რამდენად ხშირად უნდა გავწმინდოთ კონდიციონერი?
კლიმატური მოწყობილობის წმენდის პერიოდულობა დამოკიდებულია მისი გამოყენების ინტენსიურობასა და ბინის განლაგების ადგილზე. იმ ოთახის ჰაერი, რომლის ფანჯრებიც გზის სავალ ნაწილთან ახლოსაა განლაგებული, მეტ მტვერს შეიცავს. ჭუჭყის დაგროვებას ხელს უწყობს სპლიტ-სისტემის სრული ინტენსივობით მუშაობა და ორპირი ქარი ბინაში. საშუალოდ, კონდიციონერის წმენდა თვეში ერთ-ორჯერ უნდა მოხდეს. სასურველია, ამ დროს თავი რესპირატორით დაიცვათ.
რით გავწმინდოთ კონდიციონერი?
თანამედროვე საწმენდი საშუალებები შეიცავს ნივთიერებას, რომელიც სლიტ-სისტემის დეტალებს უსიამოვნო სუნს აშორებს, და სხვადასხვა სადეზინფექციო დანამატებს. ისინი გვხვდება აეროზოლის ბოთლების სახით, ამიტომ მათი გამოყენება ძალიან მარტივია. მათი ყველაზე პოპულარული ნიშნებია: EasyClean, Korting, DOMO და სხვა. მათი გამოყენებით, კონდიციონერების წმენდა დიდ დროს არ წაიღებს, მოწყობილობის შრომისუნარიანობა კი აღდგება. საწმენდი საშუალებების გამოყენების შემდეგ, სისტემა რამდენიმე წუთით, გაგრილების გარეშე უნდა ჩართოთ. ამ დროისთვის ფილტრები გაშრება.
კონდიციონერის საწმენდი ინსტრუმენტი
ეს პროცედურა არ მოითხოვს განსაკუთრებულ უნარებს, თუმცა მარტივი ინსტრუმენტი და რამდენიმე სახარჯი მასალა ნამდვილად გაამარტივებს პროცესს:
- სხვადასხვა კონფიგურაციის სახრახნისები;
- პატარა ჯაგრისი (გამოდგება კბილის ჯაგრისი);
- პატარა, საშუალო სიმტკიცის ფუნჯი;
- მტვერსასრუტი;
- რბილი ქსოვილი;
- ჩვეულებრივი სარეცხი საშუალება ან სპეციალური საწმენდი;
- ანტისეპტიკი;
- შხეფის ბოთლი, სუფთა წყლით სავსე;
- სპლიტ-სისტემის ექსპლუატაციის ინსტრუქცია, რომელშიც დაშლისა დააწყობის პროცესია ნაჩვენები.
როგორ დავშალოთ კონდიციონერი გასაწმენდად
გამოიყენეთ მწარმოებლის ინსტრუქცია, რომელშიც სამაგრების განლაგება და თავსახურების მოხსნის მიმართულებაა ნაჩვენები. გამაგრილებელი სისტემის დაშლის თანმიმდევრობა ასეთია:
- გამორთეთ კონდიციონერი ელექტროქსელიდან.
- მოხსენით ჟალუზები, რომლებიც კბილანებს ემაგრება.
- მოხსენით ხრახნები, რომლებიც გარე პანელზეა.
- გარე პანელის ზედა ნაწილზე კბილანებია. ოდნავ მოქაჩეთ და მოხსენით შლეიფი, რომელიც დისპლეიდან გამოდის. ამის შემდეგ, მოხსენით პანელი მთლიანად.
- მოხსენით დანარჩენი რახნებიც და გამოიღეთ ყველა მოხსნადი ელემენტი: ფილტრები, ჟალუზები და მსგავსი ნაწილები.
- შემდეგ გაწმინდეთ კონდიციონერის ბლოკი, რომელსაც გარე პანელი ფარავდა. დარჩენილი ჭუჭყი მტვერსასრუტით მოაშორეთ.
კონდიციონერის შიდა ბლოკის წმენდა
როცა უკვე ყველა მოდული მოხსნილია, შეგიძლიათ ძირითადი ბლოკის წმენდას შეუდგეთ. ამ პროცედურას ამარტივებს სპეციალური საწმენდი სითხე. იგი უნდა შეაშხეფოთ დაბინძურებულ ზედაპირს და გააჩეროთ 30 წუთით. ჭუჭყი დალბება, რის შემდეგაც მარტივად შორდება ჯაგრისით. ნარჩენები ჩამორეცხეთ წყლით.
მნიშვნელოვანია ჰაერის მაორთქლებელის წმენდაც. ეს კვანძი პასუხს აგებს გაგრილების პროცესზე, ამიტომ მასზე ჩნდება ტენი, რომელიც იკრობს მტვერს. გამაგრილებლის შიდა ნაწილი დაამუშავეთ ანტისეპტიკით, მავნე ბაქტერიებისა და სოკოს სპორების გასანადგურებლად. ამ მიზნებით გამოიყენება ქლორჰექსიდინის ხსნარი. კონდიციონერის პერიოდული წმენდა ქლორჰექსიდინით ობის უსიამოვნო სუნს აქრობს.
კონდიციონერის გარე ბლოკის წმენდა
ეს პროცედურა კერძო სახლში ან კორპუსისპირველ სართულზე დამოუკიდებლად ჩატარდება, თუმცა, უფრო მაღალ სართულებზე კონდიციონერის გარე ბლოკი უნდა გაწმინდოს პროფესიონალმა გუნდმა, უსაფრთხოების დამცავი საშუალებებით. ჭუჭყის დაგროვებას საუკეთესოდ უმკლავდება წყლის ჭავლი. კონდიციონერის გარე ბლოკი პერიოდულად, რამდენიმე წელიწადში ერთხელ უნდა გაიწმინდოს.