როგორ ამოვიყვანოთ მელანი სხვადასხვა სახის შპალიერიდან.

2680

ბავშვებს უყვართ ხატვა და, ხშირად, მათი სამხატვრო საქმიანობის შედეგს სახლის კედლებზე ვხედავთ.paparazzi-ს რედაქცია გაგიზიარებთ რამდენიმე ცნობილი ხერხს, რომლებიც დაგეხმარებათ შპალერიდან სახატავი მასალის ამოყვანაში.

როგორ წავშალოთ მელანი ფლიზელინის შპალერზე?

  1. მოამზადეთ ნიშადურის ან დენატურირებული სპირტი. დაიცავით ხელები ხელთათმანებით.
  2. ჩაალბეთ ღრუბელი სპირტში და მიადეთ მელნიან ადგილს. გააჩერეთ 5 წუთით, ზოლების მოსაშორებლად.

როგორ წავშალოთ მელანი ქაღალდის შპალერზე?

  1. 70%-იან ძმარს დაუმატეთ პერმარგანატი, რათა ვარდისფერი ხსნარი მიიღოთ. ჩაალბეთ მასში ღრუბელი და გადაატარეთ დაბინძურებულ ადგილებს. 10 წუთში მელანი უნდა გაქრეს, ვარდისფერი ლაქა კი დარჩება. იგი წყალბადის ზეჟანგით უნდა მოაშოროთ.
  2. თეთრი შპალერისთვის გამოიყენეთ კბილის პასტა, საღებავების გარეშე. ჯაგრისით ფრთხილად წაუსვით იგი პრობლემურ ზონებს. ნარჩენები ქსოვილით მოაშორეთ. ნახატებიანი შპალერისთვის ნიშადურის სპირტის გამოყენებას გირჩევთ.

როგორ წავშალოთ მელანი ვინილის შპალერზე?

გარდა ზემოხსენებული საშუალებებისა, საყოფაცხოვრებო საპნის გამოყენებაც შეგიძლიათ. მთავარია, ზედაპირი ზედმეტად არ დაასველოთ, თორემ საფარს გააფუჭებთ.

  1. დახეხეთ საპონი და დაუმატეთ ცოტაოდენი თბილი წყალი. უნდა მიიღოთ საპნის ხსნარი.
  2. ღრუბლით წაუსვით იგი კალმის კვალს. არ იმოძრავოთ მკვეთრად, ზედაპირი რომ არ დააზიანოთ.
  3. ხსნარის ნარჩენები მოაშორეთ სველი ხელსახოცით, შემდეგ გაამშრალეთ. თუ კვალი დარჩა, გაიმეორეთ პროცედურა.

როგორ წავშალოთ მელანი რეცხვად შპალერზე?

  1. მელნის მოსაშორებლად, წყალს დაუმატეთ ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი საშუალება. ღრუბლით დაამუშავეთ დაბინძურებული ადგილები და გაიმეორეთ პროცედურა საჭიროებისამებრ.
  2. დაწურეთ ნახევარი ლიმონი, ჩაალბეთ მასში ბამბის დისკი და დაამუშავეთ მელნიანი ადგილები. საჭიროებისამებრ, პროცედურა უნდა გაიმეოროთ.

როგორ მოვაშოროთ შპალერს გელ-მელანი?

თუ ბავშვმა კედელი გელ-კალმით მოხატა, თამამად გამოიყენეთ ზემოხსენებული მეთოდები. დამატებით, გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს:

  1. აიღეთ ცოტაოდენი სახამებელი და დაუმატეთ სულ ოდნავ წყალი, ფაფა რომ მიიღოთ. გადაანაწილეთ ბამბის დისკით ნახატზე. ნარჩენები მოაშორეთ სველი ტილოთი.
  2. კარგ შედეგს მიიღებთ მარილის გამოყენებითაც. შეურიეთ იგი წყალს ან მარილმჟავას. თუ მელნის სწრაფად მოშორება გსურთ, აიღეთ 200 მლ წყალი, 1 ს.კ. მარილმჟავა და 1 ჩ.კ. მარილი. მოურიეთ და წაუსვით ხსნარი ფუნჯით ან ღრუბლით შპალერს. დაელოდეთ ჭუჭყის გაქრობას და მოამშრალეთ ხელსახოცით.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს